სექსოლოგი

სექსოლოგი არის სპეციალისტი სექსოლოგიის დარგში. სექსოლოგი შეიძლება იყოს ფსიქიატრი, ფსიქოლოგი ფსიქო-თერაპევტი და სხვა მონათესავე სპეციალობებში დოქტორის ხარისხის მქონე სპეციალისტი, რომელსაც აქვს გავლილი შესაბამისი გადამზადება, აქვს მიღებული გამოცდილება და ლიცენზია.

იმისთვის, რომ ადამიანმა მიიღოს სექსოლოგის ლიცენზია, აუცილებელია მასტერის(მაგისტრის) ან დოქტორის ხარისხი სხვადასხვა აკადემიურ ველებში (სოციოლოგია, ფსოქოლოგია, ფსიქიატრია)

კარგი სექსოლოგი უნდა იცნობდეს შემდეგ აკადემიურ ველებს და საკითხებს:

  • ბიოლოგია
  • სექსუალური განვითარება
  • რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  • ოჯახის დაგეგმვა
  • სექსუალური განათლება
  • ცნობილი სექსოლოგები და მკვლევარები სექსოლოგიაში
  • სექსუალური ქცევა, არჩევანი, გადაწყვეტილება, სხეულის წარმოსახვა, გენდერის როლი,  სექსუალური ორიენტაცია, სქესის იდენტურობა, გენდერის იდენტურობა,  სექსუალური ძალადობა, სექსუალური დამოკიდებულება, პროსტიტუცია

როგორც წესი ადამიანი ლიცენზიას არ ღებულობს უშუალოდ სექსოლოგად, ის ღებულობს ლიცენზიას საკუთარ სპეციალობაში (სოციოლოგია, ფსიქოლოგია და ა.შ.) და მუშაობს სექ-თერაპევტად. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში იღებენ კონკრეტულ ლიცენზიას სექსოლოგიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, არიან პროფესიონალი სექსოლოგები უშუალო სექსოლოგის ლიცენზიის გარეშე და პირიქით.