პენისის თავის ანთება

ბალანიტი არის პენისის თავის ანთება –  უმეტეს შემთხვევაში ბალანიტის დროს ანთებადია პენისის ჩუჩაც, ასეთ მდგომარეობას ბალანოპოსტიტს უწოდებენ, მას ახასიათებს პენისის თავის და ჩუჩის ქავილი, ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, გამონაყარი, დაწყლულება, ნადების წარმოქმნა, გამონადენი.

ბალანიტის ყველაზე ხშირი მიზეზია პენისის თავზე მიმდინარე ინფექციური პროცესები, რომლებიც უმეტესად ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციებით არის გამოწვეული, რომელიც ხშირად ჰიგიენის დაუცველობით არის გამოწვეული.  პატარა ბავშვებში, რომლებთაც ჯერ კიდევ პამპერსი აცვიათ ხშირად აქვთ პენისის თავის სიწითლე, რომელიც განსხვავებულია ბალანიტისგან და გამოწვეულია ამიაკური დერმატიტით (ammoniacal dermatitis).

ეტიოლოგია და ეპიდემიოლოგია –  პენისის თავის ანთება შეიძლება გამოიწვიოს ტრავმამ, გარემო ფაქტორებით გაღიზიანებამ, სხვადასხვა ინფექციურმა აგენტებმა და პათოგენებმა: ვირუსებმა, ბაქტერიებმა, სოკოებმა. ბალანიტი ხშირია ჰიგიენის დაუცველობის ან არასრული დაცვის შემთხვევაში, უფრო გავრცელებულია იმ მამაკაცებში, რომლებიც სრულად არ იბანენ პენისის თავს, განსაკუთრებით წინდაუცვეთავ მამაკაცებში, რომლებიც პენისის თავს არ იბანენ ბოლომდე რეტრაქცირებული (გადაწეული) ჩუჩით.  თუმცა ბალანიტის მიზეზი შეიძლება აგრეთვე გახდეს პენისის თავის ხშირი დაბანა საპნით.

ბალანიტი ხშირია დიაბეტით დაავადებულებში, რომელთაც არ აქვთ კარგად გაკონტროლებული შაქრის (გლუკოზის) დონე სისხლში.

Fergusson – ის კვლევების მიხედვით ბალანიტი გვხვდება   საშუალოდ 8 % წინდაცვეთილ ბიჭებში, ხოლო 14 % წინდაუცვეთავ ბიჭებში.   Fakjian  -ის მოხსენების მიხედვით ბალანიტი გვხვდება წინდაცვეთილი ბიჭების  2,3 %- ში და წინადუცვეთავი ბიჭების 12,5% -ში.

დიაგნოსტირება ხდება ანამნეზის სწორად შეკრებით შვაბით (ნაცხის ასაღები საშუალება) ნაცხის მიკროსკოპის ქვეშ დათვალიერებით  და კულტურის კვლევით. ზოგ შემთხვევაში ხორციელდება ბიოფსია.

ბალანიტის  კლასიფიკაცია გამომწვევის მიხედვით შემდეგია:

1 ) ირიტაციული – ჰიგიენის დაუცველობით გამოწვეული,  მაშინ როცა საპნის მოშორება პენისიდან კარგად არ ხდება, დეტერგენტებით გამოწვეული (სარეცხი საშუალებებით),  პენისზე შერჩენილი სმეგმით გამოწვეული,  არაადეკვატური გამშრალებით გამოწვეული,  კონტაქტური დერმატიტებით გამოწვეული, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ზიანდება პენისის სხეული და არა მარტო თავი;

2  ) ტრავმული, ფრიქციონალური ტრავმები, შემთხვევითი ჭრილობები, ეროზიები,  პოსტკოიტალური ეროზიები;

3 ) ინფექციური: სოკო, ბაქტერია, ვირუსი;

ა) კანდიდოზური ბალანიტი –  ყველაზე ხშირი ფორმაა ბალანიტის, ვითარდება ინფიცირებულ პაციენტთან სქესობრივი კავშირის შემდგომ. სოკოვანი ინფექციის პათოგენურობა დამოკიდებულია მასპინძლის იმუნურ მდგომარეობაზე, თანმხლებ დაავადებებზე (მაგ. დიაბეტი). კანდიდოზურ ბალანიტს ახასიათებს პენისის თავზე თეთრი ნადების წარმოქმნა, გამონაყარი პუსტულების სახით. ინფიცირებული შეიძლება იყოს საზარდულის მიდამოც. მიკროსკოპია და კულტივირების ჩატარება აუცილებელია.  რეკურენტული კანდიდოზური ბალანიტი იწვევს პენისის თავზე ნაპრალების გაჩენას.  შეიძლება ფიბროზი და სკლეროზიც განვითარდეს;

ბ) ტრიქომონული ბალანიტი –  ეს მდგომარეობა ძირითადად ვითარდება იმ ადამიანებში, ვისაც გრძელი ჩუჩა აქვთ.  შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც ზედაპირული, ასევე ეროზიული ბალანიტით.  შესაძლებელია შანკრიფორმული და აბსცესური მდგომარეობებიც განვითარდეს;

გ)  მიკოპლაზმური ბალანიტი;

დ) ქლამიდიური ბალანიტი – არაგონოკოკური ურეთრიტების ყველაზე ხშირი მიზეზი;

4) პრემალიგნანტური, მალიგნანტური და იდიოპათიური ბალანიტი.
ქრონიკული მდგომარეობებით შესაძლებელია  ბალანიტი განვითარდეს.

ა  - ქუარატის  ერითროპლაზია Erythroplasia of Queyrat (Bowen's disease)

ბ – ექსტრამამალური პეჯეტის დაავადება

გ – ზოონის ბალანიტი

დ - ბალანიტის ქსეროტიკა ობლიტერანს (ლიქენური ატროფიული სკლეროზი) Balanitis xerotica obliterans
ე - რეიტერის დაავადების დროს ცირცინატული ბალანიტი  Circinate balanitis in 
Reiter's disease
ვ - ბრტყელი ლიქენი
ზ- ფსორიაზი

სიმპტომები:

სიმპტომები, როგორც წესი აღმოცენდება ინფიცირებიდან ან დაზიანებიდან 3 დღის განმავლობაში და მოიცავს:

1) მცირე წითელი ეროზიები და დაზიანებები პენისის თავზე;

2) ჩუჩის სიწითლე, ძირითადად ჩუჩის შიგნითა ზედაპირზე;

3) პენისის სიწითლე;

4) გამონაყარი პენისის თავზე და დამატებითი სიწითლე;

5) ცუდი სუნის მქონე გამონადენი;

6) ჩუჩის და პენისის თავის ტკივილი.

ბალანიტის ძირითადი გართულებაა ჩუჩაზე ნაწიბურების წარმოქმნით ფიმოზის განვითარება.

ბალანიტის რამოდენიმე ტიპი: ზოონის ბალანიტი – იშვიათი კეთილთვისებიანი დერმატოზია

ცირცინატული ბალანიტი – მდგომარეობა რომელსაც თან ახლავს  რეიტერის სინდრომი Reiter’s syndrome –  ავტოიმუნური მდგომარეობაა.

ფსევდოეპითელური კერატული და  „კლდოვანი“ ბალანიტი. კანის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კანის დაზიანებით, მეჭეჭოვანი დაზიანებით.

მკურნალობა:  სუსტი  და საშუალო ბალანიტების დროს იყენებენ კალიურმის პერმანგანანტის ხსნარით  განმეორებად დაბანვას (1: 8000) , აგრეთვე სასურველია ანტიბაქტერიული კრემების წასმა. სუსტი კორტიკოსტეროიდებით ან მის გარეშე.

აუცილებელია გამომწვევი მიზეზის დადგენა და მისი მკურნალობაც – კანდიდური ბალანიტების დროს საჭიროა ორივე პარტნიორის მკურნალობა. გამოიყენება ანტიკანდიდური პრეპარატები : პოლინის და აზოლის ჯგუფის პრეპარატები. კეტოკონაზოლი, ინტროკონაზოლი.

ფლუკონაზოლი გამოიყენება ორალური მკურნალობისთვის რთულ შემთხვევებში.  განკურნებადია 90 % , ზოგ შემთხვევაში ინტრაურეთრული ან ინტესტინალური რეზერვუარი არსებობს, ან მარტივად , ხდება რეინფექცია 10 % შემთხვევებში.

მიკოპლაზმურ ბალანიტს მკურნალობენ ტეტრეაციკლინით.

მნიშვნელოვანია ბალანიტის დიფერენცირება: პენისის ჰირსუტული პაპულებისგან,  ტისონის ჯირკვლებისგან  Tysons glands - მდებარეობს ლაგამის გვერდებზე სიმეტრიულად შეიძლება გენიტალურ მეჭეჭებში იქნეს არეული შეცდომით ფორდიცის წერტილებისგან,  ლიმფოცელესგან, იგივე სკლეროზული ლიმფადენიტისგან.