სიფილისი (განმარტება, ეტიოლოგია)

სიფილსი (მოძველებული ფორმა ლუესი) – ქრონიკული სისტემური ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება  კანის, ლორწოვანი გარსების, შინაგანი ორგანოების, ძვლების და არანამკურნალევ შემთხვევაში ნერვული სისტემის დაზიანებით. დაავადება გამოწვეულია ბაქტერიით – მკრთალი ტრეპონემა (Treponema pallidum).

დაავადების სახელი უკავშირდება ჯიროლამო ფრაკასტოროს პოემას „სიფილისი, ანუ გალიური დაავადება“. ეს  პოემა მითოლოგიური ტიპის იყო, რომელშიც უბრალო მწყემსი სახელად სიფილი  (ლათ.sus – ღორი, ძვ. ბერძნ. φίλος – მოყვარული) უპირისპირდება ღმერთებს, ვინაიდან ამბობდა, რომ მიწიერი ღმერთები უფრო ჭკვიანები და მეტი პირუტყვის მფლობელები იყვნენ, ვიდრე ღმერთები. ღმერთებმა ურჩობისათვის სიფილი დასაჯეს მძიმე დაავადებით, რომელსაც დაერქვა მისი სახელი.

სხვა ვერსიით დაავადება ატარებს სიფილუსის – (ბერძნული მითოლოგიიდან) ნიობას ვაჟის სახელს. ნიობა ტანტალის ქალიშვილი და ფივ ამფიონის მეუღლე იყო (მას 7 ვაჟი და 7 ქალიშვილი ჰყავდა). ნიობა გათავხედებული თავისი ნაყოფიერებით დასცინოდა ქალღმერთ ლეტოს, რომელსაც მხოლოდ ქალიშვილი არტემიდა და ვაჟი აპოლონი ჰყავდა. შედეგად, დედის დამცირებისათვის არტემიდამ გაადანგურა ნიობას ქალიშვილები, აპოლონმა – ვაჟები. ამფიონმა თავი მოიკლა, ნიობა კი ტკივილისაგან კლდედ გადაიქცა.

სიფილისი აღმოჩენის დღიდან გახდა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი დაავადება. ინფიცირებულთა 20-30% ინფიცირდება ორალური სექსის დროს.

სიფილისი გადაეცემა ძირითადად სქესობრივი გზით. თუმცა მისი გადაცემა შესაძლებელია სისხლით (გადასხმის დროს, ინტრავენურ ნარკომანებში საერთო შპრიცით სარგებლობისას), ან საყოფაცხოვრებო გზით პირადი ჰიგიენის ნივთებით სარგებლობისას (კბილის ჯაგრისი, საპარსები და ის ნივთები,რასაც პატრონის სისხლთან აქვს კონტაქტი). საყოფაცხოვრებო ნივთებით უსისხლოდ სიფილისის გადაცემაც არ არის გამორიცხული, მაგრამ ძალიან იშვიათია და საჭიროებს მესამეული სიფილისის მქონე პაციენტთან მჭიდრო კონტაქტს. ამ დროს აღინიშნება სიფილისური წყლულები, ან დარღვევადი სიფილისური გუმები, რომლებიდანაც გამომწვევი ხვდება ჭურჭელზე, პირსახოცზე. კოვზზე, თეთრეულზე და ა.შ. დედიდან ნაყოფის დაინფიცირება ხდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სარძევე ჯირკვლის არეში არ აღინიშნება არანაირი ცვლილება.

სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება შესაძლებელია დაავადებულისგან სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებების დროს, აგრეთვე, დაავადებულის გვამების გაკვეთის დროს. განსაკუთრებით საშიში თანდაყოლილი სიფილისის სიფილისით გარდაცვლილი ახალშობილების გვამებია

dT1hSFIwY0Rvdkx6TmpMVzFoYVd4amIyMHRiSGhoTG5ObGNuWmxjaTVzWVc0dmJXRnBiQzlqYkdsbGJuUXZhVzUwWlhKdVlXd3ZZWFIwWVdOb2JXVnVkQzlrYjNkdWJHOWhaQzkwWVhSME1GOHhMUzB0ZEcxaGFURTBOV1k1TmpRek5EQmhPV000WkRJN2FuTmxjM05wYjI1cFpEMUZPRFEwTnpFMU.