პენისის ჩუჩის ლაგამი

ჩუჩის ლაგამი ელასტიური ქსოვილისგან შექმნილი კანის ნაოჭია,  რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან პენისის თავს და პენისის ჩუჩას.   სხვაგვარად, რომ ვთქვათ ლაგამი კანს აკავშირებს პენისის თავის ლორწოვან გარსთან (vernal mucosa),  ლაგამი შეიძლება იყოს მოკლე და გამოიწვიოს ქორდი(პენისის თავის „მოღუნვა“). შესაძლებელია ლაგამის ქირურგიული გზით სრულად, ან ნაწილობრივ მოცილება. პენისის ლაგამის მიმდებარე რეგიონს ფრენულარული დელტა ეწოდება, რომელიც მნიშვნელოვანი ადამიანის სპეციფიური ეროგენული ზონების განხილვისას და ლაგამზე ქირურგიული ოპერაციების წარმოების დროს.

პენისის ლაგამი (ადამიანს გააჩნია ენის და ტუჩის ლაგამიც) მიიჩნევა მამაკაცის ორგანიზმის ძალზე მგრძნობიარე ადგილად, მას გააჩნია მაღალი რეაქტიულობა სექსუალური სტიმულაციის მიმართ.  განსაკუთრებით მგრძნობიარეა რბილი და ნაზი

შეხების მიმართ.  ლაგამი, მამაკაცის ყველაზე მგრძნობიარე რეგიონებიდან ერთ-ერთია. მიჩნეულია, რომ ყველაზე სენსიტიურია პენისის თავი და ლაგამი.  მრავალ კაცში პენისის განმეორებადი სტიმულაციით მიიღწევა ძლიერი ორგაზმი.   ლაგამის სტიმულაციას და მისით ორგაზმის მიღწევას მნიშვნელობა ენიჭება ზუგრის ტვინის დაზიანებების დროს, ორგაზმის და პრეეაკულატორული რეაქციების გამოწვევისთვის.

ადამიანს გააჩნია ენის ლაგამიც, რომელიც ენის ქვედა ზედაპირს აკავშირებს ქვედა ყბასთან.

მოკლე ლაგამი –  მდგომარეობაა, რომლის დროსაც პენისის ლაგამი  ვერ უზრუნველყოფს პენისის ჩუჩის რეტრაქციას ( გადაწევას) პენისის თავზე. მოკლე ლაგამის შემთხვევაში ჩუჩის მოძრაობა გაძნელებული და შეზღუდულია. მოკლე ლაგამი ხშირად რთულდება გახევით, სქესობრივი აქტივობის დროს ( მასტურბაცია, ვაგინალური სექსი და ა.შ.) ამის შემდეგ წარმოიქმნება ნაწიბურები და ზოგჯერ ეს ნაწიბურები უფრო შეზღუდულს ქმნიან ჩუჩის მოძრაობას პენისზე.  მოკლე ლაგამი ხშირად შეიძლება შეცდომით იქნას მიჩნეული ფიმოზის არსებობის დროს, თუმცა შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ფიმოზი მოკლე ლაგამით და ეს მდგომარეობა ფიმოზებს შორის არცთუ იშვიათია.

ლაგამის დელტა

მოკლე ლაგამს მკურნალობენ გიქრურგიული ჩარევით,  დაჭიმვითი ვარჯიშებით და  სტეროიდული კრემების წასმით. პლასტიკური ქირურგიით, რომლის დროსაც ხორციელდება ფრენულოპლასტიკა ან წინდაცვეთა.

ზოგ შემთხვევაში პენისის ლაგამი შეიძლება საერთოდ არ  არსებობდეს, მაგ ჰიპოსპადიაზი ( ის შემთხვევაა, როდესაც შარდსადენი გამოდის არა პენისის თავიდან, არამედ  მისი ქვედა ზედაპირიდან, მისთვის უჩვეულო ადგილიდან. თანდაყოლილი დეფექტია)

ლაგამის გაწყვეტის შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს ლაგამის არტერია და ამან გამოიწვიოს სერიოზული სისხლდენა.

მოკლე ლაგამის მკურნალობა შესაძლებელია ხელით პენისის ლაგამის დაჭიმვითი მოძრაობების შესრულებით, ისე, რომ არ დაზიანდეს პენისი.

პენისი ლაგამის მოკვეთის შემდეგ

წინდაცვეთილი პენისი, რომლის დროსაც არ მოხდა ლაგამის მოკვეთა.

მოკლე ლაგამი, რომელიც იწვევს ქორდის.