G-Spot (ჯი-წერტილი)

გრაფენბერგის წერტილი, რომელსაც ხშირად ჯი-წერტილსაც(G-Spot) უწოდებენ,  არის მცირე უბანი საშოში,  რომელიც განსაკუთრებული ეროგენულობით გამოირჩევა და მრავალი ქალისთვის ძლიერ სექსუალური სიამოვნების წყაროს წარმოადგენს.   

ამ ადგილის სტიმულაცია ზოგ ქალში იწვევს ძლიერ სექსუალურ აღგზნებას, ზოგში ტკივილს, ეაკულაციას ან ორგაზმს.  ჯი-წერტილი , როგორც წესი, მდებარეობს საშოში, შესავლიდან 2,5 -7,6 სმ-ით სიღრმეში,  საშოს კედელსა და შარდსადენს შორის და შეადგენს ქალის პროსტატას ნაწილს.  ჯი-წერტილის არსებობის შესახებ 1940 -წლიდან გახდა ცნობილი. მის გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა. 2009-წელს ჩატარებულმა ბრიტანულმა კვლევამ დაასკვნა, რომ ჯი-წერტილი მხოლოდ სუბიექტური შეგრძნებების და ქალების მიერ შევსებული კითხვარებზე პასუხებზე დაყრდნობით, ანატომიური  საფუზვლის გარეშე არსებობს. თუმცა სხვა მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ულტრაბგერის გამოყენებით შესაძლებელია ჯი-წერტილის ფიზიოლოგიის კვლევა და აღწერა.

სექსოლოგების მოსაზრებით ქალი, რომელსაც არ შეუძლია იპოვნოს საკუთარ ორგანიზმში ჯი-წერტილი შეიძლება მიიჩნევდეს საკუთარ თავს არასრულფასოვნად სექსუალური კუთხით. ასეთ შემთხვევაში ბევრი მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას ჯი-წერტილის მგრძნობელობის გასაზრდელად.

ჯი-წერტილის სახელი დამკვიდრდა 1981 წლიდან გერმანელი გინეკოლოგის ერნესტ გრაფენბერგის შემდგომ. თუმცა 1940-წლის კვლვები არსებობს, რომლებიც დაფუძნებულია შარდსადენის სტიმულაციაზე. იქ არ მოიხსენიება საშოს კედლის სტიმულაცია, უფრო აქცენტირებულია ურეთრის ეროგენულობა, ამიტომ ეს კვლევები შეიძლება  ნაწილობრივ ჩაითვალოს პირველ ცნობებად ჯი-წერტილის შესახებ.

ქალის პროსტატა 2001 წელში ანატომიური  ტერმინოლოგიის ფედერაციულმა კომიტეტმა შემოიღო ტერმინი ქალის პროსტატა. იგი მდებარეობს შარდსადენის კედელზე ჯი-წერტილთან ასოცირებულ ტერიტორიაზე და მოიცავს  SCEN-ის ჯირკვალს. ამ ჯირკვალში ინახა პროსტატოსპეციფიური ანტიგენი და ამით დამტკიცდა მისი სახელწოდება. ქალის პროსტატის არსებობა ხსნის ჯი-წერტილის არსებობასაც, მისგან გამოწვეულ ძლიერ სექსუალურ სიამოვნებასაც, ორგაზმსაც და ქალის ეაკულაციასაც.  იყო მოსაზრება, რომ ქალის ეაკულაციის დროს ხდებოდა შარდის გადმოღვრა, თუმცა SCEN -ის ჯირკვლის არსებობის და შესწავლის შედოგად მიჩნეულია, რომ ის გამოყოფს ცხიმოვან  სითხეს, სისხლისგან პლაზმის გაფილტვრის შედეგად და სწორედ ეს ლუბრიკანტი იღვრება ეაკულაციის დროს (განსაკუთრებით ჯი-წერტილის სტიმულაციით გამოწვეული ორგაზმის დროს). მრავალი ქალი შეცდომით  ამ ლუბრიკანტის არსებობას შარდს უკავშირებს და ხშირად ორგაზმის შეკავებას ძალით ცდილობენ, რათა შარდვა აიცილონ თავიდან და ეს ფსიქოლოგიურ კომპლექსებს უქმნით სექსუალური აქტივობის დროს.  ქალის პროსტატა შეესაბამება მამაკაცის პროსტატას, რომელიც ანუსიდან  5-სანტიმეტრის მანძილზე მდებარეობს სწორი ნაწლავის ფრონტალურ კედელთან.

შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯი-წერტილი შეადგენს სისტემას, რომელიც შედგება ჯირკვლებისგან და სადინარებისგან, რომელიც მდებარეობს საშოს წინა კედელიდან 1 სანტიმეტრის მიღმა.

სექსუალური სტიმულაცია და ჯი-წერტილი

ჯი-წერტილი მდებარეობს 5-8 სანტიმეტრი ვაგინის სიღრმეში, საშოს წინა კედელზე. ქალების ნაწილისთვის ჯი-წერტილით გამოწვეული ორგაზმი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე კლიტორული ორგაზმი.  ჯი-წერტილს ჭირდება შედარებით  ინტენსიური,  ძლიერი და მუდმივი სტიმულაცია, რადგან იგი 1 სანტიმეტრით სიღრმეში მდებარეობს საშოს კედლის ზედაპირიდან.  ჩვეულებრივი კოიტუსის დროს, განსაკუთრებით მისიონერული პოზისას, ძნელია ჯი-წერტილის სტიმულაცია, რადგან არ იქმნება შესაბამისი კუთხით ზეწოლა ამ ადგილზე.  მიჩნეულია, რომ ჯი-წერტილის საუკეთესო სტიმულაცია შესაძლებელია ორმაგი სტიმულაციის დროს, სტიმულაცია ხელით და კოიტუსი.

მეთოდოლოგია ორი ძირითადი მეთოდი გამოიყენება ჯი-წერტილის მდებარეობის დასადგენად:

  • ქალი ახდენს თვითსტიმულაციას და სიამოვნების და აღგზნების დონეს საზღვრავს სტიმულაციის დროს;
  •  ჯი-წერტილით გამოწვეული ორგაზმი იწვევს ქალის ეაკულაციას (უმრავლეს შემთხვევაში).

გარდა ამისა, გამოიყენება ულტრაბგერა  ჯი -წერტილის ტერიტორიაზე ფიზიოლოგიური ცვლილებების შესწავლისთვის.