პრობლემები სექსში მშობიარობის შემდეგ

მშობიარობის შემდგომ სექსუალური ცხოვრების განახლება ქალისთვის არ არის ადვილი. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ შვილის გაჩენის შემდეგ ქალს გაცილებით მეტად სიამოვნებს სექსი.

ზოგადად მედიცინა ქალს მშობიარობიდან 5-6 კვირის შემდეგ რთავს ნებას იყოს სექსუალურად აქტიური, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, ქალის ორგანიზმი არის მზად ამ პერიოდისათვის ვაგინალური სექსთვის თუ არა?! ხშირად სასქესო ორგანოების ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას 3-6 თვე სჭირდება, თუმცა უხშირესად სქესობრივ პარტნიორთან სიახლოვისთვის თავის არიდება გამოწვეულია შიშით.

როცა სექსუალური პარნიორები გადაწყვეტენ მშობიარობის შემგენ ქონდეთ სექსი, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას რამდენიმე ფაქტორი:

ტკივილი საშოში – მშობიარობას ხშირად ახლავს ჩახევები საშოში (ან განაკვეთს თვითონ მეანი აკეთებს ნაყოფისა და დედის ნაკლები ტრავმატიზაციისათვის), რომელთა შეხორცებაც გარკვეულ დროს საჭიროებს. მიუხედავად მათი შეხორცებისა, ქალს მაინც აქვს საშოში სივიწროვის და დაჭიმულობის შეგრძნება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად თავად ქალმა, ან მისმა პარტნიორმა კარგად დასველებული (სასურველია გამოიყენონ ზეთოვანი სითხეები) თითებით ნაზად უნდა მოეფერონ და გაჭიმონ საშოს კედლები. პარალელურად მათ შეუძლიათ ჰქონდეთ ორალური სექსი და როცა ქალს საშოში დისკომფორტი შეუმცირდება, შესაძლებელი ხდება ვაგინალური სექსი. თუკი მშობიარობის შემდგომ საშოში დისკომფორტი და ტკივილი 6 თვეზე მეტხანს გრძელდება, აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია.

საშოს სიმშრალე – მშობირობის შემდეგ ესტროგენის დონე მკვეთრად ეცემა, ამიტომაც საშოში სიმშრალე ქალების პრობლემაა ასეთ პერიოდში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა. მედიკოსები ამ დროს ლუბრიკანტების (ზეთოვანი საცხების) გამოყენებას ურჩევენ წყვილს. თუ ეს მეთოდის არ იქნება საკმარისის, სასურველია გინეკოლოგის კონსულტაცია, რათა დაინიშნოს ესტროგენების შემცველი ადგილობრივი გამოყენების კრემები, რომლებიც უშუალოდ საშოს კედლების მიერ შეიწოვება. მსგავსი კრემები ასტიმულირებენ აგზნების დროს საშოს კედლების მიერ ლორწოს პროდუქციას და, ამავე დროს, არ ახდენენ გავლენას ლაქტაციაზე (ძუძუთი კვებაზე). დაახლოებით, იგივე ეფექტი აქვს სექსის წინ თბილი აბაზანის მიღებასა და სექსისწინარე ალერსს.

„ფანტანი“ სარძევე ჯირკვლიდან – ბავშვის ჯანმრთელობისათვის პირველი 6 თვის განმავლობაში (იმუნიტეტის ფორმირებამდე) საჭიროა ძუძუთი კვება, რაც ქალისა და მამაკაცის სექსუალურ ცხოვრებაში ხშირად ხდება უსიამოვნებების მიზეზი, ვინაიდან მამაკაცების უმრავლესობას დიდად არ ხიბლავს სექსის დროს ქალის სარძევე ჯირკვლის დვრილებიდან გადმოსული რძე (გამონაკლისები არსებობს, რა თქმა უნდა). სექსოლოგების რჩევაა ასეთ დროს ქალმა შეიძინოს სექსუალური ბიუსტჰალტლერი (ჩაიფინოს შიგნით საფენები რძის გამოჟონვის თავიდან ასაცილებლად) და სექსის განმავლობაში არ გაიხადოს იგი.

წონა და დისკომფორტი – ქალებს მშობიარობის შემდეგ დისკომფორტს უქმნით ზედმეტი წონა და მიაჩნიათ, რომ ასეთ ფორმაში პარტნიორი მამაკაცისათვის არ არიან სასურველები, რაც მათ თვითშეფესებაზე მოქმედებს უარყოფითად. აუცილებელია ფორმის აღდგენა, რისთვისაც საჭირო ხდება  რაიმე სახის დიეტის დაცვა (მაგ, კალორიების დიეტა, რომელიც არ გულისხმობს რაიმე სახის საკვების შეზღუდვას და, შესაბამისად, არც ქალის ორგანიზმისთვის არის მავნე და არც რძის სარგებლიანობას ამცირებს). გარდა ამისა, ქალმა უნდა გაუკეთოს საკუთარ თავს პატარა საჩუქრები (მაგ, სექსუალური საცვლები იყიდოს, წავიდეს სილამაზის სალონში, გაიკეთოს ახალი ვარცხნილობა და ა.შ.), რითიც თავს უკეთ იგრძნობს. ყოველივე ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მამაკაცს „მოენატრა“ სექსი და ამ ეტაპზე მას პარტნიორი ქალის ზედმეტი წონა ძალიან სულაც არ შეაწუხებს.

სექსი და კვლავ დაორსულება – ქალების დიდი ნაწილი თვლის რომ (ან გადმოცემით იცის), რომ ლაქტაციის პერიოდში გამორიცხულია დაორსულება. ეს მიდგომა არ არის მართებული, ვინაიდან ლაქტაციის დროს ორგანიზმში მიდინარე ცვლილებები მხოლოდ ასუსტებენ ჩასახვისუნარაიანობას. ამიტომაც რეკომენდებულია, კონტრაცეპტივების გამოყენება ინექციის ან ორალური ტაბლეტების სახით (კონტრაცეპტივები უნდა შეიცავდნენ მხოლოდ პროგესტერონს, რათა არ დაშრეს რძე). გარდა ამისა, შესაძლებელია კონტრაცეფციის მექანიუკური, ქიმიური, ან ქირურგიული მეთიოდების გამოყენება.