გენდერული იდენტობა

ყოველი ადამიანი საკუთარ თავს მიაკუთვნებს რომელიმე სქესს და თავს აღიქვავს ქალად ან კაცად, იშვიათ შემთხვევებში  ორივედ ან არც ერთად.  სწორედ ამ მოვლენას ჰქვია სქესის იდენტურობა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ადამიანის მიერ საკუთარი სქესის სუბიექტური აღქმა და არა მისი ბიოლოგიური სქესი. როგორც წესი, ადამიანები საკუთარი სქესის აღქმას სამი წლისთვის იწყებენ, ისინი თავს გრძნობენ ან გოგოდ ან ბიჭად.  ამ დროისთვის შეძენილი სქესის აღქმა უმრავლეს შემთხვევაში არ იცვლება.  თითქმის ყველა კულტურაში და საზოგადოებაში არსებობს სქესის ორი ძირითადი მიღებული ფორმა: მამრობითი სქესი და მდედრობითი სქესი.  არსებობენ იშვიათი ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს აღიქვამენ არც ქალად და არც კაცად, ისინი თავს არც ერთ სქესს არ მიაკუთვნებენ, ან პირიქით. შესაბამისად, სხვადასხვა მეცნიერები, ანთროპოლოგები და სოციოლოგები განიხილავენ მესამე, მეოთხე და მეხუთე სქესსაც კი.

გარკვეულ შემთხვევებში ბიოლოგიური სქესი არ ემთხვევა სქესის იდენტურობას, ანუ ადამიანი ბიოლოგიურად და ანატომიურად შეიძლება იყოს მამრობითი სქესის, მაგრამ საკუთარ თავს აღიქვავდეს ქალად, ან პირიქით.  ამის  საპასუხოდ ტარდება ჰორმონული თერაპიები და ქირურგიული ოპერაციები რომელთა შედეგადაც ადამიანს შეუძლია სქესი შეიცვალოს.

დღეისთვის პასუხგაუცემელია კითხვები, თუ რატომ ხდება ადამიანების ბიოლოგიურ და სქესობრივ იდენტუობას შორის დისბალანსი და შეუსაბამობა, პასუხგაუცემელია ის კითხვებიც თუ რა მოქმედებს  სქესის იდენტურობის ცვლილებაზე, ეს გენეტიკური ფაქტორებით განპირობებულია, თუ საზოგადოების და იმ სოციუმით, რომელშიც ადამიანი იზრდება და ცხოვრობს.

სქესის იდენტურობის ცნება შემოღებულ იქნა მისთვის, რომ ახსნილიყო ადამინთა სქესის ცვლილების სურვილი, ან ცვლილება (ქირურგიული ოპერაციების შედეგად).

სქესობრივი იდენტურობის ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს, სოციუმს, კულტურასდ, მედიას.  აგრეთვე პრე- და პოსტნატალურ პერიოდებში ჰორმონების გავლენა აღსანიშნავი და ყურადსაღებია.

ადამიანები, რომელთა სქესის იდენტურობა საპირისპიროა მისი ბიოლოგიური სქესისა ტრანსექსუალებად იწოდებიან. თუ უფრო დავაზუსტებთ,  მოვლენის როგორც ტრანსექსუალიზმის „დიაგნოზი“ ისმევა მაშინ, როდესაც პიროვნება დისკომფორტს განიცდის საკუთარი სქესის მიმართ და აქვს საპირისპირო სქესად ყოფნის სურვილი.

საზოგადოდ  ადამიანის სქესს ოთხ დონეზე განსაზღვრავენ: 1) გენეტიკური; 2) გონადური; 3) ფენორიპური; 4)სქესის იდენტურობით განსაზღვრული.

გენეტიკურად ადამიანი შეილძება იყოს მდედრობით XX ქრომოსომის, ან მამრობითი სქესი XY ქრომოსომის მატარებელი.  შემდეგი ეტაპი არის გონადური სქესი, სასქესო ჯირკვლები შეიძლება იყოს მდედრობითი ან მამრობითი. საკვერცხეები ან სათესლეები. მას შემდეგ, რაც ხდება სქესის განსაზღვრა გენეტიკურ და გონადურ დონეზე (ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში), ხდება სქესის განსაზღვრა ფენოტიპურ დონეზე, რაც ნიშნავს  ადამიანის სქესის გარეგნობით  შეფასებას, ანუ ფენოტიპურ სქესზე მსჯელობა შეგვიძლია იმის მიხედვით ადამიანი გარეგნულად ქალს ჰგავს, თუ კაცს.  მეოთხე დონეს კი წარმოადგენს სწორედ სქესის იდენტურობით განსაზღვრული სქესი. როგორც წესი სქესის განსაზღვრის ყველა დონე ერთმანეთის შესაბამისია და ერთმანეთს ემთხვევა, ანუ თუ  ადამიანი გენეტიკურად XY – ია, მას უვითარდება სათესლეები (გონადური დონე), ემსგავსება მამაკაცს პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნებით (ფენოტიპური დონე) და თავს აღიქვავს მამაკაცად (სქესის იდენტურობა), თუმცა ეს ჯაჭვი ნებისმიერ დონეზე შეიძლება დაირღვეს და მეტიც, შეიძლება არც ერთი დონე არ შეესაბამებოდეს ერთმანეთს, თუმცა ასეთი შემთხვევები ძალზედ იშვიათა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბუნებაში არსებობს შუალედური, ინტერსექსუალური მდგომარეობებიც მაგალითად:  გინანდროფი ზებრა სკვინჩა, რომელიც ცენტრალურ ავსტრალიაში  ბინადრობს სიმეტრიულ განაკვეთზე ნახევრად მამრია და ნახევრად მდედრი.

ინტერსექსუალური მოვლენები ადამიანებშიც გვხვდება, რომლის ძირითადი გამოვლინებებია  გენიტალური და/ან გონადური ანომალიები. ასეთ ადამიანებს ანდროგინებსაც უწოდებენ, რომელიც თავის თავში მოიაზრებს მამაკაცის და ქალის ნიშნების კომბინაციას ერთ ადამიანში.

სქესის იდენტურობაში მნიშვნელოვანია ტრანსექსუალობის აღნიშვნაც,  რომლის დროსაც ერთი სქესის ადამიანებს სურთ იყვნენ საპირისპირო სქესისანი და ამისთვის მიმართავენ პლასტიკურ სქესის შეცვლის ქირურგიას და/ან იცვლიან მეორად სასქესო ნიშნებს.

მედიცინაში სქესის იდენტურობის დარღვევები განიხილება მენტალურ აშლილობებში: სქესობრივი იდენტურობის აშლილობები ბავშვობის ასაკში, ტრანსექსუალიზმი და სქესის იდენტურობის აშლილობები.  სქესის იდენტურობის დარღვევების ზოგადი სახელია გენდერული დისფორია, რაც მოიაზრებს ადამიანის გამუდმებული დისკომფორტის განცდას საკუთარი სქესის მიმართ.

სხვადასხვა კულტურებში არსებობს მესამე სქესის ფენომენი, რომლებიც ბუნებრივ სქესად ავთ მიღებული, როგორც მამრობითი ან მდედრობითი სქესი:  Fa’afafine – პოლინეზიაში. ასეთი ადამიანები ბიოლოგიურად მამრები არიან, მაგრამ იქცევიან და აცვიათ მდედრებივით.  სამოაში (ერთ-ერთი პოლინეზიური ერი) – fa’afafine -ების უმრავლესობას არ აქვს რეპროდუქციის უნარი.
Hijra ინდოეთში – ბიოლოგიურად მამრები, მდედრობითი სქესის იდენტურობით. ნეიტრალური სქესის მქონე ადამიანები, არც მამრობითი სქესის წარმომადგენლები და არც მდედრობითი. Hijra-ების ძირითადი საქმიანობა  არის სიმღერა ცეკვა, ზოგჯერ მოსამსახურეობა, მზარეულობა და პროსტიტუცია (მამაკაცებისთვის). ისინი იდეაში შეიძლება დასავლურ სამყაროში ასოცირებული იყოს ტრანსვესტიზმთან.


Xanith-ით მოიხსენიებიან ომანში აღიარებული მესამე სქესის წარმომადგენელი ადამიანები. Xanith-ების ბიოლოგიური სქესიც მამრობითია თუმცა გამოიყურებიან, როგორც მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.