პრეზერვატივი

პრეზერვატივი ანუ კონდომი, როგორც კონტრაცეფციის მეთოდი, ფართოდაა გავრცელებული. კონტრაცეფციის გარდა პრეზერვატივის დანიშნულება სექსობრივი გზით გადამდები დაავადების პრევენციაცაა.

მეცნიერულად დამტკიცდა, რომ პრეზერვატივი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში გამოიყენებოდა. ქაიროს ეროვნულ მუზეუმში დღემდე ინახება ტყავის პატარა ტომსიკები, რომლებიც პირველ პრეზერვატივს წარმოადგენდა და მისი მფლობელი ფარაონი ტუტანჰამონი იყო.

ძველად მას ამზადებდნენ სელისაგან, შინაური ცხოველების ნაწლავებისგან, ტყავიგან (ეს პრეზერვატივები მრავალჯერადი ხმარებისთვის იყო გათვალისწინებული). რეზინის აღმოჩენამ პრეზერვატივების წარმოებამ მასიური ხასიათი მიიღო. დღეს მათ ამზადებენ რეზინის, ლატექსის, პილიურეთანისა და ვინილისაგან.

პრეზერვატივის როლო სქესობრივი გზით გადამდები დაავადების პრევენციაში გაიზარდა XV საუკუნეში, როცა კოლუმბის ეკიპაჟმა კუნძულ ჰაიტიდან სამშობლოში „ჩამოიტანა“ სიფილისი.

ყველაზე გავრცელებული ლატექსის პრეზერვატივია, მაგრამ ალერგიულ პირებში არ არის მისი გამოყენება რეკომენდებული, ვინაიდან ლატექსი საკმაოდ ძლეირი ალერგენია. ასეთ დროს ალტერნატივა პოლიურეთანის პრეზარვატივია.

ჩვეულებრივ, პრეზევატივი დაფარულია სპერმიციდული საცხით. ეს, თავის მხრივ, არასასურველ ორსულობის თავიდან აცილების გზაცაა, ვინაიდან სპერმიციდული საცხი მოძრაობის უნარს უკარგავს, ან კლავს სპერმატოზოიდებს. ასეთი პრეზერვატივის გამოყენებისას არ შეიძლება რაიმე სახის მაზის, ან კრემის ხმარება სასქესო ასოს საშოში შეყვანის გასაადვილებლად.

ბევრი ადამიანი თვლის, რომ პრეზერვატივს ზომები არა აქვს ზომები, სინამდვილეში კი ზომების შერჩევა მეტად მნიშვნელოვანია. გარდა ზომებში სხვაობისა პრეზერვატივი არსებობს სხვადასხვა ფერის, ფორმისა და სურნელის, გლუვი და ხაოიანი ზედაპირით (დამატებითი სიამოვნებისათვის).

შედარებით ხარისხიანია Contex, Durex, Sico, Lifestyle, Vizit-ის მარკის კონდომები.

არსებობს პრეზერვატივის სახეობა კონდომეტრიკი (Condometric), რომელიც ნატურალური ლატექსისაა და ესპანელებმა შექმნეს. იგი ორმაგ ფუნქციას ასრულებს, კონტრაცეფციის საშუალებაა და აგრეთვე ზომავს პენისის ზომას. კონდომეტრიკი დაშტრიხულია 25 სმ-ზე (დიამეტრი – 37 მმ, სიგრძე 25სმ, მოცულობა – 6,05 მმ).

1990 წელს გამოგონეს ქალის პრეზერვატივი. იგი მზადდება მაღალხარისხოვანი პოლიურეთანისაგან. ქალის კონდომი წარმოადგენს გრძელ ცალმხრივ დახურულ მილს, რომელსაც ორივე ბოლოში აქვს მყარი რგოლები. მცირე დიამეტრის რგოლის მხრიდან იგი იგდმება საშოში, თითქმის საშვილოსნოს ყელამდე, მეორე რგოლო რჩება გარეთ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქალის პრეზერვატივის საშოში დატოვება შესაძლებელია 10 საათის განმავლობაში, რასაც ვერ ვიტყვით მამაკაცის კონდომზე.

პრეზერვატივის საიმედოობა კონტრაცეფციის თვალსაზრისით მხოლოდ 92%-ია.

კონდომის უარყოფით თვისებად შეიძლება ჩაითვალოს სასქესო ორგანოების მგრძნობელობის დაქვეითება. ასეთ შემთხვევეაში უნდა გამოიყენონ ძალიან თხელი მასალისგან დამზადებული პრეზერვატივი, თუმცა მისი გახევა მეტად არის მოსალოდნელი.