ჰიმენოპლასტიკა – საქალწულე აპკის აღდგენა

ჰიმენოპლასტიკა საქალწულე აპკის აღდგენაა ქირურგიული მეთოდით. მისი ორი მეთოდი არსებობს: ხანმოკლე და ხანგრძლივი.

ხანმოკლე ჰიმენოპლატიკა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა შედეგი საჭიროა უახლოესი 7-10 დღის განმავლობაში. ასეთ დროს უბრალოდ საქალწულე აპკის ნარჩენები მიეკერება ერთმანეთს, გარკვეულ პერიოდში ნაკერი გაიწოვება და აპკის ნარჩენები უბრუნდება საწყის მდგომარეობას. ოპერაცია ტარდება როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი გაუტკივარებით. სრულყოფილი შეხორცება, როგორც წესი, არ ხდება, ამიტომ ეფეტქი ხანმოკლეა.

ხანგრძლივი ჰიმენოპლასტიკა ხდება საშოს შესავალში არსებული ქსოვილების ხარჯზე. ეს ოპერაცია გაცილებით უფრო რთულია, მაგრამ საქალწულე აპკის სრულყოფილ და ხანგრძლივ აღდგენას გულისხმობს. ძირითადად, ტარდება ნარკოზის ქვეშ.

ოპერაციის ერთადერთ ჩვენებას წარმოადგენს თავად პაციენტის სურვილი. უკუჩვენება საერთო ანესთეზიის დროს არის სხვადასხვა ორგანოების მძიმე დაავადება, სისხლის შედედების პრობლემები, ფსიქიკური დარღვევები.

ოპერაციის წინ აუცილებელია სისხლის ანალიზი შიდსის, В და С ჰეპატიტის, სიფილისის არსებობაზე და გინეკოლოგიური ნაცხის ანალიზი მიკროფლორის დასადგენად. დამატებითი გამოკვლევებია კოაგულოგრამა (სისხლის შედედების უნარის დადგენა), სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი, ელექტროკარდიოგრამა.

ჰიმენოპლასტიკა უნდა ჩატარდეს მოსალოდნელ მენსტრუაციამდე არაუგვიანეს 4-5 დღისა. ოპერაციის შემდგომ, გამოყენებული ანსთეზიის ტიპის და მიხედვით, პაციენტის საავადმყოფოში ატარებს 1-3 დღემდე.

ოპერაციის შემდგომ რეკომენდებულია თხევადი საკვების მიღება, რათა გადავადდეს რამდენიმე დღე-ღამით. ყოველდღიურად ტარდება გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენური გაწმენდა ანტისეპტიკური საშუალებებით. ფიზიკურ დატვირთვა გამორიცხული უნდა იქნას.