პოლუცია

პოლუცია (ლათ. Pollution – გაჭუჭყიანება, გაბინძურება) – ბუნებრივი, უნებლიე სპერმის გამოყოფაა, ძირითადად ღამე მიმდინარე (ეროტიკული სიზმრების ფონზე). შესაძლოა აღმოცენდეს ხანგრძლივი სექსუალური თავშეკავების შემდეგ. პოლუცია სქესობრივი სიმწიფის ერთ-ერთი ნიშანია. პოლუციის სიხშირე ყველა მამაკაცისთის ინდივიდუალურია. ზოგიერთ შემთხვევაში პოლუცია შესაძლოა იყოს ყოველ ღამე, ან ღამეში რამდენიმეჯერაც კი.

აუცილებელია პოლუცია განსხვავებულ იქნას და პეტინგის, მასტურბაციისა და კოიტუსის დროს ეაკულაციისაგან. პოლუცია, როგორც აღვნიშნეთ, სქესობრივი სიმწიფის ნიშანია. მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ვაჟებში პირველი პოლუცია გოგონებში მენარქის (პირველი მენსტრუაცია) ანალოგია.

პირველი პოლუცია ემთხვევა დაახლოებით 12-18 წლის ასაკს. პოლუცია თუ ხდება ძალიან ღრმა ძილის დროს, შესაძლოა ადამიანს არც კი ახსოვდეს ნანახი ეროტიული სიზმარი და მხოლოდ გამოყოფილი სპერმა ნახოს.

პოლუცია არა მხოლოდ ფიზიოლოგიური მოვლენაა მამაკაცში, არამედ „სექსუალობის უსაფრთხოების სარქველიცაა“ (როგორც მას მხატვრულად უწოდებენ), რამეთუ იცავს ბიჭს სექსუალური აბსტინენციის მძიმე გამოვლინებისაგან (სექსუალური თვაშეკავებისაგან).

პოლუცია მხოლოდ სქესობრივი მომწიფების დროს როდი გვხვდება, ის შესაძლოა აღინიშნოს ზრდასრულ და ხანშიშესულ ასაკშიც, განსაკუთრებით სექსუალური თავშეკავების პერიოდში. თუმცა სექსუალური ცხოვრების დაწყებასთან ერთად პოლუციები იშვიათდება და შემდეგ ქრება.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით პოლუცია ქალსაც აქვს და აქ იგულისხმება ორგაზმის განცდა კოიტუსისა და მასტურბაციის არქონის გარეშე. ორივე სქესში პოლუცია სქესობრივი აგზნების შემცირების თვითრეგულირებად რეაქციად.