მენსტრუალური ციკლი

მენსტრუალური ციკლი სამედიცინო ტერმინია და გამოხატავს ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, რომელიც მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში,  ენდოკრინული სისტემის კონტროლით  და აუცილებელია რეპროდუქციისთვის (გამრავლებისთვის).

მენსტრუალური ციკლი იყოფა სამ ფაზად. ფოლიკულური ფაზა, ოვულაცია, ლუთეალური ფაზა.  მეცნიერთა ნაწილი კი გამოყოფს:  მენსტრუაცია, პროლიფერაციული ფაზა და სეკრეტორული ფაზა.  მენსტრუალური ციკლის ათვლა იწყება მენსტრუალური სისხლდენის (მენსტრუაცია)  დაწყების პირველი დღიდან.  ციკლში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ქალური ჰორმონები, ესტროგენები და პროგესტერონი.  მენსტრუაციის (სისხლდენა საშოდან) დაწყების შემდეგ, ორგანიზმში საფეხურეობრივად თანდათან იმატებს ესტროგენების კონცენტრაცია და რამოდენიმე დღეში სისხლდენა წყდება. საშვილოსნოს ლორწოვანი შრე სქესლდება, ჰორმონების გავლენით  საკვერცხეში მწიფდება ფოლიკულები, რამოდენიმე დღეში იკვეთება ერთი დომინანტი ფოლიკული, იშვიათ შემთხვევაში ორი (არადომინანტი ფოლიკულები განიცდიან ატროფიას და იღუპებიან).  მას შემდეგ რაც მომწიფდება ფოლიკული, სისხლში იმატებს მალუთეიზებელი ჰორმონის რაოდენობა. ამ ჰორმონის გავლენით, მომწიფებული კვერცხუჯრედი არღვევს საკვერცხის გარსს და ხდება მისი გამოსვლა(ოვულუცია) .  გამოთავისუფლების შემდეგ კვერცხუჯრედი დაახლოებით 24-საათი ცოცხლობს, ამ პერიოდის განმავლობაში მის გადასარჩენად აუცილებელია, განაყოფიერება სპერმატოზოიდით. მომწიფებული ფოლიკული რჩება საკვერცხეში, საკვერცხიდან გამოთავისუფლდება მხოლოდ კვერცხუჯრედი. შემდგომში აღნიშნული ფოლიკულისგან იქმნება ყვითელი სხეული, რომელსაც მძლავრი ენდოკრინული ფუნქცია აქვს და გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით პროგესტერონს, და მცირე რაოდენობით ესტროგენებს.

ოვულაციის შემდეგ ციკლი ახალ ეტაპზე გადადის, სისხლში იმატებს ჰორმონ პროგესტერონის დონე. პროგესტერონი მოქმედებს საშვილოსნოს შიგნითა შრეზე, ენდომეტრიუმზე და ამზადებს მას ემბრიონის იმპლანტაციისთვის (ემბრიონის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრება). თუ იმპლანტაცია არ მოხდა დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ყვითელი სხეული ინვოლუციას (უკუგანვითარება) განიცდის. ამის გამო მკვეთრად ეცემა სისხლში პროგესტერონის და ესტროგენების დონე და  თხელდება საშვილოსნოს ენდომეტრიუმი, ხდება მისი “ჩამოფცქვნა”  იწყება სისხლდენა (მენსტრუაცია).

ქალების პირველ მენსტრუაციას ჰქვია  მენარქე, რომელიც ძირითადად გვხვდება 12-წლის ასაკისთვის.  ქალის რეპროდუქციული პერიოდის დასასრულს კი ჰქვია მენოპაუზა (45-55 წლის ასაკისთვის).

მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია ყველა ქალისთვის და საკმაოდ ვარიაბელური.   საშუალოდ გრძელდება 21-35 დღე იმ შეთხვევაში,  როცა ციკლი რეგულარულია. რეგულარული კი არის მაშინ, როდესაც ყველაზე გრძელ და ყველაზე მოკლე მენსტრუალურ  ციკლებს შორის სხვაობა 8 დღეს არ აღემატება.  თუ სხვაობა 8-21 დღეების დიაპაზონშია,  საშუალოდ არარეგულარული ციკლია, ხოლო თუ სხვაობა აღემატება 21-დღეს ასეთი ციკლი განიხილება მკვეთრად არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლად. მენსტრუაცია უფრო დეტალურად შეგვიძლია დავყოთ შემდეგ ფაზებად: მენსტრუაცია, პროლიფერაციული ფაზა, ოვულაცია, ლუთეალური ფაზა,  იშემიის ფაზა,  ფოლიკულური ფაზა..

ფაზის დასახელება დაწყების დღეგანხილულია 28 დღიანი ციკლისთვის დამთავრების დღე
მენსტრუალური ფაზა(მენსტრუაცია) 1 4
პროლიფერაციული ფაზა 5 13
ოვულაცია 13 16
ლუთეალური ფაზა(სეკრეტორული ფაზა) 16 28
იშემიის ფაზა 27 28
ფოლიკულური ფაზა 1 13

მენსტრუაციული ციკლის ყველაზე გავრცელებული ხანგრძლივობა არის 28 დღე.

ციკლის რეგულარულობაზე მოქმედებს ქალის ასაკიც, 25-წლამდე ქალებში ყველაზე ხშირად გვხვდება ვარიაბელური ხანგრძლივობის მენსტრუალური ციკლი, ხოლო ყველაზე სტაბილურია  35-39 წლის ასაკისთვის.

ფერტილობის ფანჯარა პერიოდია, რომლის განამავლობაშიც მაღალია ალბათობა ქალის დაორსულების(სექსუალური აქტის შედეგად). ფერტილობის ფანჯარად მიიჩნევა ოვულაციამდე 5-დღიდან, ოვოლუციის შემდგომ 1-2 დღის  ინტერვალი.  28-დღიანი ციკლის შემთხვევაში ოვულაციის პერიოდი ემთხვევა 14-დღეს, ანუ მენსტრუაციის მოსვლიდან მესამე კვირის დაწყებას.  ფერტილობის ფანჯრის გამოსავლენად იყენებენ სხვადასხვა გზებს, როგორიცაა ბაზალური ტემპერატურის გაზომვა(ოვულაციის შემდეგ იმატებს), შარდის ანალიზი (მალუთეიზებელი ჰორმონის ამოსაცნობად, რომელიც ოვოლუციამდე 24-36 სთ-ით ადრე იმატებს).

და აქვე ერთი საინტერესო ფაქტი : ) ფერტილობის ფანჯრის მოახლოებას, ძუძუმწოვრების განსაკუთრებული ქცევით გამოხატავენ და ცდილობენ მიიზიდონ მამრები ამ ქცევით.  ცხოველების ასეთ ქცევას  ახურებას (oestrus or heat) უწოდებენ. : )

ადამიანის შემთხვევაში შეიძლება არ იყოს გამოხატული ეს ქცევა თუმცა ქალი ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს ფერომენებს, რომლითაც ცდილობს საპირისპირო სქესის მიზიდვას : )