ვაგინიზმის მკუნრალობა

ვაგინიზმი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, ამიტომ მედიცინა დიდხანს ამუშავებდა მის დასაძლევად უამრავ პროგრამას. შედეგად შემუშავდა ვარჯიში, რომლებიც ეტაპობრივია და საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა.

ამ ვარჯიშების გაკეთების დროს ქალი აუცილებლად იგძნობს დაძაბულობას, ამიტომ ვარჯიშამდე მან უნდა მიიღოს შხაპი, ან გარკვეული პერიოდი უნდა გაატაროს საწოლში, რათა დაისვენოს. ქალს შეუძლია ვარჯიშები ნებისმიერი ინეტნსივობით აკეთოს, მთავარია, არ მოხდეს მის სხეულში კუნთების დაძაბულობამ. ერთი დავალება უნდა შესრულდეს რამოდენიმეჯერ და შემდგე უნდა მოხდეს სხვა ვარჯიშზე გადასვლა.

1-7 ვარჯიშები უნდა შესრულდეს იმისდა მიუხედავად ქალს ცხოვრების ამ ეტაპზე ჰყავს თუ არა პარტნიორი.

თუ თქვენ გაწუხებთ ვაგინიზმი, მედიცინა გთავაზობთ რამდენიმე ვარჯიშს მის დასაძლევად (საქალწულე აპკის მთლიანობის შემთხვევაში არ აკეთებენ ამ ვარჯშებს!!!):

  1. დაათვალიერეთ  საკუთარი სასქესო ორგანოები პატარა სარკის საშუალებით. გადაწიეთ მცირე სასირცხვო ბაგეები ისე, რომ კარგად დაინახოთ საშოში შესავალი;
  2. ახლა საშოს შესავალს შეახეთ თითის ბალიში;
  3. შემდეგ დაისველეთ თითი ლუბრიკანტით და საშოში შეიყვანეთ მისი წვერი. დატოვეთ თითი საშოში ცოტა ხნით, იმისათვის, რომ მოხდეს უცხო სხეულის შეჩვევა;
  4. ნელ-ნელა შეწიეთ თითი შიგნით, დაახლოებით 2 სმ-ის დონეზე. საშოს კედელს მსუბუქად დააწექით თითით. შემდეგ ძალდატანების გარეშე შეწიეთ თითი ღრმად;
  5. თუ თქვენ გრძნობთ, რომ საშოს კუნთები დაძაბულია, შეჩერდით, შეძლებისდაგვარად შეკუმშეთ საშოს კუნთები და შემდეგ მოადუნეთ. გაიმეორეთ ეს მოქმედება რამდენიმეჯერ და მიხვდებით, რომ თქვენ აკონტროლებთ კუნთების შეკუმშვას. შიში მალე გაგიქრებათ, თუ საშოს შეაჩვევთ უცხო სხეულს;
  6. გაიმეორეთ 4-5 ვარჯიშები რამოდენიმეჯერ და ყოველ ჯერზე თითი შეწიეთ უფრო და უფრო ღრმად, ვიდრე იგი ბოლომდე არ შევა საშოში. დაძაბულობას თუ იგრძნობთ, რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ;
  7. შემდეგი ეტაპი საშოში ორი თითის შეყვანაა. აუცილებელია, თითები დასველებული იყოს ლუბრიკანტში. შეწიეთ თითები ისევე ნელა, როგორც ამას ერთი თითის შემთხვევაში აკეთებდით;
  8. ამ ეტაპზე უკვე საჭიროა სექსუალური პარტნიორი. თუ თქვენ არ გყავთ პარტნიორი, მაშინ უნდა დაძლიოთ სასქესო ასოს საშოში შეყვანის შიში იმდენად, რომ საჭიროების შემთხვევაში სქესობრივი აქტისთვის იყოთ მზად. ამასთან პარტნიორი აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ თქვენს შიშზე, რომელიც დაძლიეთ. მამაკაცი, სავარაუდოდ, დათანხმდება სქესობრივი აქტის ეტეპობრივად ჩატარებას;
  9. თქვენმა პარტნიორმა თქვენს საშოში უნდა შეიტანოს მხოლოდ თითის წვერი, რომელიც ლუბრიკანტში იქნება დასველებული;
  10. სთხოვეთ თქვენს პარტნიორს, რომ თითი შეწიოს უფრო ღრმად. ამ დროს შეკუმშეთ საშოს კუნთები და მოადუნეთ. როცა პარტნიორი ბოლომდე შეიტანს თითს საკმაოდ ღრმად, სთხოვეთ, რომ გააჩეროს იგი უძრავად;
  11. შემდეგ პარტნიორმა თითი უნდა ამოძრაოს გარედან შიგნითა მიმართულებით. ამ დროს ეცადეთ, რომ მოდუნდეთ;
  12. შეეცედეთ, გაიმეოროთ 10-11 დავალება ორი (ლუბრიკანტში დასველებული) თითით;
  13. ახლა უკვე მზად ხართ იქონიოთ სქესობრივი აქტი. შეარჩიეთ პოზა, რომელიც ყველაზე სასურველი იქნება თქვენთვის. უმჯობესია თქვენ იყოთ ზევით, ვინაიდან ასე ადვილია სიტუაციის კონტროლი. ამ დროს ერეგირებულ პენისზე თქვენ დაეშვებით სასურველი სიჩქარით. აუცილებელია, პარტნიორს პენისზე წაუსვათ ლუბრიკანტი;
  14. საწყის ეტაპზე პარტნიორს სთხოვეთ, არ იმოძრაოს, რათა შეეჩვიოთ პენისის არსებობას საშოში. შემდეგ იმოძრავეთ თქვენ და თან გამოიყენეთ ნასწავლი საშოს კუნთების შეკუმშვა-მოდუნება;
  15. ვარჯიშების შემდეგი შესრულების დროს მამაკაცი გადავიდეს ფრიქციებზე (პენისის მოძრაობები). საუკეთესო შემთხვევაში ფრქიციები გაგრძელდება ორგაზმის დადგომამდე.

ვარჯიშები ძალიან ეფექტურია, თუ მათ ყოველდღიურად გააკეთებთ შედეგის მიღებამდე. იშვიათ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ მიაღწევთ წარმატებას, მაშინ მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი ფსიქოთერაპიაა.