ჰომოსექსუალობა და საზოგადოება

ჰომოსექსუალიობა- სექსუალური და/ან რომანტიული ურთიერთობა  ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის.  აგრეთვე გამოხატავს სექსუალურ ორიენტაციას, სადაც ინდივიდის ინტიმური სურვილები, ფიქრები, ემოციები უკავშირდება მსგავს სქესს.

ჰომოსექსუალობის მიმართ დამოკიდებულება  თითქმის ყველგან განსხვავებულია, გეოგრაფიული მდებარეობების, განვითარების, რელიგიური მრწამსის და ქვეყანაში არსებული ტრადიციების შესაბამისად.

საქართველოში ზოგი ტოლერანტულია  ჰომოსექსუალობის მიმართ, ზოგი გმობს მას, ზოგისთვის მისაღებია,  ზოგსაც მარტივად,  გინებითი დამოკიდებულება გააჩნია, როცა ჰომოსექსუალიზმის შესახებაა საუბარი (ეს ხშირად დაცვითი მექანიზმია, რათა თავისს ქვეცნობიერ ჰომოსექსუალურ  მიდრეკილებას ფარდა ჩამოაფარონ).

ჰომოსექსუალობის მიმართ დამოკიდებულება მსოფლიოს ხალხებს შორისაც არაერთგვაროვანია. აფრიკის და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების მოსახლეობისთვის ძირითადად მისაღებია ჰომოსექსუალობის არსებობა, დასავლეთ ევროპისთვის ქვეყნების მოსახლეობისთვის უმრავლესობის აზრითაც ჰომოსექსუალობა მიღებულ უნდა იქნას საზოგადოების მიერ.  რუსეთში, პოლონეთში, უკრაინაში, ძირითადად, უარყოფითი დამოკიდებულებაა ამ ორიენტაციის მიმართ.  აზიის სამხრეთ ქვეყნებში ჰომოსექსუალიზმი ილეგალური მოვლენაა და ზოგ ქვეყანაში სიკვდილითაც ისჯება გეი-ს სტატუსი. რაც შეეხება ჩინეთს და იაპონიას, ამ ქვეყნებში მოსახლეობის აზრი გაყოფილია. ჩინეთში დაახლოებით 48% ანუ უმრავლესობისთვის მისაღებია ჰომოსექსუალობა , 30% გმობს მას,  დანარჩენი ინდიფერენტულია ამ მოვლენის მიმართ.   დაახლოებით იგივე მდგომარეობაა იაპონიაშიც სადაც ჰომოსექსუალობის საწინააღმდეგო კანონი არ არსებობს (შესაბამისად დაშვებულია) და გარკვეული მუხლებიც კი არსებობს, რომელიც იცავს ასეთი ადამიანების უფლებებს.  ამერიკაში მოსახლეობის უმეტესობა თვლის რომ ჰომოსექსუალიზმი მისაღებია 51% , ხოლო 42% -სთვის მიუღებელი. ლათინო-ამერიკულ ქვეყნებში იზრდება ჰომოსექსუალთა რაოდენობა, თუმცა ისეთი ტრადიციული ქვეყნებისთვის, როგორიცაა მექსიკა და ბრაზილია, განსხვავებული ორიენტაცია მკვეთრად მიუღებელი და ტაბუდადებულია .

კაცობრიობის განვითარებაში, ჰომოსექსუალებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს, მეცნიერების თითქმის ყველა დარგში და ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში.

ჰომოსექსუალ ადამიანებს ბევრი საინტერესო გამონათქვამი აქვთ:

ოსკარ უაილდი -„იყავი ის რაც ხარ,  რადგან სხვა ყველა უკვე დაკავებულია“; „ძალიან ძნელია იცხოვრო, რადგან უმრავლესობა ადამიანების უბრალოდ არსებობს… სულ ეს არის…”; „ყველა წმინდანს აქვს წარსული, ყველა ცოდვილს-მომავალი“; „ცინიკოსია ადამიანი, რომელმაც იცის ყველაფრის ფასი, მაგრამ არაფერს აფასებს”; „მე შემიძლია უარი ვუთხრა ყველაფერს, ცდუნების გარდა”.

ჯეინ ადამსი – „გენიალური, ხდება მუდმივი“.

ალექსანდრე (დიდი)  მაკედონელი – „ახლა სამარე ეყოფა მას, ვისაც მთელი სამყარო არ ყოფნიდა“; „მე არ მეშინია, ლომების თუ მათ ცხვარი მეთაურობს, მე მეშინია ცხვრების თუ ლომი უდგათ სათავეში“; „შეუძლებელი არაფერია მისთვის, ვინც ცდილობს და  იბრძვის“; „ცა ვერ აიტანს ორ მზეს, ისე როგორც დედამიწა -ორ მმართველს“.

ლეონარდო და ვინჩი – „უფრო ადვილის შეჩერდე დასაწყისში, ვიდრე დასასრულს“; „დრო ყოველთვის ყოფნის მას , ვინც იყენებს“; „ბუნება არასდროს არღვევს საკუთარ კანონებს“; „ჩვენი სიცოცხლე, სხვების სიკვდილით იქმნება“.

პეტრე ჩაიკოვსკი – „მუსიკა, ეყოფა მთელ სიცოცხლეს, მაგრამ სიცოცხლე ვერ ეყოფა მუსიკას“.

სოკრატე – „თუ გინდა რომ გადანაცვლდეს სამყაროში რამე”; „მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი“;  “გადადგი  ნაბიჯი თავად“.