ABC სტრატეგია

Abstinence– აბსტინენცია, be faithful-ერთგულება, use a condom-კონდომის გამოყენება

სტრატეგია შეიქმნა განვითარებადი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით აფრიკის ერებისთვის სადაც აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ინფიცირების შემთხვევები ძალზედ მაღალია. ეს პროგრამა გულისხმობს ქორწინებამდე სექსისგან თავშეკავებას, სექსუალური განათლების დანერგვას, განვითარებას, საფრთხის შემცველი სქესობრივი კავშირებისგან თავშეკავებას  და ინფორმირებას  კონტრაცეფციის შესახებ.

ABC – პროგრამის ძირითადი მიზანია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან აცილება/შემცირება და არასასურველი ორსულობების პრევენცია. ამ მიზნის მისაღწევად კი ძირითად გზებად დასახულია, მოსახლეობის სექსუალური განათლება და მათი  სექსუალური ცხოვრების წესის განსაზღვრა. ამ სტრატეგიის მიხედვით ადამიანებისთვის იდეალური ვარიანტია ქორწინებამდე სექსისგან თავშეკავება, რაც ხელს უწყობს ხანგრძლივი სექსუალური ურთიერთობების ჩამოყალიბება შენარჩუნებას, მუდმივი სქესობრივი პარტნიორის არსებობას, ერთგულებით მხოლოდ მასთან სექსუალურ ცხოვრებას. ხოლო ქორწინებამდე სექსის ჩანაცვლება შესაძლებელია მასტურბაციით.

კომპონენტები:

1) აბსტინენცია (Abstinence )  – გულისხმობს  იმ სოციალური ნორმების დამკვიდრებას, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ქორწინემაბდე სექსისგან თავშეკავებას. მიჩნეულია, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა შიდსის პრევენციისთვის;

2) ერთგულება (Be Faithful ) – ეს კომპონენტი მოიცავს ერთგულებას სქესობრივი პარტნიორის მიმართ, უპირატესად ეს ეხებათ ქორწინებაში მყოფ ადამიანებს.   უგანდაში 20%-ით შემთხვევითი პარტნიორების შემცირებამ 11%-ით შეამცირა შიდსის შემთხვევები;

3) კონდომის  (პრეზერვატივი) გამოყენება (Use a Condom ) კონტრაცეფციის ეს მეთოდი ამცირებს, თითქმის ყველა  სახის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელებას.

ABC – სტრატეგია ორ ძირითად ნაწილად იყოფა: პირველი არის თავშეკავება, ხოლო მეორე სექსუალური განათლება, რადგან მიჩნეულია, რომ აფრიკის ქვეყნები ვერც ერთი ცდა ვერ იძლევა შედეგს სექსუალური განათლების გარეშე,  ვერც მხოლოდ სექსუალური აბსტინენცია მუშაობს ეფექტურად, ამიტომ მოხდა ამ ორი იდეის გაერთიანება ერთ სტრატეგიაში სამ კომპონენტად.

ABC – სტრატეგია გამოყენებულ იქნა აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად, უგანდაში რომელსაც დადებითი შედეგები მოჰყვა.

80-90-იან წლებში აშშ-ში აქტიურად გამოიყენებოდა სწავლება  სექსუალური თავშეკავების შესახებ. კლინტონის მთავრობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა აბსტინენციის პროპაგანდა. თინეიჯერებს შორის ვრცელდებოდა იდეა, რომ ქორწინებამდე სექსი და ადრეულ ასაკში ბავშვი, მათ შეუშლიდა ხელს კარიერის შექმნაში და ასეთი ადამიანები დაბალშემოსავლიანი მუშაკები იქნებოდნენ.

ABC – სტრატეგიას ჰყავს ბევრი მოწინააღმდეგეც, მაგ. მრავალ ქვეყანაში, რომელთა ცხოვრების წესიც  ABC – სტრატეგიის ჩარჩოებში ჯდება დიდ პრობლემას წამოადგენს ერთგული ცოლების არაერთგული ქმრებისგან ინფიცირება, შესაბამაისად ასეთი ქალები აივ-ინფიცირების რისკის ჯგუფს წარმოადგენენ .

რომის პაპმა ბენედიქტ XVI -მ განაცხადა, რომ თუ აფრიკელები არ დაეხმარებოდნენ ერთმანეთს და თუ სულიერი სამყარო არ იქნება წინა პლანზე წამოწეული, პროექტები, სხვადასხვა სტრატეგიები  და კონდომების ხმარება შიდსის წინააღმდეგ  ვერ უშველით ადამიანებს და  პირიქით გააუარესებს მდგომარეობას, რამაც დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მისი განაცხადი ნაწილობრივ ეწინააღმდეგება მეცნიერულ ხედვას.