სექსუალური რევოლუცია

სექსუალური რევოლუცია  (სექსუალური ლიბერაცია) –  სოციალური მოძრაობაა, რომელსაც საფუძველი დასავლეთ სამყაროში ჩაეყარა 1960-იან წლებში და გრძელდებოდა  1980-იან წლებამდე. მოძრაობა მოითხოვდა შეცვლილიყო ის მორალური პრინციპები და სექსუალური ქცევის კოდექსი, რომელიც იმ დროისთვის იყო დომინანტური საზოგადოებში.  ამ პერიოდმა მკვეთრად შეცვალა დღევანდელი საზოგადოების სექსუალური ქცევა და მისი ნორმების ჩამოყალიბებაში უდიდესი წილი მიუძღვის.

სექსუალური ლიბერაციის „მოძღვრება“  მოითხოვდა მისაღები გამხდარიყო სექსი ტრადიციული ჰეტეროსექსუალური და მონოგამური ურთიერთობების მიღმა. გამხდარიყო მისაღები კონტრაცეფცია, ლეგალიზებულიყო აბორტი,  უარჰყოფდა  სახალხო სიშიშვლის დაგმობას, მოითხოვდა  ჰომოსექსუალური და სხვა ალტერნატიული კავშირების დაკანონებას, ან დაშვებას.

სექსუალური ლიბერაციის საკითხებმა წინ წამოიწია 1910 წლისთვის. ამას თან ახლდა ფროიდის ნამუშევრები სექსუალური თავისუფლების და ადამიანის ფსიქოსექსუალობის ასპექტის ჩამოყალიბების შესახებ.

70-80 წლებისთვის  „სან-ფრანცისკოს ორაკულმა“, რომელიც იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილი  მიწისქვეშა გაზეთი იყო და ადამიანთა ყოფის „სულიერ რევოლუციას“ ემსახურებოდა, დაიწყო ღიად  პორნოგრაფიული სურათების გამოქვეყნება, რამაც ჯაჭვური ორმხრივი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებასა და ბეჭვდით მედიას შორის.

დევიდ  ელინი – (დოქტორი,  რომელიც იმ დროისთვის   ნიუ ჯერსიში  SEEDS (Scholars, Educators, Excellence, Dedication & Success) ორგანიზაციის დირექტორი იყო და მომსახურეობას უწევდა მაღალი აკადემიური მიღწევების ღარიბ სტუდენტებს. ) აღნიშნავდა, რომ  ეს იყო პერიოდი, როცა თავისუფლდებოდა და სახალხო ხდებოდა (საზოგადოებისთვის დასაშვები)  ქორწინებამდე სექსი, მასტურბაცია, ეროტიული ფანტაზიები, პორნოგრაფია და სექსუალობა.

ისტორიული განვითარება –  Age of Enlightenment (მე-18 საუკუნის. კულტურალური ელიტური  ინტელექტუალებით დაკომპლექტებული მოძრაობა, რომელიც თვლიდა, რომ საზოგადოების გარდაქმნა უნდა მოხდეს რაციონალური აზროვნებით,   ინტელექტუალური ცოდნის მიღებით და გაცვლით, მარკიზ დე სადი)  და ვიქტორიანული ერის (Algernon Charles Swinburne’s scandalous Poems and Ballads of 1866) წარმომადგენლებმა, საფუძველი შეურყიეს იმ მორალს და ღირებულებებს, რომელიც გავრცელებული იყო ტრადიციულ ქრისტიანულ საზოგადოებაში.  დამოკიდებულება, რომელიც გავრცელდა მსოფლიო მაშტაბით და ემსახურებოდა სექსუალურ თავისუფლებას  ცნობილია  „თავისუფალი სიყვარული“-ის სახელით.

50-60-იანი წლებისთვის ტელევიზიის მასობრივმა გავრცელებამ ხელი შეუწყო სექსუალური რევოლუციის განვითარება-გავრცელებას.  ამას მოჰყვა ტელე-რადიო და პრესის  გამოცემების  მძლავრი ტალღა.

მკვლევარების ნაწილი მიიჩნევს, რომ სექსუალური რევოლუციის ტრიგერად იქცა 60-იან წლებში ორალური კონტრაცეპტივების გამოჩენა და გლობალური გავრცელება.  ამას მოჰყვა მეანობის და გინეკოლოგიის განვითარება და, თავის მხრივ, შეამცირა ქალების სიკვდილიანობა ორსულობა-მშობიარობის მიზეზებით.  გაიზარდა ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა.

ნაწილი მიიჩნევს, რომ რევოლუცია ქალების დასაქმების და მატერიალური შემოსავლების ზრდის შედეგი იყო, რაც განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გამოიკვეთა.

თანამედროვე რევოლუციები – მე-19 საუკუნეში  ინდუსტრიული რევოლუციამ მოიტანა მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარება, თავის მხრივ, მედიცინის და ჯანდაცვის სფეროში.  რეზინის და პრეზერვატივის გამოგონებამ საშუალება მისცა მრავალ მამაკაცს და ქალს ჰქონოდათ დაცული სქესობრივი კავშირი ორსულობის და სქესობრივად გადამდები დაავადებების შიშის გარეშე. ამასთან ეს დაცვა მატერიალურად საკმაოდ იაფი ღირდა. გაუმჯობესდა ფოლადის წარმოება, იმუნოლოგია, ამან  განავითარა და უსაფრთხო გახადა აბორტები,  ფარმაკოლოგიის და ბიოლოგიის განვითარების შედეგი ორალური კონტერაცეპტივები იყო. სილიკონის და პლასტიკატების განვითარების შედეგად  დაიწყო სექს-სათამაშოების და სადომაზოხისტური სექსის დროს გამოყენებადი ნივთების მასობრივი წარმოება. განქორწინება გახდა ლეგალური და მარტივი პროცედურებით მრავალ ქვეყანაში.

ამ პერიოდისთვის გაიზარდა მსოფლიოს ხალხებისთვის ლიტერატურის ხელმისაწვდომობა, რამაც თავის მხრივ წიგნიერების ზრდა გამოიწვია, ამან კი  შეასუსტა მკაცრი რელიგიური კანონების მიმდევართა რაოდენობაც და ძალაც. რაც დრო გადიოდა ადამიანების მით უფრო დიდი რაოდენობა ემიჯნებოდა წარსულს და იზიარებდა ახალი ცხოვრების სტილს, რომელიც დასავლური ახალი ცივილიზაციიდან მოდიოდა.  ამას დაემატა გერმანელი ფილოსოფოსის  Herbert Marcuseის და ამერიკელ-ავსტრიელი ფსიქიატრის Wilhelm Reich- კვლევები და ნაშრომები, რომლებიც სხვადასხვა ფილოსოფიური მოძღვრებების შეკრებით და მოდერნიზებით იყო მიღებული.

როდესაც ვსაუბრობთ ისტორიული რაკურსით სექსუალურ რეცვოლუციაზე, განსხვავებული უნდა იქნას პირველი და მეორე სექსუალური რევოლუცია. პირველი მოხდა  1870-1910 წლებში, მაშინ როცა ვიქტორიანულმა მკაცრი მორალის  მატარებელმა იდეებმა და შეგნებამ დაკარგა საზოგადოებაზე გავლენა. ხოლო მეორე სექსუალური რევოლუცია 1960-იან წლებში დაიწყო.

ფროიდის სკოლა- სექსუალურ რევოლუციაში ფროიდის წვლილი უდიდესია.  მას სწამდა, რომ ადამიანის ქცევა იმართებოდა  ქვეცნობიერი სურვილებით, კერძოდ, მთავარ ძალად ფროიდი ლიბიდოს(სექსუალურ ლტოლვას), სექსუალურ ენერგიას ასახელებდა.  ფროიდი მიიჩნევდა, რომ ქვეცნობიერი სურვილების რეპრესია ხდებოდა ცნობიერში, საზოგადოებაში ჩამოყალიბებული დოგმების და შეხედულებების შესაბამისად.  ფროიდმა შექმნა ფსიქოსექსუალური განვითარების თეორიაც და აღწერა ბავშვთა სექსუალობა. ამას ძალზედ უარყოფით გამოხმაურება მოჰყვა  ვიქტორიანული მორალის მქადაგებლების მიერ.

შეიძლება ითქვას, რომ  ფროიდმა,  ოტტო გროსმა, Wilhelm Reich -მა  1910-1930 წლებისთვის განავითარეს სექსის სოციოლოგია.

Alfred C. Kinsey და  Masters and Johnson –  1940-50-იან წლებში კინსეიმ  გამოაქვეყნა  პუბლიკაციები თანამედროვე ადამიანის სექსუალურ ქცევაზე. მან გამოსცა წიგნები ქალის და მამაკაცის სექსუალურ ქცევაზე Sexual behaviour in the Human Male, behaviour in the Human Female.  ამ წიგნებმა აამაღლეს ადამიანების ცნობიერება სექსუალური კუთხით, რაც თავის მხრივ ძლიერი ბიძგი იყო სექსუალური რევოლუციისთვის. კინსთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვით კვლევით ჯგუფს  William H. Masters და Virginia E. Johnson-ისგან დაკომპლექტებულს რომლებიც პიონერები იყვნენ ადამიანის სექსუალური რეაქციის ციკლის შესწავლაში.

1959-66 წლებისთვის ამერიკაში დაიბანა სამი წიგნი „Lady Chatterley’s Lover“, „Tropic of Cancer“ და „Fanny Hill“, იმ მიზეზით, რომ ისინი დეტალიზებული ეროტიული შინაარსისანი იყო.

ანთროპოლოგისტმა- Margaret Mead – 1928 წლისთვის გამოაქვეყნა ეთნოგრაფიული ნამუშევარი, რომელიც ფოკუსირებული იყო, ადამიანის  ფსიქოსექსუალურ განვითარებაზე. ის განიხილავდა კუნძულ სამოაზე მცხოვრებ მოზარდებში დაკვირვების შედეგად მიღებულ თეზისებს და ამბობდა, რომ ახალგაზრდობა არ წარმოადგენდა „შტორმის და სტრესის“ პერიოდს, როგორც ამას ერიკსონი აღნიშნავდა თავის ადამიანის განვითარების ეტაპების  თეორიაში.  მარგარეტი აღნიშნავდა, რომ სექსუალური თავისუფლება  აძლევდათ ბავშვებს ადვილად პრობლემების გარეშე გადასულიყვნენ მოზრდილობის ასაკში.

1960-იანი წლებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სექსუალური ლიტერატურის გამოცემა გავრცელება. ამ დროის ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია:  Helen Gurley Brown-ის  Sex and the Single Girl

1969, Joan Garrity-ის The Way to Become the Sensuous Woman  , David Reuben’s-ის  Everything You Always Wanted to Know About Sex  1972-ში Alex Comfort’ის  The Joy of Sex  1989  Zeig Mal Mehr!-ის Show Me More!,  რომლის წინამორბედი 1975 წელს გამოიცა  „ Show Me!“-ეს წიგნი მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ იყო ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის დაწერილი და საგანმანათლებლო ლიტერატურას წარმოადგენდა მოზარდებისთვის და მათი მშობლებისთვის. ეს წიგნები საკმაოდ დიდ ფასდაკლებებში ჰყვებოდა და მათ დიდი რაოდენობით მკითხველი ჰყავდა, მისი კითხვა სახალხოდაც კი აღარ წარმოადგენდა უხერხულების შემქმნელ მომენტს.  სექსუალური რევოლუციის მსვლელობისას მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდათ ჟურნალებს  Playboy  და Cosmopolitan-ს.

სექსუალური რევოლუციის დასასრული – 1984-1991 წლებში საგრძნობლად მოიმატა თინეიჯერების სექსუალურმა აქტივობამ, ეს შეეტყოთ განსაკუთრებით გოგონებს, გაიზარდა ორსულობათა რიცხვი თინეიჯერებს შორის. ამ დროისთვის რევოლუცია უკვე ფაქტიურად დამთავრებული იყო. ამ პერიოდს მოჰყვა თინეიჯერებში სქესობრივი აქტის შემცირება, შესაბამისად შემცირდა არასასურველი ორსულობებიც არასრულწლოვნებს შორის.  ეს ტენდენცია ნაწილობრივ დღემდე გრძელდება, თუმცა არასრულწლოვნებს შორის ორსულობები დღესაც მნიშვნელოვანი პრობლემაა მსოფლიოსთვის, მათ შორის თვით განვითარებულ ქვეყნებისთვისაც.

საბოლოოდ თუ შევაფასებთ 1960-იან წლებში დაწყებულ სექსუალურ რევოლუციას, მისი შედეგები დღეს ასე გამოიყენება თითქმის მთელი განვითარებული სამყაროსთვის:

  • სექსუალობა გახდა პოლიტიკური საკითხი და ის მოქმედებდა, როგორც ღერძი, რომლის გარშემოც ახლად შექმნილი სოციალური ორგანიზაციები იწყებდნენ მოძრაობას და ხდებოდნენ ნაწილობრივ მასზე ორიენტირებულნი;
  • შეიცვალა როლების გადანაწილება კაცებსა და ქალებს შორის, ქალებმა მიიღეს მეტი დამოუკიდელობა, როგორც მატერიალური ასევე სოციალური როლის კუთხით საზოგადოებაში. გაიზარდა ქალების ექსპრესია სექსუალურ საკითხებშიც;
  • მიეცათ ნაწილობრივი პოლიტიკური მხარდაჭერა  ჰომოსექსუალებს და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს;
  • გაივლო მკვეთრი საზღვარი ოჯახსა და ინდივიდუალურად ორიენტირებულ სოციუმს  შორის;
  • დაიწყო ადამიანის სექსუალობის სამედიცინო და ლეგალური რეგულაცია;
  • გაიზარდა სექსუალობის კომერციონალიზმი და კომოდიფიკაცია პორნოგრაფიის და სახალხო  მედიის საშუალებით.