ჰერმაფროდიტიზმი

ზოგადად ჰერმაფროდიტიზმი არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმს გააჩნია,  როგორც ქალის, ასევე მამაკაცის სასქესო ორგანოები. ადამიანებში განარჩევენ ცრუ  და ჭეშმარიტ ჰერმაფროდიტიზმს.

ცრუ ჰერმაფროდიტსწიზმი ანუ ფსევდოჰერმაფროდიტიზმი(ინტერსექსუალობა) არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს გააჩნია მეორადი სასქესო ნიშნები ან ისეთი  ფენოტიპი (გარეგნობა) რომელიც განსხვავებულია მისი გონადების(სასქესო ჯირკვლების) სქესისგან.

შეიძლება ადამიანის სასქესო ორგანოებს ქონდეს შუალედური გარეგნობა მაგ. კლიტორი  იმდენად იყოს გადიდებული, რომ ჰგავდეს პენისს.  ზოგჯერ ფსევდოჰერმაფროდიზმის იდენთიფიცირება ვერ ხერხდება სქესობრივი მომწიფების ასაკამდე.  ცრუ ჰერმაფროდიტიზმი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ორი სახით, მამაკაცური ჰერმაფროდიტიზმი, როდესაც ადამიანს გააჩნია სათესლე ჯირკვლები და ქალური ჰერმაფროდიტიზმი, როდესაც ადამიანს გააჩნია საკვერცხეები.  ისეთი შემთხვევები, როდესაც ერთ ორგანიზმში წარმოდგენილია ორივე სასქესო ჯირკვალი მოიხსენიება ჭეშმარიტი ჰერმაფროდიტიზმის სახელით.

ფსევდოჰერმაფროდიტიზმი, ტერმინი შემოღებულ იქნა  ედვინ კლებსის მიერ 1876 წელს. იმის აღსანიშნავად, რომ ასეთ შემთხვევებში დისონანსია სასქესო ჯირკვლების ჰისტოლოგიას და გარეგან სასქესო ორგანოებს შორის.  ფსევდოჰერმაფროდიტიზმის აღსანიშნავად ინტერსექსუალბა გამოიყენა  რიჩარდ გოლდშმიდტმა 1923 წელს.

მამაკაცური ჰერმაფროდიტიზმის მაგალითია ანდროგენების ინსენსიტიურობის სინდრომი, რომლის დროსაც დარღვეულია ანდროგენების რეცეპტორების სინთესი.  აღინიშნება ანდროგენების მიმართ სრული ინსენსიტიურობა, ადამიანი,  რომელიც იბადება სათესლეებით და გენეტიკურად არის მამრობითი სქესის (46 XY), გააჩნია ქალის გარეგნობა, მდედრობითი ძირითადი და მეორადი სასქესო ნიშნები.  ასეთი ადამიანების სქესის იდენტურობაც მდედრობითია, ანუ ისინი თავს ქალად თვლიან. და აქვთ სქესობრივი ურთიერთობა პარტნიორთან როგორც ჩვეულებრივ ქალებს.

ადამიანის სქესი შეიძლება განვსასღვროთ ოთხ დონეზე:

1)      გენეტიკური დონე – გენეტიკურად აქვს XX(მდედრობით) სასქესო ქრომოსომები, თუ  XY(მამრობით) ქრომოსომები

2)      გონადური დონე – სასქესო ჯირკვლები აქვს მამაკაცის, თუ ქალის. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ სათესლეები აქვს თუ საკვერცხეები.

3)      ფენოტიპური დონე – ამაში მოიაზრება ადამიანის გარეგნობა, ანუ ადამიანი გარეთა სასქესო ორგანოებით და მეორადი სასქესო ნიშნებით მამაკაცია თუ ქალი.  მარტივად გარეგნულად ქალს გავას თუ კაცს.

4)      სქესის იდენტურობა – თვითონ ის ადამიანი თავს ქალად აღიქვავს თუ კაცად.

ნორმაში ეს ოთხივე კომპონენტი უნდა იყოს შესაბამისობაში ანუ:

თუ ადამიანი გენეტიკურად ქალია (XX) უნდა განუვითარდეს საკვერცხეები, შემდეგ გარეგნულად უნდა დაემსგავსოს ქალს, განუვითარდეს გარეთა სასქესო ირგანოები(კლიტორი, დიდი და მცირე სასირცხვო ბაგეები,  საშოს კარიბჭე და ა.შ), თმიანობა და ცხიმის გადანაწილება ქალიური ტიპით და ა.შ.   ასეთი ადამიანი თავსაც უნდა აღიქვავდეს ქალად და ჰქონდეს შესაბამისი სქესობრივი აქტივობა.

თუმცა სქესის განვითარება ნებისმიერ დონეზე შეიძლება დაირღვეს და ეს ოთხი კომპონენტი ერთმანეთთან არათავსებადი გახდეს.  ასეთი შემთხვევების შედეგად ყალიბდება ცრუ ჰერმაფროდიტიზმი.   ჰერმაფროდიტიზმის მიზეზები შეიძლება იყოს ემბრიოგენეზში ორი განსხვავებულის სქესის ემბრიონის შერწყმა,  ან გენეტიკური მასალის დუპლიკაცია(გაორმაგება) ეს ის შემთხვევაა, როცა ინდივიდი შეიცავს გაორმაგებული რაოდენობის ქრომოსომებს (XXY, XXXY) მიუხედავად იმისა, რომ ყველა უჯრედში არის Y ქრომოსომა, მათ ნაწილში არ ხდება ამ ქრომოსომის გამოყენება და ადამიანის ყველა ქსოვილი ვითარდება შერეული ტიპით, აქვს როგორც ქალის, ასევე, კაცის მახასიათებლები.  ასეთ შემთხვევებში სქესის განვითარება ირღვევა ოთხივე დონეზე. ასეთი მოზაიციზმით ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ შერეული ტიპით ორივე სქესის სასქესო ორგანოები და ისინი გინანდრომორფების სახელით არიან ცნობილები.

ჭეშმარიტი ჰერმაფროდიტიზმი-  ჭეშმარიტი ჰერმაფროდიტიზმი სამედიცინო მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანში წარმოდგენილია ორივე სქესის სასქესო ჯირკვლები. ანუ ადამიანს გააჩნია, როგორც სათესლეების ქსოვილი ასევე საკვერცხეების ქსოვილი.  შეიძლება ერთ მხარეს  განვითარდეს სათესლე ჯირკვალი და მეორე მხარეს საკვერცხე, ან სასქესო ჯირკვლები ორივე მხარეს წარმოდგენილი იყოს შერეული ქსოვილით, რომელსაც „ოვოტესტის“ უწოდებენ.

იმის შესახებ ცნობები ორივე სახის სასქესო ქსოვილი რეპროდუქციულად ფუნქციონირება  დოკუმენტირებული არ არის.

ჭეშმარიტი ჰერმაფროდიტიზმი გენეტიკურად ძირითადად წარმოდგენილია 47 XXY, 46XX/XY   46XX /47XXY  ჰერმაფროდიტიზმი შესაძლოა წარმოდგენილი იყოს შერეული გონადური დისგენეზიის დროს. მოზაიციზმით 45 X 46 XY

ჭეშმარიტი ჰერმაფროდიტიზმის დროს გარეგანის სასქესო ორგანოები წარმოდგენილია ორივე სქესის, თუმცა მათი განვითარების დონე დაკავშირებულია ორსულობის  8-16 კვირებში ნაყოფში ტესტოსტერონის შემცველობაზე და მისი მოქმედების ხარისხზე.

ჭეშმარიტი ჰერმაფროდიტიზმის მიზეზებია:

  • კვერცხუჯრედის გაყოფა, შემდეგ ამ ორი კვერცხუჯრედის ცალ-ცალკე განაყოფიერება და ადრეულ ემბრიოგენეზში მათი ისევ ერთმანეთთან შეერთება.
  • როდესაც ხდება ორი სპერმატოზოიდით ერთი კვერცხუჯრედის განაყოფიერება და ეს სპერმატოზოიდები სხვადასხვა სასქესო ქრომოსომის მატარებელია.
  • როდესაც ხდება ორი სხვადასხვა სქესის ზიგოტის შერწყმა.
  • SRY  გენების მუტაცია.