ესტროგენები

ესტროგენები ქალურის სასქესო ჰორმონებია, მათი სახელი მომდინარეობს მათ  ესტროს-ის ციკლში მონაწილეობის გამო (Latin oestrus, Greek οἶστρος, ნიშნავს სექსუალური სურვილს +genos წარმოქმნა.)

ესტროს ციკლი, იწყება პუბერტალურ ასაკში, და ფაქტიურად მთელი ცხოვრება გრძელდება, ხდება მისი შეწყვეტა ორსულობის დროს.

ესტროგენები ბუნებით სტეროიდი ჰორმონებია. მას  ყველა ხერხემლიანი  გამოიმუშავებს, გვხვდება ასევე გარკვეული სახეობის მწერებში.

ესტროგნები გამოიყენება კონტრაცეპტიულ საშუალებებად, აგრეთვე ჰორმონო ჩანაცვლებითი თერაპიის დროს(პოსტმენოპაუზალურ ქალებში), ტრანსსექსუალ ქალებში.

როგორც ყველა სტეროიდი, ესტროგნებსაც შეუძლიათ განჭოლონ  ლიპიდური მემბრანა(უკრედის კედელი) და შევიდნენ უჯრედის შირნით.  აგრეთვე მათი მოქმედება ხორციელდება ჯ-ცილასთან დაკავშირებული  რეცეპტორის საშუალებით.

ესტროგენები ბუნებრივად სამი ძირითადი ფრაქციით არის წარმოდგენილი, ესტრონი (E1), ესტრადიოლი (E2) და ესტრიოლი(E3).  დომინანტურ ფორმას წარმოადგენს ესტრადიოლი, არაორსულ ქალებში,  ესტრონი სინთეზირდება მენოპაუზის  და შემდგომ პერიოდებში,  ხოლო ესტრიოლი, ძირითადი ესტროგენია ორსულობის დროს.  ადამიანის ორგანიზმში, ყველა ეს ესტროგენი წარმოიქმნება ანდროგენებისგან(მამაკაცური სასქესო ჰორმონი)

ესტრადიოლი წარმოიქმნება ტესტოსტერონისგან არომატაზას მოქმედებით, ხოლო,  ესტრონი ანდროსტენდიონისგან.  ესტრონი უფრო სუსტი ესტროგენია ვიდრე ესტრადიოლი.

არსებობენ ესტროგენული აქტივობის მქონე სინთეზური და ბუნებრივი ნივთიერებები, რომლებიც არასტეროიდული ბუნებისანი არიან.

სინთეზური ესტროგენი xenoestrogens. მცენარეებისგან მიღებულ ესტროგენული აქტივობის მქონე ნივთიერებას  ფიტოესტროგენები ჰქვიათ. ესტროგნებს ასინთეზირებენ, აგრეთვე სოკოებიც, მათ მიკოესტროგენები ჰქვით.

ესტროგნების სინთეზი ადამიანში ხდება ძირითადად საკვერცხეში, ფოლიკულებში, ყვითელ სხეულში, პლაცენტაში, მალუთეიზინირებელი ჰორმონი ასტიმულირებს საკვერცხეებში ესტროგენების სინთეზს.  მცირე რაოდენობით ესტროგენებს გამოიმუშავებენ აგრეთვე, თირკმელზედა  ჯირკვალი, ღვიძლი, და მკერდი.  ესტროგენების ეს მეორადი წყაროები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მენოპაუზის შემდგომ.  ცხიმოვანი უჯრედებიც გამოიმუშავებენ  ესტროგენებს, ამიტომაც არის საშიში პოტენციურად ჭარბი წონა და წონის დეფიციტი უშვილობის მხრივ.

ესტროგნენების სინთეზი ქალების საკვერცხეებში იწყება თეკა უჯრედებში(ქოლესტეროლი გარდაიქმნება ანდროსტენდიონად),   წარმოქმნილ ანდროსტენდიონს აქვს საშუალო სიმძლავრის ანდროგენული მოქმედება,  ამის შემდეგ ანდროსტენდიონი გადის ბაზალურ მემბრანას და გრანულოზა უჯრედებში გარდაიქმნება ესტრონებად და ესტრადიოლად. ესტრადიოლის წარმოქმნა შეიძლება მოხდეს პირდაპირ, შეიძლება ჯერ ტესტოსტერონის წარმოქმნის გზით. ტესტოსტერონიდან ესტრადიოლის და ანდროსტენდიონიდან ესტრონის  წარმოქმნას კატალიზებას უკეთებს ფერმენტი არომატაზა. ესტრადიოლის დონე სისხლში ცვალებადია მთელი ციკლის(მენსტრუალური) განმავლობაში, მისი რაოდენობა პიკს აღწევს ოვულუციამდე, ცოტა ხნით ადრე.

ესტროგენების ფუნქცია

ესტროგენები ფუნქციონირებენ ესტროგენების რეცეპტორების მეშვეობით, რომელიც ბირთვულ ცილას წარმოადგენს, დიმერის ფორმის.  ესტროგენის რეცეპტორი ბირთვში მოქმედებს დნმ-ზე , მის სპეციფიურ უბანზე, რომელსაც ჰორმონული რეაქციის უბანი ელემენტი ქვია, მისი გააქტივება კი იწვევს ტრანსკრიფციას, 137-ER, ით რეგულირებული გენების.  უჯრედებზე ესტროგენების მოქმედება დამოკიდებულია ესტროგენების რეცეპტორების არსებობა-არარსებობაზე, მათი სინთეზი კი ხდება საკვერცხეებში, მკერდში, საშვილოსნოში.

ესტროგენები გვხვდება, როგორც ქალებში, ასევე კაცებში, თუმცა დიდი რაოდენობით, ისინი წარმოდგენილნი არიან ქალებში.  განსაკუთრებით რეპროდუქციული ასაკის პერიოდში.

ესტროგოენები უზრუნველყოფენ ქალის მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას:

მკერდის ზრდა, ერექტიული ქსოვილის განვითარება კერტებზე,  სხეულის თმის ზრდა, ძირითადად მკლავებზე და ბოქვენის მიმდებარედ. ბარძაყის კუნთები, უფრო მეტად ვითარდება უკანა მხარეს, ვიდრე ბარძაყის წინა მხარეს, ბარძაყების  და დუნდულოების სიგანეში ზრდა, ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე.(წელი და ბარძაყების გარშემოწერილობის ფარდობა, მამაკაცებთან შედარებით  ნაკლებია)

იზრდება ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობა  და საოფლე ჯირკვლების, რაც სხეულის სუნს  განაპირობებს, ცხიმოვანი გადანაწილდება, ძირითადად კანქვეშ, და ცხიმი გროვდება ბარძაყებთან, დუნდულოებთან, თეძოებთან.

მამაკაცებში, ესტროგენების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სპერმის მომწიფებაში მონაწილეობა.

ესტროგენების ფუნქციებია:

  • ქალის მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება
  • აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს
  • ამცირებს კუნთების მასას
  • ზრდის ცხიმოვან ქსოვილს
  • ასტიმულირებს ენდომეტრიუმის ზრდას
  • ასტიმულირებს საშვილოსნოს ზრდას
  • ზრდის ვაგინალურ ლუბრიკაციას
  • ასქელებს საშოს კედლებს
  • ხელს უწყობს კანის და სისხლძარღვების რეგენერაციას
  • ამცირებს ძვლის რეზორბციას და ხელს უწყობს ფორმაციას
  • იწვევს მორფულ ცვლილებებს(ენდომორფი>მეზომორფი>ექტომორფი)
  • ზრდის ღვიძლში შემკავშირებელი(შემბოჭველი) ცილების სინთეზს
  • ზრდის კოაგულაციის ფაქტორებს 2,7,9,10, პლაზმინოგენს
  • ამცირებს ანტითრომბინ 3
  • ზრდის თრომბოციტების ადჰეზიურობას
  • ზრდის მაღალი სიმკვრივის  ლიპოპროტეინებს, ტრიგლიცერიდებს
  • ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს
  • იწვევს ნატრიუმის და წყლის შეკავებას
  • ზრდის კორტიზოლის სასქესო ჰორმონების შემკავშირებელ გლობულინების რაოდენობას
  • ამცირებს ნაწლავებში პერისტალტიკას,
  • აძლიერებს ქოლესტეროლის სინთეზს
  • ზრდის ფეომელანინს, ამცირებს ეუმელანინს
  • აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციონირებას
  • და მცირედით განაპირობებს ლიბიდოს, თუმცა უფრო მეტად ეს ანდროგენებზეა დამოკიდებული.
  • დადებითად მოქმედებენ ჰორმონსენსიტიური  მკერდის კიბოს წინააღმდეგ.
  • კარგვეულ შემთხვევებში ესტროგენები შეიძლება იხმარებოდეს პროსტატის კიბოს მკურნალობის მიზნით.
  • ესტროგენები ხელს უწყობენ ჭრილობების შეხორცებას.

ბოლო კვლევების მიხედვით ესტროგენებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავონ ბულემია ნერვოზას მკურნალობაში.

ჰიპერსეტროგენიამ, შეიძლება  გაზარდოს თრომბოზის რისკი,  მხოლოდ ესტროგენების ხმარებამ შეიძლება გაზარდოს აგრეთვე ინსულტის და ღრმა ვენების თრომბოზის რისკი პოსტმენოპაუზალურ ქალებში.  ესტროგენები + პროგესტინი კი, ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს, მკერდის ინვაზიური კიბოს და ფილტვების ემბოლიის რისკს.