ფიმოზი

ფიმოზი არის მდგომარეობა, როდესაც კაცებში ჩუჩის გადაწევა პენისის თავზე ბოლომდე არ ხდება. იგივე ტერმინი იხმარება ქალებში, როდესაც კლიტორის თავიზე კლიტორის „ჩუჩის“  (სახურავი, შალითა) რეტრაქცია არ ხდება.  სიტყვა ფიმოზი ბერძნულიდან მომდინარეობს და ნიშნავს ალიკაპს – phimos (φῑμός (“muzzle”))

ახალშობილებში ჩუჩის რეტრაქცია ბოლომდე შეიძლება არ ხდებოდეს, ეს მოვლენა ნორმალურად ითვლება გარდატეხის ასაკის ჩათვლით, ანუ იმ პერიოდამდე სანამ სქესობრივი მომწიფება იწყება ან მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანია ფიზიოლოგიური და პათოლოგიური ფიმოზის დიფერენცირება.

პათოლოგიური ფიმოზი შეიძლება გამოიწვიოს:  მასკლეროზებელმა ლიქენმა (Lichen sclerosus et atrophicus )  ბალანიტმა,  ჩუჩის ძალადობრივმა გადაწევამ შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს ფიმოზი, თუ გადაწევის შედეგად მოხდა ლაგამის დაზიანება და განვითარდა ნაწიბურები (შეხორცებები).

ფიმოზი შეიძლება  შემდეგი დაავადებების რისკ ფაქტორი გახდეს: შარდის შეკავება და პენისის კარცინომა.

დაბადებისთვის ახალშობილის პენისის თავი დაფარულია ჩუჩით,  მისი გადაწევა პენისის თავიდან ადრეულ ასაკში ძნელია ან არ ხერხდება.  ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციით ახალშობილობაში არ არის სასურველი  პენისის ჩუჩის გადაწევის მცდელობა. დროის გასვლასთან ერთად ჩუჩის გადაწევა ხდება შესაძლებელი. ბავშვებს 1 წლის ასაკში თითქმის ნახევარს ეწევა ჩუჩა პენისის თავზე, 3 წლისთვის ბავშვების 90% ეწევა, ხოლო 17 წლისთვის 99%-ს

თუ არ ხდება ჩუჩის რეტრაქცია, არ ისმევა მაშინვე ფიმოზის დიაგნოზი, მნიშვნელოვანია ადამიანის ასაკი. ჩუჩის გადაწევა შეიძლება არ ხდებოდეს 18-19 წლამდე.

პათოლოგიური ფიმოზის მიზეზებია : ბალანიტი ( პენისის თავის ანთება ), შესაძლებელია განვითარდეს მაშინ, თუ ახალშობილობაში ცდილობდნენ ძალით გადაეწიათ ჩუჩა პენისის თავზე – ნაწიბურების წარმოქმნა,  ზოგ შემთხვევაში ფიმოზის მიზეზია ჩუჩის დაბოლოების სტენოზი(შევიწროება) ასეთ შემთხვევაში ვერ ხერხდება პენისის თავზე მისი გადასვლა, მოკლე ლაგამი.

ფიმოზის ფორმები განსხვავებულია, ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ჩუჩის გადაწევა ნაწილობრივ, ზოგ შემთხვევაში საერთოდ ვერ ხერხდება  გადაწევა ვერც მოდუნებულ პენისზე, ასეთ შემთხვევებს სრული ფიმოზი ჰქვია.

ფიმოზს ხელს უწყობს მასტურბაციის გარკვეული ფორმები. მაგ. როდესაც ადამიანი მასტურბირებს ისე, რომ სახით ქვევით წევს ლოგინზე და პენისის მატრასზე გასმით მასტურბირებს. ასეთ შემთხვევაში ჯობია ადამიანმა მიმართოს ისეთ მასტურბაციის ფორმას, რომელიც ჰგავს სქესობრივ აქტს.

ფიმოზი შესაძლებელია განვითარდეს პენისის კანზე მიმდინარე სხვადასხვა ქრონიკული ანთებითი პროცესების შედეგად.

აგრეთვე დიაბეტის შემთხვევაში, როდესაც შარდში დიდი რაოდენობით გლუკოზაა, პენისზე მრავლდება ბაქტერიული ფლორა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ანთება.

მართვა: ფიმოზი ახალშობილობისას, თითქმის  ყოველთვის ფიზიოლოგიურია და მხოლოდ მაშინ საჭიროებს მკურნალობას, თუ სერიოზულ პრობლემებს ქმნის, მაგ. შარდის შეკავება.

გარკვეულ შემთხვევებში თუ ადამიანს აქვს ნაწილობრივი ფიმოზი და ის არაფერში არ უშლის ხელს არანაირი მკურნალობა არ ჭირდება.  სხვა შემთხვევაში კი არსებობს ორი მკურნალობის გზა. ქირურგიული და არაქირურგიული.

არაქირურგიული მკურნალობა:

  • ტოპიკური სტეროიდული კრემების ხმარება. მაგ ბეთამეტაზონი  4-6 კვირის განმავლბაში.
  • ჩუჩის გაფართოება სხვადასხვა დასაჭიმი, მექანიკური საშალებებით.

ქირურგიული მკურნალობა:

  • წინდაცვეთა
  • ჩუჩაზე დორსალური განაკვეთის გაკეთება
  • ვენტრალური განაკვეთი
  • Preputioplasty –  ჩუჩის პლასტიკა მოიცავს დორსალურ განაკვეთსაც, და შემდგომში განივი განაკვეი კეთდება.

ეპიდემიოლოგია – ხშირად ძნელია პათოლოგიური და არაპათოლოგიური ფიმოზის დიფერენცირება. თუმცა საშუალოდ პათოლოგიური ფიმოზი გავრცელებულია არაწინდაცვეთილი მამაკაცების 1 % – ში.

3 წილს შემდეგ თუ არ ხდება ჩუჩის გადაწევა პენისის თავზე იზრდება ფიმოზის განვითარების რისკი.