სექს-შოპი


სექს-შოპი (ინგლ.Sex shop – მაღაზია სექსისთვის) – მაღაზია, რომელიცი ახორციელებს ინტიმური დანიშნულების საგნებით ვაჭრობას. აღნიშნული საგნები ამრავალფეროვნებენ სექსუალურ ცხოვრებას, ან გამოიყენებიან მასტურბაციისათვის. სექს-შოპში შესაძლებელია პრეზერვატივების, ლუბრიკანტების, ეროტიული შინაარსის წიგნებისა და ეროტიული ფილმების შეძენა.

ხშირად მსგავსი მაღაზიები მოიხსენიება: „ინტიმ-მაღაზია“, „მაღაზია ზრდასრულთათვის“, ან უბრალოდ „სექს-შოპი“.

პირველი სექს-შოპი გაისხნა ქალაქ ფლენსბურგში (გერმანია) 1962 წელს. მისი მფლობელი ქალი იყო –  ბეტი როტერმუნდი.

პირველი მუსულმანური სექს-შოპი გაიხსნა 2010 წელს 33 წლის ჰადიჯეი მუჰამედის მიერ. თავდაპირველად ამ ქალმა შექმნა ინტერნეტ სექს-შოპი, რომელსაც პირველივე დღეს 70 000 ვიზიტორი ჰყავდა.

სხვადასხვა სექს-შოპი განსხვავებულ საქონელს სთავაზობს მომხმარებელს. ზოგადად კი ასეთ მაღაზიაში შესაძლებელია შემდეგი ნივთების შეძენა: „ცოცხალი“ სექს თოჯინა, ვიბრატორი, ფალოიმიტატორი, ანალური სტიმულატორი, ვაკუუმ-პომპები, პენისის დასაგრძელებელი, ვაგინალური ბურთები, ვაგინები, გასაბერი თოჯინები, სექს-მანქანები, სადო-მაზო ნივთები, აღმგზნები პრეპარატები, მასაჟის ზეთები და კოსმეტიკა, ლუბრიკანტები, სუნამოები ფერომონებით, კოლჰოტები, საცვლები, საცვების კომპლექსი, პენუარები, ბადე-კომბინიზონი, ბოდი-კორსეტები, ტყავი-ვინილი-ლატექსის ტანსაცმელი, საკარნავალე-სათამაშო კოსტიუმები, კაბები კლუბისთვის, ფეხსაცმელები, პრეზერვატივები და ა.შ.