პროსტატიტი

პროსტატიტი წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ანთებითი პროცესია. პროსტატა კუნთოვან-ჯირკვლოვანი ორგანოა, რომელიც შარდის ბუშტის ქვეშ მდებარეობს, კირკულარულად მოსაზღვრავს მის ყელსა და შარდსადენის საწყის ნაწილს. წინემდებარე ჯირკვლის მთავარი ფუნქცია სეკრეტის გამომუშავებაა, რომელიც შედის სპერმის შემადგენლობაში და უზრუნველყოფს სპერმატოზოიდების მოძრაობას.
დაავადების განვითარების განმაპირობებელი ფაქტორებია:

  • არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება;
  • დაუმთავრებელი სქესობრივი აქტები;
  • ცხოვრების ადინამიური სტილის გამო პროტატაში განვითარებული შეგუბებითი პროცესი;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და შარდის ბუშტის დაავადებები;
  • გადაცივება;
  • სტრესი, მავნე ჩვევები.

პროსტატიტის დროს შესაძლოა აღმოცენდეს ერთი, ან რამდენიმე სიმპტომი ქვემოჩამოთვლილ სიმპტომებს შორის. ერთეულ შემთხვევაში პაცინეტს არ აქვს ტკივილები, მაგრამ უჩივის ლიბიდოს დაქვეითებასა და ერექციის გაუარესებას. პროსტატიტის სიმპტომებია:

  • ყრუ ტკივილები, დისკომფორტის შეგრძნება საზარდულისა და შორისის მიდამოში, სათესლე პარკში, მუცლის ქვედა ნაწილში;
  • გაძნელებული შარდვა (წყვეტილი, გახშრებული, ხშირი სურვილი შარდვის);
  • გამონადენი შარდსადენიდან;
  • ქავილი და წვის შეგრძნება შარდსადენის მოდამოში;
  • ერექციისა და ლიბიდოს პრობლემები;
  • სპერმის ფერისა და რაოდენობის ცვლილებები;
  • ეაკულაციის შემდეგ სუსტი შეგრძნებები (სიამოვნების შეგრძნების შესუსტება).

პროსტატიტის დისგნოზის დასასმელად მხოლოდ კლინიკური მონაცემები არ კმარა, აუცილებელია ჩატარდეს ფიზიკალური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, რომელიც მოიცავს:

  • წინამდებარე ჯირკვლის პალპაცია (ხორცილდება უკანა ტანიდან);
  • ნაცხი შარდსადენიდან;
  • ჯაჭვურ-პოლიმერაზული რეაქცია(სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის გამომწვევის დასადგენად);
  • პროსტატის სეკრეტის ლაბორატორიული ანალიზი.

შენიშნვა! ანალიზების სისწორის მიზნით აუცილებელია, ჯაჭვურ-პოლიმერაზული რეაქციისა და ნაცხის გაკეთების წინ 3-4 საათი არ უნდა მოშარდონ. გარდა ამისა, პროსტატის სეკრეტის მისაღებად სამი დღით თავი უნდა შეიკავონ სექსისგან.

პროსტატიტის მკურნალობის ძირითადი მეთოდი ანტიბიოტიკების გამოყენებაა.