დაგვიანებული ეაკულაცია

დაგვიანებული ეაკულაცია,  არის ეაკულაციის შეუძლებლობა ან გაძნელება სექსუალური აქტის დროს ნორმალური სექსუალური აღგზნების და სტიმულაციის ფონზე.  საშუალოდ მამაკაცები ორგაზმს და ეაკულაციას(ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს)  აღწევენ სქესობრივი აქტის დაწყებიდან 5 წუთამდე.  დაგვიანებულ ეაკულაციის დროს მამაკაცს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ეაკულაცია, ან ჰქონდეს დაახლოებით 30-45 წუთის განმავლობაში ან უფრო გვიან. ასეთ შემთხვევებში მამაკაცს შეუძლია დროულად ორგაზმის განცდა მასტურბაციის დროს, თუმცა ორგაზმი გაძნელებულია სქესობრივი აქტის შესრულების დროს.

მიზეზები: ძირითადად შეგვიძლია დავყოთ ორ ჯგუფად, ფსიქოლოგიური მიზეზები და ფიზიკური მიზეზები.  ფსიქოლოგიური მიზეზებიდან შეიძლება იყოს მრავალი,  უძილობა, ურთიერთობაში პრობლემები, ყურადღების და კონცენტრაციის გადატანა სხვა რამეზე სექსის დროს,  აღელვება და შფოთვა სიამოვნების მიღებასთან დაკავშირებით,  ძლიერი სტრესი, ცხოვრებისეული პრობლემები, იმის შიში, რომ მალე არ გაათავოს ზოგ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დაგვიანებული ორგაზმის ბრალი.

ახლა რაც შეეხება ფიზიკურ ფაქტორებს:  შეიძლება ადამიანი შეჩვეული იყოს გარკვეული მასტურბაციის ტექნიკას, რომლის დროსაც ისე ახდენს პენისის სტიმულაციას, როგორც სექსის დროს ვერ ხერხდება, ორგანიზმი შეიძლება შეჩვეული იყოს ასეთი ფორმით სტიმულაციას და ამიტომ გაძნელდეს სქესობრივი კავშირის დროს ორგაზმის მიღწევა.  განსაკუთრებით ეს ეხება მასტურბაციის დროს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ძლიერი წნევა,  პენისის ძლიერი მოხრა ან მოჭერა, ანუ ისეთი ფაქტორები რომლელსაც სექსის დროს პენისის ვერ იღებს ახდენენ გავლენას დაგვიანებულ ეაკულაციაზე.

აგრეთვე სხვადასხვა დაავადებებს შეუძლიათ  გამოიწვიონ დაგვიენებული ეაკულაცია ან ეაკულაციის და ორგაზმის განცდის შეუძლებლობა.  მაგ. ინსულტი, ზურგის ტვინის დაზიანება. ენდოკრინული დაავადებები: დიაბეტი, ნეიროპათიები, პროსტატის პრობლემები გარკვეულ შემთხვევაში ალერგიული დაავადებები.  ჰიპერტენზია და ა.შ. მენჯის ტრავმის დროს , იმ ოპერაციების დროს როცა შეიძლება დაზიანდეს ის ნერვები სადაც გაივლიან ის ნერვები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეაკულაციას და ორაზმს. დაგვიანებული ეაკულაციის მიზეზი შეიძლება გახდეს სხვადასხვა წამლების გვერდითი ეფექტები, ძირითადად ანტიდეპრესანტები (მაგ. პროზაკი).      ანტიფსიქოზურები (მელარი) ანტიჰიპერტენზიული (გუანთიდინი).  ეაკულაცია შეიძლება გახანგრძლივდეს ეაკულაციის შემდგომაც,  შესაძლებელია ეაკულაციის პრობლემები გამოიწვიოს ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებამაც. ძირითადად ხდება ვისკის გამოყენების დროს და ლუდის მიღებისას. შესაძლებელია ზოგჯერ ფსიქოლოგიური და ფიზიკური მიზეზები ერთად იყოს კომბინირებული. ოპიატებმა და სხვა ნარკოტიკებმაც შეიძლება მოგვცეს იგივე ეფექტი. მათი ძირითადი ეფექტი გამოწვეულია კუნთების პარალიზით ან მათი მოძრაობების შენელებით. ჭარბი ცოდნაც ერთ-ერთი მიზეზია, ვინაიდან პენისში სისხლის მიმოქცევა ირღვევა.

გვიანი ეაკულაცია პრობლემებს ქმნის მამაკაცისთვის, თუმცა შეიძლება საერთოდ არ ქმნიდეს პრობლემას პარტნიორისთვის პირიქით, შეიძლება დადეფითი ასპექტითაც განიხილოს პარტნიორისთვის. ამ მდგომარეობის ძირითადი გართულებაა, მაშინ, როცა პარტნიორები წყვეტენ სქესობრივ ცხოვრებას, რადგან მამაკაცი ვერ განიცდის ორგაზმს.

დაგვიანებული ეაკულაციის მკურნალობა დამოკიდებულია მისი განვითარების მიზეზებზე. როდესაც ეაკულაცია არ ხდება მხოლოდ სექსის დროს ასეთ შემთხვევაში სექს-თერაპევტის მკურნალობაა საჭირო, ხოლო თუ ეაკულაცია საერთოდ არ არსებობს უროლოგის ჩართვაა საჭირო.

მნიშვნელოვანია ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ეაკულაციას განიცდის ბევრი სახის სტიმულაციით, თუმცა ვერ აღწევს ამას უშუალოდ სქესობრივი აქტით, ვაგინალური, ანალური ან ორალური გზით.  მკურნალობა აუცილებელია ორივე პარტნიორისთვის, პარტნიორებმა უნდა ივარჯიშონ ერთმანეთთან ორგაზმის მიღწევაში სხვადასხვა სახის კავშირებით (ვაგინალური, ორალური, ანალური),  თავიდან სასურველია მამაკაცმა დაიწყოს ცალკე  მასტურბაცია, პარტნიორის თანდასწრებით, და ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს პარტნიორის ჩართულობა.  ეაკულაციის წინ უნდა მოხდეს პენისის შედება ვაგინალურად, ორალურად ან ანალურად.

სასურველია წყვილის ემოციური ინტიმურობის გაზრდა, მათი დაახლოება, უნდა მოხდეს იმ პრობლემის გამომჟღავნება, თუ არსებობს მათ შორის და მისი მოგვარება. სოგი სექსოლოგი ურჩევს ადამიანებს სექს-სათამაშოებს რათა შეეჩვიონ ვაგინალურ, ორალურ სექსს და ამ დროს ეაკულაციას. ეს ძირითადად იმ შემთხვევებშია ეფექტური, როცა საქმე გვაქვს მასტურბაციის ტექნიკიდან  გამომდინარე დარღვევასთან.

თუ ხშირად ხდება მასტურბაცია, მაშინ რამოდენიმე დღე მასტურბაციის შეწყვეტა, რადგან ეს შეაჩერებს პენისის ნერვების დესენსიტიზაციას და ორგაზმი უფრო ჩქარა მიიღწევა.

ვიაგრას თითქმის არ აქვს შედეგი ამ კუთხით ვინაიდან იგი პირიქით შეიძლება იწვევდეს პენისის თავის მგრძნობელობის დაქვეითებას და თავის ტვინში მიმავალი ინპულსების ძალას ამცირებს. გარკვეულ შემთხვევებში სეროტონინის ანტაგონისტებს მოაქვთ დადებითი შედეგი (ამანტადინი),  აგრეთვე შეიძლება პაციენტს დაეხმაროს დოფამინერგული აგენტები (ბუპროპიონი და ბუსპირონი) თუმცა ეს კვლევები მცირეა და ფართოდ მისმა გამოყენებამ ნაკლები შედეგი აჩვენა.

პროგნოზი დადებითია თუ: ადამიანს სექსუალური სურვილები, უყვარს საკუთარი პარტნიორი, უნდა პრობლემის მოგვარება, არ აქვს ძილის და სხვა ფსიქოლოგიურინ პრობლემები.