ჰიდროცელე (სათესლის წყალმანკი)

ჰიდროცელე სათესლე პარკის გარსების წყალმანკი – სათესლის ვაგინალური გარსის შრეებს შორის სითხის დაგროვებაა, რომელიც გარს აკრავს სათესლეს.

ვაგინალური გარსი მუცლადყოფნის დროს სათესლეებთან ერთად მუცლის ღრუში ვითარდება და არსით პერიტონრუმის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ნაყოფის განვითარებასთან ერთად ეშვება სათესლე პარკში. ამ გარსის დანიშნულება, ისევე როგორც პერიტონეუმისა, ისაა, რომ გამოიმუშავოს სპეციფიური სითხე, რაც სათესლისთვის საცხია და იგი ადვილად მოძრაობს სათესლე პარკში. ნორმალურ მდგომარეობაში წონასწორობა მყარდება ამ სითხის გამომუშავებასა და მის უკუშეწოვას შორის. მა ბალანისის დარღვევა, რისი მიზეზის ვაგინალური გარსის შეწოვის უნარის დაქვეითებაა, იწვევს ამ სითხის დაგროვებასა და წყალმანკის (ჰიდროცელეს) ჩამოყალიბებას.

გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს მუცლის ღრუსა და ვაგინალურ გარსს შორის თანდაყოლილი დეფექტის არსებობა, სათესლისა და მისი დანამატის ანთებითი პროცესი, სათესლე პარკის ტრავმები, მენჯისა და საზარდულის მიდამოს ლიმფური კვანძების დაზიანება, გულის მძიმე უკმარისობა.

სათესლის გარსების თანდაყოლილი წყალმანკი ახალშობილთა 6%-ში გვხვდება და შემთხვევათა ნახევარში თავისთავად გაივლის. ზრდასრულებში ჰიდროცელეს სიხშირე ვარირებს 1-3%, თუმცა სხვადასხვა ქვეყნებისთავის ეს მაჩვენებელი ცვალებადია.

ჰიდროცელე ხშირად ვითარდება საზარდულის თაიქრებისა და ვარიკოცელეს ოპერაციების დროს.

ჰიდროცელე ერთი, ან ორივე სათესლის გადიდებით გამოვლინდება. ამასთან მისი ზომების ხშირად ისე იმატებს, რომ მამაკაცს მოძრაობაში უშლის ხელს.

სათესლე პარკი პალაპაციით ელასტიური კონსისტენსიისაა და უმტკივნეულო. ჰიდროცელეს ზრდის სიჩქარე შესაძლოა იყოს ნელი (რამდენიმე წელი), ან ძალიან სწრაფი (რამდენიმე კვირა).

დიაგნოსტირება ხდება ფიზიკალური გამოკვლევები, საბოლოო დიაგნოზი ისმევა დიაფანოსკოპიით და სათესლის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა.

თავად პაციენტის სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მას მხოლოდ ესთეტიური და ფუქციური თვალსაზრისით აქვს მნიშვნელობა.

ჰიდროცელეს მედიკამენტური მკურნალობა არ არსებობს. პაციენტისთვის გაწეული სწრაფი და დროებითი მეთოდია პუნკციის გზით სითხის ევაკუაცია სათესლიდან. თუმცა რეციდივი 100%-ში ვითარდება. ერთადერთი განკურნების საშუალება არის ქირურგიული ჩარევა.

ოპრაციის არსი მდგომარეობს ვაგინალური გარსის მოშორებაში, ან მის გაკვეთასა და შედგომ გაკერვაში. ზოგირთ პაციენტს გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ენიშნება ანტიბიოტიკები.