გენიტალური მეჭეჭები

გენიტალური მეჭეჭები (იგივე კონდილომა აკუმინატა,  ვენერიული მეჭეჭები, ანალური მეჭეჭები, ანოგენიტალური მეჭეჭები) არის მაღალი გადამდებლობის უნარის მქონე სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV),  ის ვრცელდება პირდაპირი გზით კანიდან კანზე კონტაქტით, ვაგინალური, ორალური და ანალური სექსის დროს ინფიცირებული პარტნიორისგან.გენიტალურ მეჭეჭებს იწვევს პაპილომა ვირუსის 6 და 11 ტიპები, უმრავლეს შემთხვევაში 90%- ში ეს ფორმები გვხვდება.  პაპილომა ვირუსით ადამიანი შეიძლება იყოს ინფიცირებული, მაგრამ გენიტალური მეჭეჭები არ განუვითარდეს, მეჭეჭებით ვლინდება ინფექცია დაახლოებით 1-5 % ში. პაპილომავირუსს შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის სიმსივნე, ანუსის სიმსივნე, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ადამიანები ისეთი ტიპის პაპილომა ვირუსით არ არიან ინფიცირებულები, რომელიც სიმსივნეს იწვევს. პაპილომა ვირუსით ინფიცირების გავრცელება დაახლოებით 27 %- ია სექსუალურად აქტიურ ადამიანებში, ხოლო მისი რაოდენობა მკვეთრად მაღალია სექსუალურად აქტიურ თინეიჯერებში.

მეჭეჭები შეიძლება იყოს ძალიან პატარაც (კლასტერებად) და დიდებიც, სხვა შემთხვევებში შეიძლება იყოს პატარა ღეროებივით, შეიძლება ნებისმიერ ადგილზე აღმოცენდეს პენისზე, ან პენისის მიმდებარედ, ანოგენიტალურ მიდამოში, ქალებში შესაძლებელია განვითარდეს საშოს გარეთაც და საშოს შიგნითაც,  საშვილოსნოს ყელთან,  ანუსის მიმდებარედ და ა.შ. ძირითადად ინფიცირებული შეიძლება იყვნენ მამაკაცები, თუმცა გამონაყარი უმრავლესობას არ აქვს. მეჭეჭები შესაძლებელია აღმოცენდეს პენისზე  თითქმის ნებისმიერ ადგილზე, აგრეთვე სკროტუმზე (სათესლე პარკის კანზე გარედან),  შესაძლებელია მეჭეჭები განვითარდეს ანუსის შიგნითაც. მეჭეჭების განვითარება შესაძლებელია პირის ღრუს შიგნითაც, ორალური სექსით ინფიცირების დროს.

ვირუსს შეუძლია შეაღწიოს კანნში და ლორწოვანში მიკროსკოპული აბრაზიებში სქესობრივი აქტის დროს. პაპილომა ვირუსმა ინფიცირებულ უჯრედებში შეიძლება გაატაროს თვეები და წლებიც  ლატენტურ მდგომარეობაში.

ინფიცირებულთან დაუცველი სექსის შემთხვევაში ინფიცირების 70% -იანი ალბათობა არსებობს. საბოლოოდ იმუნური სისტემა გაწმინდავს ოპრგანიზმს  პაპილომა ვირუსებისგან ინტერლეიკინებით და ინტერფერონებით.

დიაგნოზი: ხორციელდება გასინჯვით,  მეჭეჭებიდან აღებული მასალის ჰისტოპათოლოგიური ანალიზით.

პრევენცია –  ხდება ვაქცინაციაა პაპილომა ვირუსები: ტიპი 16,18,6 და 11 ის მიმართ ტიპი 16 და 18 იწვევენ საშვილოსნოს ყელის სიმსივნეებს. ვაქცინის მიღება საჭიროა ვირუსთან კონტაქტში შესვლამდე, ანუ ინფიცირებამდე.  ვაქცინაცია უტარდებათ ძირითადად გოგონებს ადრეულ ასაკში, ზოგ ქვეყნებში კაცებსაც.

მართვა – პაპილომა ვირუსისგან განკურნების კონკრეტული წამალი არ არსებობს, თუმცა ძესაძლებელია ხილული მეჭეჭების მკურნალობა.  გენიტალური მეჭეჭები შეიძლება გაქრეს მკურნალობის გარეშეც.  მცირე შემთხვევაში პირიქით გაიზარდოს.  წინასწარ თქმა შეუძლებელია მეჭეჭი გაიზრდება თუ გაქრება,  მეჭეჭების იდენთიფიცირებისთვის, ზოგჯერ მას ასხავენ ძმრის მჟავას (acetic acid)  და მეჭეჭი ხდება თეთრი იმ ადგილზე, თუმცა ეს მეთოდი რეკომენდირებული არ არის ვულვაზე, რადგან იქ მიკროტრავმების არსებობის შემთხვევაში შეიძლება იგივე შედეგი იყოს. სპეციალური გამადიდებელი ლუპებით და კოლონოსკოპიით აგრეთვე შესაძლებელია მეჭეჭების დათვალიერება.

პოდოქსიფოლი – პირველი რიგის პრეპარატია –  იყიდება ხსნარის, გელის ან კრემის სახით 0,15-0,5 % მდე.  მაგ.  Condylox (0.5%),  Wartec (0.15%) და Warticon (0.15%) , ჰიდროქსიფოლის დადებითი მხარე არის მისი დაბალი ღირებულება.

მკურნალობის ყველა გზამ შეიძლება დატოვოს ნაიარევი ან დეპიგმენტაციური უბანი. აგრეთვე გამოიყენება:  Imiquimod (Aldara) – ნაკლებად აღიზიანებს კანს მაგრამ შეიძლება სოკოვანი ინფექციის განვითარებას შეუწყოს ხელი,  აგრეთვე გრიპის მსგავსი სიმპტომატიკის გამოწვევა შეუძლია.

Sinecatechins (სავაჭრო ნიშნით Veregen and Polyphenon E) . აგრეთვე გამოიყენება ქირურგიული გზები მაგ. კრიოქირურგია..  და ქირურგიული გზით მეჭეჭის მოცილება (დიდი მეჭეჭებისთვის კარგია)  ლაზერული აბლაცია, ელექროკაუტერიზაცია და ზოგ შემთხვევაში  ინტერფერონითაც კი ხდება მისი მკურნალობა.

5-fluorouracil (5-FU) – აღარ გამოიყენება !

ეპიდემიოლოგია, პაპილომა ვირუსით ინფიცირებულია  აშშ-ს მონაცემებით  10-20% , კლინიკური მანიფესტაცია აქვს სექსუალურად აქტიური ადამიანების 1 % ინფიცირების 80% შემთხვევე. მიღებულია, რომ პაპილომავირუსისგან საბოლოოდ განკურნება არ ხდება თუმცა ბოლო კვლევების ნაწილის საწინააღმდეგოს აჩვენებს.

* პაპ ტესტი  პირდაპირ კავშირში არ არის პაპილომა ვირუსთან , მისით ადგენენ საშვილოსნოს ყელის პრეკანცერულ მდგომარეობას. მისი სახელი წარმოდგება მეცნიერი ჯორჯ  პაპანიკოლაუსგან, რომელმაც შეიმუშავა ეს მეთოდი, ამ დროს ხდება საშვილოსნოს ყელიდან უჯრედების აღება და მისი დათვალიერება მიკროსკოპით და პრეკანცერული მდგომარეობის არსებობა – არარსებობის დადგენა.

და ბოლოს , რამოდენიმე პრაქტიკული რჩევა გენიტალური მეჭეჭების არსებობის შემთხვევაში:

  • ეცადეთ არ დააზიანოთ არსებული მეჭეჭები;
  • მისი არსებობის შემთხვევაში აუცილებელია პარტნიორის ინფორმირება;
  • მისი არსებობის შემთხვევაში აუცილებელია დაცული სექსი (კონდომის გამოყენება);
  • მეჭეჭთან კონტაქტის შემდგომ აუცილებელია ხელების საპნით კარგად დაბანა (სასურველია ცხელი წყლით);
  • მოერიდეთ მასთან კონტაქტს;
  • მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის!