ნიმფომანია

ქალზე, რომლეიც საწოლში გრიგალივით არის და მზადაა სექსუალურ სურვილებს ნებისმეირ წამს დანებდეს, ყველა მამაკაცი ოცნებობს, მაგრამ მათმა ძალიან ცოტა ნაწილმა იცის, რომ ქალის ამ მდგომარეობას ნიმფომანია ეწოდება და ჰიპერსექსუალობის გამოვლინებაა ქალში. ნიმფომანები – ქალების კატეგორიაა, რომლებსაც მოჭარბებულად აქვთ სექსუალური ლტოლვა. სტატისტიკურად ყოველ 2500 ქალში ერთი ნიმფომანია. მამაკაცებშიც აღინიშნება მსგავსი მდგომარეობა და მას სატირიაზი ეწოდება.

ნიმფომანებში არა მხოლოდ სექსუალური ლტოლვაა მაღალი, არამედ ორგაზმის განცდის საშუალებაც. აღწერილია შემთხვევები, როცა ნიმფომანს ერთ ღამეში ჰქონდა 20 ორგაზმი. ასეთ ქალებს აქვთ მუდმივი სწრაფვა ახალი და ახლი სქესობრივი კავშირებისაკენ და სიამოვნებას ანიჭებთ არა იმდენად ორგაზმი, რამდენადაც თავად სქესობრივი აქტი. ამიტომაც ნიმფომანები ხშირად ვერ იღებენ რა სიამოვნებას ერთ პარტნიორთან, ხშირად იცვლიან მათ.

ქალებში მომატებული სექსუალობის მიზეზებია:

  1. სქესობრივი ლტოლვის გაძლიერების მიზეზი ხშირად ფსიქოლოგიური დაავადებებია (ისტერია ჰიპერთიმიული გამოვლინებებით, ფსიქოპათია, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, შიზიფრენია);
  2. თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგია, ან ტრავმა;
  3. საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის სხვადასხვა პათოლოგია;
  4. კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ორგანიზმში ჰორმონალური ფონის მკვეთრი ცვლელება.

ეს ყველაზე ხშირი მიზეზებია, მაგრამ არის შემთხვევები, რომლის მიზეზიც ორსულობა, ან სამკურნალო საშუალებებია.

ყველაზე მთავარი მომენტი მაღალი ლიბიდოსა და ნიმფომანიის ერთმანეთისგან გარჩევაა. მაღალი ლიბიდოს შემთხვევაშიც კი ქალს შეუძლია საკუთარი თავისა და საკუთარი საქციელის კონტროლი. ნიმფომანს კი ეს არ შეუძლია. თუკი ქალი გრძნობს, რომ საკუთარ სექსუალურ სურვილებთან გამკლავება არ შეუძლია, აუცილებელია, მან მიმართოს სექსოლოგს.