ინტიმური ჰიგიენა


ჰიგიენური საშუალებები ქალს უქმნის კომფორტს, როგორც მენსტრუაციის, ასევე ყოველდღიურობის პირობებში.

მენსტრუაცია კრიტიკულ დღეებად არის წოდებული და, შესაბამისად, ამ დროს ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აუცილებელია დღეში მინიმუმ 2-ჯერ დაბანა და ქვედა საცვლის გამოცვლა.

დღეს უმარავი ჰიგიენური საფენი არსებობს. ისინი ერთმენეთისგან განსხვავდებიან სისქით (3-დან 12 მმ-მდე), ფორმით, სტრუქტურითა და შემწოვი ქსოვილის ოდენობით. ამავე დროს საფენები არის ფრთებით და ფრთების გარეშე. არსებულ საფენებს შორის შედარებით ხარისხიანია Always, Libresse და Cotex.

ყველა ქალმა იცის, რამდენად ძლიერი სისხლდენა აქვს მენსტრუაციის დროს, აქედან გამომდინარე უნდა შეირჩეს შეწოვის შესაბამისი კოეფიციენტის მქონე საფენი: ნორმალი, სუპერი და სუპერ პლიუსი (ღამის). გარდა ამისა, ზოგიერთი ჰიგიენური საფენის ყუთზე შეწოვის კოეფიციენტი მითითებული წვეთების მიხედვით. თუმცა სხვადასხვა მწარმოებელს კოეფიციენტებიც და მათი დასახელებაც განსხვავებული შესაძლოა ჰქონდეს.

ვინაიდან მენსტრუალური სისხლი ბაქტერიების გამრავლებისათვის იდეალური გარემოა და საშვილოსნოს ყელიც ღიაა ამ პერიოდში, ინფიცირების თავიდან ასარიდებლად სასურველია ქალი არ დაელოდოს საფენის „კიდეებამდე შევსებას“ და ხშრად გამოიცვალოს იგი. რაც შეეხება ამ დროს გამოყენებულ საპონს, იგი აუცილებლად იმტიმური ადგილებისათვის ან ბავშვის უნდა იყოს, რომ არ გააღიზიანოს ლორწოვანი გარსი.

ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ საფენების გამოყენება, ტამპონებისგან განსხვავებით, ხშირად ხდება ნაწლავური მიკროფლორის საშოში მოხვედრის მიზეზი. ამიტომაც დეფეკაციის შემდეგ აუცილებელია საფენის გამოცვლა.

მენსტრუაციის დროს გამოსაყენებელი საფენების გარდა არსებობს ყოველდღიური საფენები, რომლებიც კარგად ისრუტავენ საშოდან გამოყოფილ სეკრეტს. ასეთი საფენები არსებობს სტრინგებისთვისაც და ტანგებისთვისაც.

როგორც აღვნიშნეთ, მენსტრუაციის დროს გამოიყენება საფენები, მაგრამ აბსოლუტური კომფორტის მიღწევა მათი საშუალებით ვერ ხერხდება. არსებობს ალტერნატიული საშუალება და ეს არის ჰიგიენური ტამპონები (საქალწულე აპკის მთლიანობის შემთხვევაში არ გამოიყენება!). ტამპონები ძალიან მარტივი და საიმედო გამოსაყენებელია, თუმცა მის ხმარებასაც ახლავს გარკვეული უარყოფითი დეტალები. მენსტრუალური სისხლი იდეალური საკვებია ბაქტერიებისათვის, ამიტომ ტამპონის საშოში გაჩერება 3-4 შემდეგ არ არის რეკომენდებული. გარდა ამისა, საშოში უცხო სხეულის შეტანა შესაძოა გახდეს ლორწოვანის გაღიზიანებისა და ანეთებითი რეაქციის მიზეზი.

ტამპონების შერჩევაც ისევე ხდება, როგორც საფენების. თუმცა საწყის ეტაპზე ჯობია ყველა ქალმა გამოიყენოს ნორმალი და თუ იგი 3 საათის განმავლობაში მთლიანად იჟღინთება, ქალმა უნდა შეცვალოს იგი სუპერით.

მცდარია შეხედულება, რომ ტამპონი შესაძლოა „გაიჭედოს“ საშოში. მისი გამოსაწევი თოკი ტამპონის მთელ სიგრძეზეა დამაგრებული და 5 კგ-მდე სიმძიმეს უძლებს, ამიტომაც არ გაიხევა.