Emergency კონტრაცეფცია

Emergency კონტრაცეფცია კონტრაცეფციის სახეა, რომელსაც ქალი იყენებს დაუცველი სქესობრივი კონტაქტიდან რამდენიმე დღე, დაორსულების თავიდან აცილების მიზნით. ამ ტიპის კონტრაცეპტივები რეგულარული ხმარებისთვის არ გამოიყენება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომედაციით Emergency კონტრაცეფციისათვის გამოიყენება 1,5 მგ ლევონოგესტრელის ერთჯერადი მიღება. კონტრაცეპტივის ეს დოზა შედის აფთიაქებში გაყიდულ Emergency კონტაცეპტივებში. ეს დოზა შეიძლება იყოს ერთი, ან ორ აბად გაყოფილი.

Emergency კონტრაცეფციის პრეპარატები შეიცავენ ლევონოგესტრელს, რომელიც ხელს უშლის ოვულაციას (საკვერცხის ფოლიკულიდან კვერცუჯრედის გადმოსვლა). თუმცა ეს პრერაპატები ოვულაციის შემდეგ მიღებისას არ მოქმედებენ საშვილოსნოს ლორწოვან გარსსა და პროგესტერონის დონეზე. ანუ Emergency კონტრაცეპტივები არ არიან ეფექტურები ოვულაციის შემდეგ და განაყოფიერების შემდეგ არ ხდებიან სპონტანური აბორტის მიზეზი.

Emergency კონტრაცეფციის გამოყენების ჩვენებები:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტი და დაორსულების საფრთხე;
  • უვარგისი კონტრაცეპტივის, ან კონტრაცეპტივის არასწორად გამოყენება, მაგ: პრეზერვატივის გახევა, კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივის ერთი ან რამდენიმე გამორჩენილი აბი, სექსიდან სამი საათის შემდეგ მხოლოდ პროგესტერონის შემცველი აბის მიღება და ა.შ.
  • სქესობრივი ძალადობის შემთხვევა.

ლევონოგესტრელის მიღება დაუცველის სქესობრივი აქტიდან 120 საათის განმავლობაში დაორსულების რისკს ამცირებს 60-90%. რაც უფრო ადრე გამოიყენებენ მას, მით მეტია მისი ეფექტურობა (იდეალურ ვარიანტში სექსიდან პირველი 72 საათი).

Emergency კონტრაცეპტივები მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისაა და მათი რეგულარულად მიღება ოჯახის დაგეგმვის მიზნით არ შეიძლება. ასეთი აბების ყოველდღიურად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

Emergency კონტრაცეპტივების ხშირი გამოყენება იწვევს გულისრევასა და ღებინებას, რაც ამცირებს პრეპარატის ეფექტურობას. ამიტომაც დაცული უნდა იქნას შემდეგი წესები:

1)       თუ ღებინება აღინიშნა პრეპარეტის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში, აუცილებელია სასწრაფოდ მეორე აბის მიღება;

2)       მეორე აბის დაკარგვა ღებინებით უნდა აღიკვეთოს ღებინებისსაწინააღმდეგო პრეპარატის მიღებით;

3)       თუ ღებინება ძალიან ძლიერია, რეკომენდებულია მეორე დოზის საშოში შეყვანა.

კონტრაცეპტივების დანიშვნა უნდა მოხდეს ექიმის მიერ. ვინაიდან არასწორად მიღებული კონტრაცეპტივი, ერთის მხრივ, ამცირებს დაორსულების თავიდან აცილების შანსს, მეორეს მხრივ კი, საზიანო ხდება ჯანმრთელობისათვის.