დამოკიდებულებები და შეხედულებები სექსის შესახებ

ახალგაზრდობაში და არა მარტო,  ფართოდ არის გავრცელებული სხვადასხვა დამოკიდებულებები სხვადასხვა მოვლენების მიმართ, რომელიც ადამიანის სექსუალობას ეხება, მათი ნაწილი შექმნილია მედიის გავლენით, ნაწილი სუბიეტური მოსაზრებებით, ნაწილი თანატოლებისგან მიღებული ინფორმაციით და ა.შ.  ადამიანები ყოველთვის არიან სექსუალური მორალის და კულტურულ ხედვის ჩარჩოებში მოქცეული.  განსაკუთრებით ახალგაზრდები,   მათ აინტერესებთ ადამიანის სექსუალობაზე საუბარი, შეხედულებების მიღება განსაკუთრებით მათგან ვისაც აქვს მკაფიო შეხედულებები ჩმოყალიბებული ამ საკითხების შესახებ, მაგ. ჰომოსექსუალურ ურთიერთბებზე, აბორტზე, კონტრაცეფციაზე და ა.შ. თუმცა ამის შესაძლებლობა ყველა პოპულაციაშ არ არსებობს.

სექსულაური განათლება ეხმარება ადამიანებს  ჩამოუყალიბდეთ სწორი შეხედულებები და დამოკიდებულებები ადამიანის სექსუალობის შესახებ.  სწორი ინფორმაციის მიღება არ ეწინააღმდეგება უკვე არსებულ მორალურ  შეხედულებებს. მაგ შეიძლება ადამიანი ფიქრობს, რომ მას არ უნდა ჰქონდეს სექსი ქორწინებამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან არ უნდა მიიღოს ინფორმაცია უსაფრთხო სექსის შესახებ.  სექსუალური განათლება უზრუნველყოფს, რომ ადამიანმა აირჩიოს საკუთარი სექსუალური ცხოვრება, გადაწყვიტოს როდის თქვას უარი სექსზე და როდის არა, ან საერთოდ ჰქონდეს სექსი თუ არა.  სექსუალური განათლება ასწავლის ადამიანს იმასაც, თუ რატომ აქვთ ადამიანებს სექსი და რატომ უნდებთა სექსუალური აქტივობა.  შეიცნობენ, რა მნიშვნელობა ენიჭება სექსუალურ აქტივობას , როგორ განსაზღვრავს ის ინტერპერსონალურ ურთიერთობებს.  ადამიანებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ უნარი გაარჩიონ ერთმანეთისგან  სექსუალური ორიენტაციები, სექსუალური იდენტურობა, გენდერული იდენტურობა და ბიოლოგიური სქესი და ა.შ.

ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის აუცილებელია სექსუალური განათლების მიღება შემდეგი  კუთხით:

სექსუალური განვითარება და რეპროდუქცია. ეს მოიცავს ფიზიკურ -ემოციურ ცვლილებებს  გარდატეხის ასაკში, სქესობრივი მომწიფების თავისებურებებს, განსაზღვრავს ნორმას და პათოლოგიას,  აღწერს რეპროდუქციულ მახასიათებლებს და ფიზიოლოგიას და პათოლოგიებს, რომლებიც სექსუალურ აქტივობას შეიძლება ახლდეს თან. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, აივ-ინფექცია და ა.შ.

კონტრაცეფცია და ოჯახის დაგეგმვა  – აქ განიხილება რომელი კონტრაცეფტივი, როგორ მოქმედებს, მოცემულ შემთხვევებში, რომლის გამოყენება ჯობია, უპირატესობები და ნაკლები. განიხილავს შვილის ყოლის დაგეგმვას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

ურთიერთობები – ეს ნაწილი განიხილავს სიყვარულს, ვალდებულებებს, ქორწინებას, და სხვა ურთოერთბებს, რომელიც შეიძლება კანონით განისაზღვროსდ. სექსუალური ქცევებთან კანონის დამოკიდებულებას,  აგრეთვე ნაწილობრივ ხდება კულტურული და რელიგიური ხედვების გაცნობა სხვადასხვა სექსუალური ქცევის და თვითონ ადამიანის სექსუალობის შესახებ.

მნიშვნელოვანია სექსუალური განათლების მიღება ახალგაზრდა ასაკში. მრავალ ქვეყანაში სექსუალური განათლება იწყება  სქესობრივი მომწიფების ასაკამდე.