შანკროიდი – რბილი შანკრი

შანკროიდი, იგივე რბილი შანკრი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა,  რომელიც ხასიათდება გენიტალიებზე  წყლულოვანი დაზიანებით და ტკივილით. შანკროიდი ვრცელდება მხოლოდ ადამიანიდან ადამიანსე სქესობრივი კონტაქტით.

სიმპტომები და ნიშნები:

სიმპტომები აღმოცენდება ინფიცირებიდან  რამოდენიმე დღეში ან ერთ-ორ გვირაში.  კანზე თავიდან ჩნდება პატარა გამონაზარდივით კანის დაზიანებული უბანი. შემდეგ ეს უბანი წყლულდება და ერთი დღის განმავლობაში წყლულის შესახედაობას იღებს.

წყლულის ზომა შეიძლება იყოს 3 მილიმეტრიდან 5 სმ-მდე. წყლული არის მტკივნეული,  აქვს მკვეთრად განსაზღვრული კიდეები და საზღვრები, თუმცა მათი კონტურები არ არის სიმეტრიული და ერთგვაროვანი. წყლულს აქვს ფუძე რომელიც ადვილად ზიანდება, ხდება სისხლდენის წყარო, სისხლდენა შეიძლება აღმოცენდეს მისი გადაფხეკის მცდელობისასაც.

კლინიკურად კი შანკროიდის დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია ერთი ან მეტი მტკივნეული დაწყლულებული უბანი გენიტალიაზე და ლიმფადენოპათია(ლიმფური კვანძების გადიდება)

წყლული არ უნდა იყოს გამოწვეული ტრეპონემა პალიტუდმით(სიფილისი), სეროლოგიური ტესტი უნდა ჩატარდეს წყლულის აღმოცენებიდან მე-შვიდე დღეს მაინც.

კლინიკურად მდგომარეობა არ უნდა ჰგავდეს ჰერრპესს.

კაცების უმეტესობას მხოლოდ ერთი შანკროიდი  უვითარდება, ხოლო ქალებს ოთხი ან მეტი.

შანკრი ძირითადად ვითარდება მამაკაცებში პენისის თავზე, ხოლო ქლებში მცირე ბაგეებზე ან მცირე ბაგეების უკანა შესართავთან.  შანკრები აგრეთვე შეიძლება განვითარდეს დიდ სასირცხვო ბაგეებზე, ბარძაყის შიგნითა ზედაპირებზე, შორისის მიდამოში. ქალებში სიმპტომებს ემატება დიზურია(ტკივილი მოშარდვის დროს) დისპარეუნია(ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს)

თავიდან რბილი შანკრი შეიძლება წააგავდეს მაგარ შანკრს, რომელიც სიფილისისთვის არის დამახასიათებელი.  ინფიცირებულების 30 % საზარდულის და მუცლის მიდამოში ლიმფური კვანძები უდიდდება. ეს კვანძები შეიძლება გამკვრივდეს, და კანზე გასკდეს და მოხდეს ჭირქის დრენირება, ზოგჯერ ამ მდგომარეობას ბუბონებს(ბუბონები ახასიათებს შავ ჭირს, იშვიათად სიფილისს, გონორეას,  ეძახიან. ტუბერკულოზს)

მიზეზები:  რბილ შანკრს იწვევს ბაქტერიული გრამ-უარყოფითი ფლორა, რომელიც წარმოდგენილია ჰემოფილურ დურცეი (Haemophilus ducreyi) ეს დაავადება გავრცელებულია გავითარებად ქვეყნებში, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში თითქმის არ გვხვდება.
მკურნალობა _ იყენებენ ერთჯერად 1 გრ. ორალურ აზიტრომიცინს. ან ი/მ  ცეფტრიაქსონს ან ორალურად ერითრომიცინს შვიდი დღის განმავლობაში.

განსხვავება და მსგავსებები სიფილისს შორის.

მსგავსებები:

  • ორივე შემთხვევაში თავიდან ჩნდება პუსტულა და შემდეგ პრეოგრესირებს დაწყლულებისკენ;
  • დაზიანებული არე უმეტეს შემთხვევაში დიამეტრით 1-2 სმ-ია;
  • ორივე დაზიანებას იწვევს სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია;
  • ორივე დაზიანება აღმოცენდება გენიტალიებზე(ძირითადად);
  • ორივე დაზიანება შეიძლება წარმოდგენილი იყოს მრავლობითი წყლულებით მრავლობით ადგილებზე.

განსხვავებები:

  • მაგარ შანკრს იწვევს განსხვავებული ბაქტერია ტრეპონემა პალიდუმი;
  • რბილ შანკრს იწვევს Haemophilus ducreyi;
  • შანკრი (მაგარი) ძირითადად უმტკივნეულოა, მაშინ როცა შანკროიდი მტკივნეულია;
  • შანკრი ძირითადად ექსუდატის გარეშეა, შანკროიდი პირიქით.
  • შანკრს აქვს მაგარი კიდეები, შანკროიდს რბილი
  • შანკრი სპონტანურად ქრება, მკურნალობის გარეშეც( დაახლოებით 3- 6 კვირაში)
  • შანკრი შეიძლება აღმოცენდეს ხახის მიდამოშიც.