ქალიშვილობა და საზოგადოება

ქალიშვილობას სხვადასხვა კულტურებში სხვადასხვა მნიშვნელობა ენიჭება, განსხვავებულია ქალიშვილობის მიმართ მიდგომა და სოციალური ნორმებიც.  განსხბვავებულია ქალიშვილობის დაკარგვის ასაკიც, ზოგ შემთხვევაში ის ემთხვევა ქორწინებას, ზოგ შემთხვევაში განსხვავებულია.

დასავლურ სამყაროში სექსუალური აბსტინენცია (თავშეკავება), რომელიც ქალიშვილობის ინსტიტუტით არის გამოწვეული არ წარმოადგენს ფასეულობას, შესაბამისად გოგონები სექსუალურ ცხოვრებას იწყებენ მაშინ როცა უნდათ, აბსოლიტურ უმრავლესობაში ეს ხდება ქორწინების ასაკის შემდგომ (კანონით ეს ასაკი განისაზღვრება სქესობრივი მომწიფების შემდგომი პერიოდით და ძირითადად ემთხვევა16 ან 18 წელს).

2003 წლის – Michael Bozon of the French Institut national d’études démographiques – კვლევებით გამოიკვეთა გარკვეული კანონზომიერება კულტურებს შორის სქესობრივი ცხოვრების დაწყების შესახებ.  Michael Bozon – მა კულტურები დაყო სამ ძირითად კატეგორიად:

პირველ კატეგორიაში შედიან ის სახელმწიფოები და ერები, სადაც  ოჯახები ხელს უწყობენ გოგონას გათხოვდეს ადრეულ ასაკში,  ასეთ შემთხვევებში კაცი უფრო გვიან იწყებს სქესობრივ ცხოვრებას, ხოლო გოგონა ადრეულ ასაკში.  ამ ჯგუფს მიეკუთვნება სუბ-საჰარის აფრიკა (საჰარას სამხრეთით მდებარე ქვეყნები,  ანგოლა, კონგო,  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა,  კენია,  ტანზანია,  უგანდა, სუდანი, ეთიოპია,  სომალი, ბოცვანა,  მადაგასკარი,  მოზამბიკა,  ნამიბია,  სამხრეთ აფრიკა,  ზამბია,  ბენინი, მალი, სენეგალი და კიდევ რამოდენიმე შედარებით მცირე სახელმწიფო). ამ ჯგუფში მოხვდა აგრეთვე ინდოეთის სუბკონტინენტი (იგივე სამხრეთ აზია) რომელშიც შედის ინდოეთი, ნეპალი,  პაკისტანი, ბანგლადეში ავღანეთი, თუმცა ძირითადი მონაცემები ამ შემთხვევაში აღებულ იქნა ნეპალიდან.

მეორე კატეგორიაში მოხვდნენ ის ოჯახები, სადაც  ოჯახები ხელს უწყობენ ქალიშვილს შედარებით მოგვიანებით შექმნას ოჯახი, სადაც ფასეულია ქალიშვილობა,  ან გამოხატულია ქალიშვილობის ინტიტუტი.  ასეთ ქვეყნებში, ბიჭებს მშობლები ხელს უწყობენ სექსუალური აქტივობა ჰქონდეთ, ოღონდ მეძავთან, ოჯახის შექმნის შემდეგ ცოლთან. ამ ქვეყნებში კაცები უფრო ადრე იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას ვიდრე ქალები. ამ ჯგუფში ძირითადად შედიან ლათინური კულტურები სამხრეთ ევროპა, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, აგრეთვე ქვეყნები ლათინური ამერიკიდან:  ბრაზილია, ჩილე, დომინიკის რესპუბლიკა. აგრეთვე,  რამოდენიმე აზიური ქვეყანა მაგ. ტაილანდი.  ამ ჯგუფში ერთიანდება საქართველოც.

მესამე ჯგუფში  მოხდა ნაწილობრივი გაყოფა,  ქვეყნები სადაც ქალიშვილობა ქალებშიც და კაცებშიც  იყო ნაწილობრივ დაცული, ანუ სქესობრივი ცხოვრების დაწყების ასაკი იყო მაღალი და ხასიათდებოდა შედარებით გვიანდელი ქორწინებებით,  ამ  ქვეჯგუფში გაერთიანდა   ქვეყნები არალათინური კათოლიკური  სამყაროდან მაგ. პოლონეთი ლიტვა, აგრეთვე აზიის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, შრი-ლანკა ,  ვიეტნამი, ხოლო მეორე ქვეჯგუფს წარმოადგენს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკის დიდი ნაწილი,  სადაც სქესობრივი ცხოვრების დაწყების ასაკი დაბალია ბიჭებშიც და გოგონებშიც, ხოლო ქორწინების ასაკი შედარებით მაღალია ორივე სქესისთვის.

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ქალების დაახლოებით 6 % ქორწინებამდე ინარჩუნებს ქალიშვილობას.

ყოველი თაობა უფრო ადრე იწყებს სექსუალურ ცხოვრებას, ვიდრე წინა თაობა.  2005 წლის Durex Global sex survey- მონაცემებით ადამიანები დაახლოებით 17 წლის ასაკში იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას. ძირითადად,  განვითარებულ ქვეყნებში  პოპულაციის დაახლოებით 70 % თინეიჯერობის ასაკშi იწყებს სქესობრივ ცხოვრებას,  აშშ-ში 80%.

2005 Kaiser Family Foundation -ის კვლევით თინეიჯერების 80 %-დან 24-ს აქვს ან ჰქონდა სქესობრივი აქტივობა გაუცნობიერებლად ან შინაგანი სურვილის გარეშე.  თინეიჯერების ნაწილი აცხადებდა, რომ ისინი განიცდიან თანატოლებისგან წნეხს, რომ მათ ჰქონოდათ სქესობრივი აქტივობა.

ადრეულ ასაკში ცხოვრების დაწყებისას, მნიშვნელოვანი ფაქტორია, ორსულობა თინეიჯერებში და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელება.  1000 დან 143 გოგონა ორსულდება თინეიჯერობის ასაკში სუბ საჰარულ აფრიკაში.   სამხრეთ კორეაში 3 -1000 – დან,  აშშ-ში 52- 1000 დან(განვითარებულ ქვეყნებს შორის უმაღლესია).

1996- წელს აშშ-ში დაინერგა  abstinence-only sex education- პროგრამა, რომლის თანახმადაც მოზარდებს ასწავლიდნენ სექსისგან თავშეკავებას ქორწინებამდე კონტრაცეფციის სწავლების გარეშე. 2004-ში  ჯორჯ ბუშმა გამოაცხადა შიდსის საწინააღმდეგო სტრატეგიის ხუთწლიანი გეგმა, რომელის დროსაც გამოიყო 15 მილიარდი დოლარი შიდსის წინააღმდეგ და მიმართული იყო აფრიკის და აზიის 15 ქვეყნისადმი. ეს სტრატეგია ემსახურებოდა “abstinence-only-until-marriage”  სწავლებას.

ბოლო პერიოდში განვითარებად ქვეყნებში მნიშვნელობა შეიძინა ქალიშვილობის “აღთქმამ”, რომელმაც დაახლოებით  4 ჯერ გაზარდა ქალიშვილობის რაოდენობა (6% დან 24% მდე) თინეიჯერებში იმ კონკრეტულ პოპულაციაში, რომელთაც ეს „აღთქმა“ დადეს.

ტექნიკური ქალიშვილობა –  ადამიანების ნაწილს აქვს სხვადასხვა სახის სექსუალური აქტივობა, თუმცა არა ვაგინალური სექსი, შესაბამისად არიან ქალიშვილები, მაგრამ აქვს სქესობრივი ცხოვრება (ორალური, ანალური, სექსი,  ორმხრივი მასტურბაცია).  ხოლო ჰომოსექსუალებისთვის განსხვავებულად არის , მაგ. გეებში შეიძლება ორალური სექსი (ანალურის ნაცვლად) გამოიყენოს ადამიანმა „ქალწულობის“ შესანარჩუნებლად.

თუმცა სხვადასხვა ლგტბ- საზოგადოებები ამტკიცებენ, რომ ტერმინი ქალიშვილობა არათავსებადია განსხვავებულ ორიენტაციებთან.

ბოლო ათწლეულებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ტექნიკური ქალიშვილობა აშშ-ში (90-იანი წლებიდან) ხოლო საქართველოში მან პოპულარობა რამოდენიმე წელია შეიძინა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ორალურმა სექსმა, რომლის შედეგადაც თინეიჯერები თავიდან იცილებენ არასასურველ ორსულობას და ნაწილობრივ ამცირებენ სქესობრივი ინფექციების გადადების რისკს. ამ მეთოდით, აგრეთვე პარტნიორ ბიჭთან ქმნიან და ინარჩუნებენ განსაკუთრებულ სიახლოვეს, რომელიც სქესობრივ კავშირს მოაქვს.

სოციალური ფსიქოლოგია –  კულტურალური ანთროპოლოგები ამტკიცებენ, რომ  ადამიანურ ურთიერთობებს შორის არსებობს ორი დიდი უნივერსალური  მახასიათებელი, ესენია რომანტიული სიყვარული და  სექსუალური ეჭვიანობა.  ქალიშვილობის სოციალური ღირებულება კი ასახავს ორივეს, რადგან ქალიშვილი გამოუცდელია სექსუალურად და აგრეთვე წარმოადგენს რომანტიული სიყვარულის იდეალს (პირველი, „უმანკო“ სიყვარული).

სექსუალური მორალი და სოციალური ნორმები- მრავალი რელიგია ნაწილობრივ ცდილობს გააკონტროლოს ადამიანის სექსუალობა. მათი უმეტესობა არ ემხრობა ქორწინებამდე სექსს და მხარს უჭერს ქალიშვილობის ინსტიტუტს.

კანონმდებლობაში კი,  არსებობს ე.წ. თანხმობის ასაკი, რომლის შემდეგაც ადამიანებს აქვთ სექსის უფლება. ეს ასაკი, როგორც წესი განისაზღვრება სქესობრივი მომწიფების დასრულების პერიოდით.  თანხმობის  ასაკის ვარიაცია ფაროა  12-18 წლამდე, თუმცა ყველაზე ხშირია 16-18- წლამდე პერიოდი, საქართველოსთვის ეს ასაკი 16-წელია, თუმცა ადამიანს 18-წლამდე მშობლების თანხმობის გარეშე დაქორწინების უფლება არ აქვს.

* ცხრილში მოცემულია  სქესობრივი გამოცდილება 15 წლის ასაკისთვის სხვადასხვა ქვეყნებისთვის

ქვეყანა

ავსტრია

კანადა

ხორვატია

ინგლისი

ესტონეთი

ფინეთი

ბელგია

საფრანგეთი

საბერძნეთი

უნგრეთი

ისრაელი

ლატვია

მაკედონია

ჰოლანდია

პოლონეთი

პორტუგალია

შოტლანდია

სლოვენია

ესპანეთი

შვედეთი

შვეიცარია

უკრაინა

უელსი

ბიჭები %

21,7

24,1

22

34,9

18,8

23,1

24,6

25,1

32,5

25

31

19,2

34,2

23,3

20,5

29,2

32,1

45,2

17,2

24,6

24,1

47,1

27,3

გოგონები %

17,9

23

8,2

39,9

14,1

32,7

23

17,7

9,5

16,3

8,2

12,4

2,7

20,5

9,3

19,1

34,1

23,1

13,9

29,9

20,3

24

38,5