სექსოლოგია

სექსოლოგია – ინტერდისციპლინარული მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის ადამიანის სექსუალური ქცევის ყველა გამოვლინებას. სექსოლოგია ახასიათებს ნორმალურ სექსულაობას, აგრეთვე სწავლობს სექსუალური ქცევის ცვლილებებს პარაფილიების (სექსუალური გადახრებს).

თანამედროვე სექსოლოგია – კვლევების მულტიდისციპლინარული ველია, რომელშიც გამოიყენება მოსაზღვრე დისციპლინების (ბიოლოგიის, მედიცინის, ფსიქოლოგიის, სტატისტიკის, ეპიდემიოლოგიის, პედაგოგიკის, სოციოლოგიის, ანთროპოლოგიის, იშვიათად, კრიმინალისტიკის) კვლევის მეთოდები. იგი შეისწავლის სექსუალობისა და სქესობრივი კონტაქტის განვითარებას, მათ შორის სქესობრივი კონტაქტის ტექნიკასა და სქესობრივი სფეროს დარღვევებს. მკვლევარები დოკუმენტირებულად იძლევიან ინფორმაციას ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების სექსუალობასა (ისეთების როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობების პირები, ბავშვები, ხანდაზმული ადამიანები) და  სექსუალური პათოლოგიების შესახებ, როგორიცაა ჰიპერსექსუალიზმი, სექსუალური ლტოლვა  ბავშვებისადმი და ა.შ..

საჭიროა აღინიშნოს, რომ სექსოლოგია აღწერილობითი დისციპლინაა და არა ზუსტი მეცნიერება. იგი ცდილობს დაასაბუთოს რეალობის განსაზღვრული ასპექტები და მის ამოცანებში არ შედის ეთიკური და მოსაწონი ქცევის ნორმების დადგენა. სექსოლოგია ხშირად იყო დავის საგანი არა მარტო მის მიმდევრებში, არამედ იმათში, ვინც თვლიდა რომ სექსოლოგია ადამიანის არსებობის საკრალურ საფუძველს ეყრდნობოდა და იმათშიც, ვინც აპროტესტებდა სექსოლოგების პრეტენზიებს ობიექტურობასა და ემპირიულ მეთოდოლოგიაზე.

ისტორია – ლიტერატურაში (კ.იმელინსკი) 4 პერიოდს გამოყოფენ სქესობრივი ქცევის განვითარების ისტორიაში:

  1. ისტორიამდელი – ისტორიამდელი ადამიანის სქესობრივ ქცევაზე მხოლოდ ნაწილობრივი წარმოდგენა არსებობს;
  2. XVIII-XIX საუკუნეები – ხდება ინფორმაციის დაგროვება, მიმდინარეობს მეცნიერებამდელი კვლევები;
  3. სექსოლოგიურ ცოდნამდელი პერიოდი – სექსოლოგიის შესწავლა ხდება შემდეგი მოსაზღვრე დისციპლინების ჩარჩოებში:მედიცინა, ფილოსოფია, ბიოლოგია.
  4. სექსუალური ცოდნის პერიოდი – სექსოლოგია ცალკე მეცნიერებად გამოიყო.

“სიყვარულის ხელოვნებაზე“ არსებობდა რამდენიმე ძველი წყარო, მათ შორის პუბლიუს ოვიდიუს ნაზოს „სიყვარულის ხელოვნება“ (Ars Amatoria), ვატსიანა მალანაგასა და ანანგა რანგას „კამა სუტრა“ და არაბული „გრძნობებით ტკბობის არომატული ბაღი“. თუმცა აღსანიშნავია, რომ არც ერთი ამ წინგთანაგნი არ განიხილავდა სექსუალობას სისტემატური და მეცნიერული შესწავლის საგნად.

მეცნიერებამდელი სექსოლოგიის პირველ მიმდევრად ითვლება მარკიზი დე სადი (დონასიენ ალფონს ფრანსუა დე სადი), რომელმაც თავის ნაწარმოებებში მოიტანა ცნობები სექსუალური ქცევის გადახრებისა და სექსუალური „გარყვნილებების“ შესახებ. გარდა ამისა, იგი იყო პირველი ადამიანი, ვინც სექსუალური ქცევის თავისუფლებაზე დაიწყო ლაპარაკი.

სექსუალობის ერთ-ერთი ადრეული შემსწავლელი იყო რიჰარდ ფრაიერ ფონ კრაფტ-ებინგი, რომლის 1866წელს გამოქვეყნებული წიგნი „Psychopathia Sexualis“ მოიცავდა სექსუალური ანომალიების შთამბეჭდავ აღწერას.

პირველი მკვლევარი, რომელმაც საზოგადოებას შესთავაზა სექსოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების, კონცეფცია, იყო დერმატოვენეროლოგი ივან ბლოხი. მან თავის ნაშრომში „ჩვენი დროის სექსუალური ცხოვრება და მისი კავშირი თანამედროვე კულტურასთან“ (გამოიცა 1909წელს) აღნიშნა, რომ სქესის შესახებ სწავლება უნდა იყოს კომპლექსური და უნდა მოიცავდეს ბიოლოგიას, მედიცინას, ანთროპოლოგიას, ფილოსოფიას, ენტოლოგიას, ისტორიას, ლიტერატურასა და ხელოვნებას.

XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ზიგმუნდ ფროიდმა განავითარა თეორია სექსუალობაზე, რომლის საფუძველიც მის პაციენტებზე ჩატარებული კვლევები გახდა.

1908წელს მაგნუს ჰირშფელდმა დაიწყო პირველი სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა „სექსოლოგიის ჟურნალი“, რომელიც განიხილავდა სექსოლოგიის საკითხებს. მანვე 1918 წელს დაარსა ბერლინში სექსოლოგიის პირველი ინსტიტუტი (გერმ. Institut für Sexualwissenschaft). ჰირშფელდი სწავლობდა სექსუალური ქცევის (მათ შორის ჰომოსექსუალობის) სამედიცინო, ეთიკურ და იურიდიულ პრობლემებს. 1921წელს ჰირშფელდმა ჩაატარა პირველი საერთაშორისო კონგრესი სექსუალურ რეფორმებთან დაკავშირებით ბერლინში, 1928 წელს კი მის მიერ იქნა დაარსებული სექსუალური რეფორმების მსოფლიო ლიგა. ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მოხდა თავდასხმა სექსოლოგიის ინსტიტუტზე (1933წლის 3 მაისი), მისი განადგურება და ბიბლიოთეკის გადაწვა.

1947 წელს ალფრედ კინსმა დაარსა საკუთარი სექსუალური კვლევების ცენტრი (Institute for Sex Research) ინდიანას უნივერსიტეტში, რომელიც მის სახელს ატარებს. განათლებით ზოოლოგი კინსი იყო პირველი, ვინც სექსოლოგიის შესწავლა პოზიტიურ საფუძველზე დაიწყო. მის მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება სექსუალური ქცევების აღწერა მასიური ინტერვიუებისა და ანკეტური მონაცემების საფუძველზე. მასვე ეკუთვნის სექსუალური ორიენტაციის კონტინუალური ხასიათის წარმოდგენებზე კონცეპტუალიზაცია (კინსის შკალა). კინმსა აჩვენა, რომ სექსუალურ ნორმას, რომელიც საზოგადოების მორალით განისაზღვრება, თანდათან ერიყება მოსახლეობის დიდი ნაწილი. მისი კვლევების მონაცემები გამოვიდა ორტომეულის სახით „კინსის მოხსენება“.

1960-იანი წლების ბოლოს სექსოლოგიის შემდგომი წინსვლა ეფუძნებოდა უილიამ მასტერსისა და ვირჯინია ჯონსონის ნაშრომებს „ადამიანის სექსუალური რეაქციები“ (ინგლ.Human Sexual Response, 1966წ.) და „ადამიანის სექსუალური არასრულყოფილება“ (ინგლ. Human Sexual Inadequacy, 1970წ.). მათ 1978წელს დაარსეს Masters & Johnson Institute. მასტერსი და ჯონსონი იყვნენ პირველები, ვინც სექსუალურ ქცევაზე ჩაატარეს კვლევები მოხალისეების მონაწილეობით.

ფრიც კლეინმა შეიმუშავა სექსუალური ორიენტაციის მატრიცა – მრავალსაზომიანი სისტემა კომპლექსური სექსუალური ორიენტაციის დატალური აღწერისათვის. 1978წელს კლეინმა გამოაქვეყნა The Bisexual Option, ბისექსუალობის ნოვატორული ფსიქოლოგიური კვლევა, ხოლო 1998წელს კი დაარსა American Institute of Bisexuality (AIB) ბისექსუალების მხარდასაჭერად და დასახმარებლად და ამავე დროს, ბისექსუალობასთან დაკავშირებული საკითხებში საზოგადოების განსანთლებლად.

XX საუკუნეში რუსეთში სექსოლოგიური კვლევები წარმოებდა 1930წლამდე, რის შემდეგაც კვლევები შეწყდა და მხოლოდ 1970-იან წლენში აღდგა გენადი ვასილჩენკოს წყალობით, რომელმაც დაარსა საბჭოთა სექსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (დღევანდელობაში „რუსეთის სექსოლოგიისა და სექსოპათოლოგიის ფედერალურ ცენტრად“ წოდებული). მასვე ეკუთვნის პირველი ექიმებისთვის გამოცემული ცნობარები: „ზოგადი სექსოლოგია“ და „კერძო სექსოლოგია“.

სექსოლოგიის განხრები – სექსოლოგიაში რამდენიმე შედარებით დამოუკიდებელი დარგი გამოიყოფა:

  • ნორმალური სექსოლოგია – ადამიანის სექსუალური ქცევის ბიოლოგიური, ანატომიური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების შემსწავლელი დარგია (არ შეისწავლის სამედიცინო კუთხით ნორმიდან გადახრებს);
  • კლინიკური (სამედიცინო) სექსოლოგია – სექსუალური ქცევასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემსწავლელი დარგია;
  • ეთნოკულტურული სექსოლოგია – შეისწავლი სექსუალური ქცევის თავისებურებების ისტორიული და კულტურული სხვაობას მსოფლიოს ხალხებს შორის;
  • სასამართლო, კრიმინალური სექსოლოგია – სექსუალური ქცევის შესახებ არსებული ცოდნის იმ ასპექტების განხილვა, რომელიც სასარგებლოა სექსუალური დანაშაულებების გამოძიებასა და პროფილაქტიკაში;
  • ფამილისტიკა – სექსუალური ურთიერთობების შესწავლა ოჯახის ფარგლებში.

კვლევის მეთოდები – სექსოლოგიაში გამოიყენება კველევის ისეთი მეთოდები, როგორიცაა გამოკითხვები, ინტერვიუირება, ანკეტირება. სხვა მეთოდების რიცხვში გვხვდება:

  • ექსპერიმენტი ცხოველების, ან მოხალისეების მონაწილეობით;
  • კვლევის კლინიკური მეთოდები (გამოკველევა ან დაკვირვება პაციენტის მკურნალობის პროცესში);
  • სქესთა ურთიერთობასთან დაკავშირებული ლიტერატურის, პუბლიცისტიკის და სხვა მასალების გაცნობა.

სექსუალური ჯანმრთელობა – ადამიანის ჯანმრთელობის მედიცინისგან აღიარებული ერთ-ერთი კომპონენტია. სექსუალური ჯანმრთელობის თანამედროვე განმარტების ფორმულირება მოხდა ჯანმოს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის) ეგიდით 2002წელს ჩატარებული სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების ტექნიკური კონსულტაციების ჩარჩოებში.

სექსუალურ ჯანმრთელობაში იგულისხმება არა მხოლოდ დაავადების არარსებობა, არამედ სომატური, ემოციური, ინტელაქტუალური და სოციალური კეთილდღეობა სექსუალობასთან მიმართებაში. სექსუალური ჯანმრთელობა მოიცავს პოზიტიურ დამოკიდებულებას სექსუალობასა და სქესობრივ ცხოვრებასთან. გარდა ამისა, სექსუალური ჯანმრთელობა გულისხმობს თავისუფალი სქესობრივი ცხოვრების წარმოების უფლებას იძულების, დისკრიმინაციისა და ძალადობის გარეშე.

სექსუალური უფლებები – ზემოხსენებული ტექნიკურ კონსულტაციებზე აგრეთვე შემუშავდა სექსუალური უფლებები, რომლებიც ეფუძნება ხელისუფლების მხრიდან აღიარებულ ადამიანის უფლებებს. მასში შევიდა:

  • სექსუალურ ჯანმრთელობაზე უფლება (უფლება ადამიანმა მიიღოს სექსუალური სამედიცინო დახმარება);
  • სექსუალობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების უფლება;
  • სქესობრივ განათლებაზე უფლება;
  • ფიზიკური ხელუხლებლობის უფლება;
  • პარტნიორის არჩევის უფლება;
  • სქესობრივი ცხოვრების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება;
  • ოჯახში სექსუალური ცხოვრების ნაბაყოფლობა;
  • ბავშვის ჩასახვის ნებაყოფლობა;
  • სექსუალური პოტენციალის რეალიზებისა და უსაფრთხო, სიამოვნების მომტანი სქესობრივი ცხოვრების წარმოების უფლება.