გამონადენი საშოდან II (პათოლოგიური)


საშოდან გამონადენი უმეტეს შემთხვევაში ნორმალურია და ასახავს ქალის მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ეტაპებს., თუმცა გამონადენი შეიძლება იყოს, ინფექციური პროცესების შედეგი, რომელიც საშოს ლორწოვან გარსში მიმდინარეობს.

სხვადასხვა სახის გამონადენს სხვადასხვა კონსისტენცია, ფერი და სუნი აქვს.

არაინფექციური გამონადენი ძირითადად არის სუნის გარეშე ნათელი გამჭვირვალეან თეთრი.

თვით პათოლოგიური გამონადენის გამომწვევის მიხედვით არსებობს ინფექციური პროცესების შედეგად გამონადენი  და არაინფექციური პროცესების შედეგად.

არაინფექციურია:

  • საშვილოსნოს ყელის პოლიპები, ექტოპია
  • უცხოსხეული მაგ. ტამპონი
  • ვულვის დერმატიტი
  • ეროზიული ბრტყელი ლიქენი
  • სიმსივნეები (საშვილოსნოსყელისკიბო, საშვილოსნოს  სიმსივნე,საკვერცხეებისსიმსივნე და ა.შ.) – პერსისტენტული გამონადენი არ რეაგირებს მკურნალობაზე.
  • ფისტულა -ამ დროს ანამნეზში ხშირია ოპერაცია და რეკუნრენტული საშარდე გზების ინფექციები.
  • ალერგიული რეაქციები – ანამნეზით მაგ. გამღიზიანებელი ნივთიერების ხმარება. მაგ. ლატექსი. ალერგენი შეიძლება იყოს სპერმაც.

ციკლური გამონადენი (ფიზიოლოგიურია) – სქელი,  მოთეთრო ფერის გამონადენი, სუნის გარეშე. ძირითადად გაძლიერებულია ციკლის დაწყებამდე  და დასრულების შემდეგ.

ოვულაცია – ნათელი, გამჭვირვალე გამონადენი, ლორწოვანი და წელვადი.  აღმოცენდება ოვულაციის პერიოდში

ინფექციური გამონადენებია:

ტრიქომონიაზი  – მომწვანო, მოყვითალო, უხვი რაოდენობით, ოდნავ ქაფიანი გამონადენი

გონორეა – ნაღების მსგავსი თეთრი ან ყვითელი გამონადენი,სუნის გარეშე

ქლამიდია – ჩირქიანი გამონადენი, მყრალი სუნით

ბაქტერიული ვაგინოზი:  თხელი, მონაცრისფრო-მომწვანო გამონადენი მყრალი თევზის სუნით.  ქავილის და ტკივილის გარეშე.

ვაგინალური კანდიდოზი – სქელი, თეთრი უხვი გამონადენი, ასოცირებული ვულვის ქავილთან და ტკივილთან.  ზოგჯერ მტკივნეულ სექსუალურ აქტთანდა მოშარდვს დროს ტკივილთან.

ბლენორეა- არის საშოდან ან შარდსადენიდან ლორწოს უხვი გამონადენი(ეს ტერმინი ასოცირებული იყო გონორეულ გამონადენთან).

ფიზიოლოგიური გამონადენი: 

  •  ახალშობილებს შეიძლება ჰქონდეთ მცირე ვაგინალური გამონადენი, ზოგჯერ სისხლიანიც (გამოწვეულია ესტროგენების დონის მკვეთრი დაცემით),   ორ კვირაში ასეთი გამონადენი უნდა შეწყდეს.
  • ქალური ჰორმონები, ესტროგენები და პროგესტერონი ცვლის გამონადენის დონეს საშვილოსნოს ყელიდან და საშოდან, როდესაც ესტროგენები მცირე როდენობითაა ლორწო სქესლი და მწებავია,  როცა მათი რაოდენობა იმატებს, გამონადენი(ლორწო) ხდება უფრო თხიერი, ნათელი, წყლიანი და უფრო წელვადი. ოვულაციის შემდგომ ლორწო სქესდება და უფრო წებოვანი ხდება.
  • მენოპაუზის პერიოდში საშოდან გამონადენი მცირდება ესტროგენების შემცირებასთან ერთად.

ეპიდემიოლოგია –  ქალების უმეტესობას შვილოსნობის ასაკისთვის საშუალოდ 13-14 დან 48-49 წლები) პათოლოგიურ გამონადენებს შორის აქვთ აქვთ გამონადენი ბაქტერიული ვაგინოზის გამო, ბაქტერიული ვაგინოზი ამ პერიოდისთვისორჯერ უფრო ხშირია ვიდრე კანდიდოზი.

ბაქტერიული ვაგინოზის 50 % უსიმპტომოდ მიმდინრეობს.

შეფასება: აუცილებელია ანამნეზის  სრულყოფილი შეკრებბა გამონადენის დახასიათების დროს: აუცილებელია იმის გარკვევა რა შეიცვალა, სუნი, დაწყება, ხანგრძლივობა, ფერი, კონსისტენსცია, მასთანა სოცირებული სიმპტომების დადგენა: ქავილი, ზედაპირული დისპარეუნია(ტკივილი სექსის დროს), დიზურია, მუცლის ტკივილი, ღრმა დისპარეუნია, აბდომინალური სისხლდენა, ტემპერატურა), მედიკაცია და სამედიცინო მდგომარეობები( ანტიბიოტიკების, კორტიკოსტეროიდების მიღება, დიაბეტი, შიდსი და ა.შ.)

გამონადენი მიუთითებს პათოლოგიაზე თუ:

  • გამონადენი არის უფრო მძიმე ვიდრე ჩვეულებრივ
  • გამონადენი უფრო სქელია ვიდრე ჩვეულებრივ
  • ჩირქის მსგავსი გამონადენი
  • თეთრი და ხაჭოსებრი გამონადენი
  • მონაცრისფრო, მომწვანო, მოყვითალო, სისხლიანი გამონადენი.
  • მყრალი სუნის გამონადენი (გაფუჭებული თევზი,ან დამპალი ხორცის სუნი)
  • თუ გამონადენს ახლავს სისხლის კოლტები, ან სისხლი, ქავილი, წვა, სიტითლე ტკივილი.

 

გამონადენი ორსულობაში – როგორც  წესი ქალებში ამ პერიოდისთვის გამონადენი იმატებს.

ბაქტერიული ვაგინოზი:

ასოცირებულია -გვიანდელ სპონტანურ აბორტთან, ნაადრევ მშობიარობასთან, გარსების ნაადრევი გახეთქვა (წყლების დაღვრა).

რუტინული სკრინინგი საჭირო არ არის ანამნეზში თუ არ არსებობს ნაადრევი მშობიარობა, ან მესამე ტრიმესტრში სპონტანური აბორტი.

კანდიდიაზი(სოკო): ხშირია ორსულებში  30-34%.  ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.  ნაყოფისთვის საზიანო არ არის.

აბორტის და მშობიარობის შემდგომ აუცილებლად უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ რათა არ განვითარდეს მენჯის ინფლამატორული (ანთებით) დაავადებები. ‘

ვაგინალური შვაბრით ნაცხის აღება ხდება ბაქტერიული ვაგინოზის და კანდიდიაზისთვის.

ენდოცერვიკალური შვაბი საჭიროა გონორეას დიაგნოზისთვის

ენდოცერვიკალური შვაბი გამოიყენება აგრეთვე ქლამიდიასთვის.

მარტივი და ინფორმატიულია pH-ის განსაზღვრა. ბაქტერიული ვაგინოზის დროს  pH>4,5 ზე და კანდიდალური ვულვო ვაგინიტის დროს <4,5 ზე.