რა არის სექსუალური განათლება ?

სქესობრივი განათლება, იგივე სექსუალური განათლება,   არის  განათლების პროცესი რომლის შედეგადაც ხდება სქესობრივი ცოდნის შეძენა და სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება ადამიანის სექსუალობის შესახებ.  რათა შემდგომში ადამიანებმა მოახდინონ სწორი და კომპეტენტური არჩევნის გაკეთება ცხოვრებაში. სექსუალური განათლების მიზანია მოზარდებს და ახალგაზრდობას მიაწოდოს ცოდნა სქესობრივი ქცევის შესახებ, რათა მათ შემდგომში სწორი არჩევანი გააკეთონ, აგრეთვე ადამიანებმა უნდა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია მათი სექსუალური უფლებების შესახხებ.

  მსოფლიოში ფართოდ არის მიღებული ახალგაზრდობისთვის სექსუალური ცოდნის მიცემა, რადგან ეს ეხმარება მათ:

1)       სქესობრივი უფლებების გაცნობაში,

2)       სექსუალური ძალადობების თავიდან აცილებაში,

3)       არასასურველი ორსულობების პრევენციაში,

4)       სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და შიდსის გავრცელების პრევენციაში

5)       და  ჯანსაღი სექსუალური ცხოვრებით სიამოვნების მიღებაში და ის ურთიერთობები, რომლის ფორმირებასაც მოახდენენ ახალგაზრდები იქნება ჯანსაღი უსაფრთხო და სიამოვნების მომტანი.

რა არის სექსუალური განათლების მიზანი?

მისი მიზანია შეამციროს ნებისმიერი ნეგატიური შედეგი, რომელიც შეიძლება  მოჰყვეს სექსუალურ ქცევას. სქესობრივი განათლება პრევენციას უკეთებს შემდეგ მოვლენებს:

  • არასასურველი ორსულობა
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელება
  • სექსუალური ძალადობა

და, უზრუნველყოფს:

  • სექსუალური ქცევა იყოს ადამიანის პოზიტიური ქცევა
  • გააძლიეროს ურთიერთობების ხარისხი და დაეხმაროს შემდგომში გადაწყვეტილებების სწორად მიღებაში.
  • უსაფრთხო და სიამოვნების მომტანი სექსუალური ცხოვრების ფორმირება

კონკრეტულად რა გამოცდილებას ან ცოდნას მაძლებს სქესობრივი განათლება?

სქესობრივი განათლების მნიშვნელობა ძალიან დიდია, ის ადამიანს აძლევს  ზოგად ცხოვრებისეულ ცოდნას(ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას აძლევს ადამიანს) და გამოცდილებას. აძლევს საშუალებას ახალგაზრდებს იმსჯელონ  და მიაღწინო შეთანხმებებს, ჰკითხონ რჩევა, ურჩიონ და დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს სჭირდებათ.   UNICEF -ის მიხედვით არ არსებობს იმ ცხოვრებისეული ცოდნის ზუსტი ჩამონათვალი, რომელიც  შეიძლება შედიოდეს  Life skills (რომელ ცოდნასაც სექსუალური განათლება იძლევა)- ში თუმცა მათი არსება ხშირად გადამწყვეტია ადამიანის ცხოვრებაში. მაგ. კრიტიკული აზროვნების უნარი, გამოიყენება ცხოვრებაში სინთეზურად, ანუ ეს არ არის კოკრეტული სპეციალობა მაგრამ ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიღების დროს გადამწყვეტია.   მაგ. ღირებულებათა კლარიფიკაცია, განსაზღვრა, გარკვევა.  ამ შემთხვევაში ადამიანი სვავს კითხვას, რა არის მნიშვნელოვანი ჩემთვის?

Life skills ზი  შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ სფეროში, ნაკრომანიის პრევენციიდან დაწყებული ფინანსური წიგნიერებით დამთავრებული.

სექსუალური განათლება აძლევს ახალგაზრდობას აგრეთვე იმის უნარს, გაარჩიონ ერთმანეთისგან სწორი და არასწორი ინფორმაცია. და ისაურონ სხვადასხვა ღირებულებებზე, ფიზიკურ და  მორალურ  ასპექტებზე  სქესის და ადამიანების სექსუალობის განხილვისას. შეხედულებების და დამოკიდებულებების ჩამოყალიბება. ახალგაზრდებს მუდმივად უწევთ საკუთარი დამოკიდებულებების და შეხედულებების გამოხატვა  ცხოვრებაში განსაკუთრებით სექსუალურ ასპექტებში.  ზოგჯერ ეს დამოკიდებულება რეალობასთან დისონანსში მოდის და მცდარია. სქესი და სექსუალობა საკმაოდ რთული და სენსიტიური საკითხებია და აუცილებელია სექსუალური განათლების მიღებისას, რეალობა და სწორი პოზიციები დაფიქსირდეს მკვეთრად  და ნაწილობრივ უნდა მართონ სექსუალური მორალის ჩარჩოები.