სექსუალური მიმზიდველობა

სექსუალური მომხიბვლელობა ადამიანის უნარი სექსუალურად ან ეროტიულად მოხიბლოს სხვა ადამიანი დიდ წილად გამოიყენება სექსუალური სექლექციის დროს ან წყვილის არჩევის დორს.  სექსუალური მომხიბვლელობა შეიძლება იყოს ფიზიკური ან სხვა მახასიათებლების ნაკრები. მაგ. ადამიანის გარეგნობა, სუნი, მოძრაობები, ხმა და სხვა ფაქტორები, ან პერსონალური მახასიათებლები. მომხიბვლელობა შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს: ტანსაცმელმა, სუნამომ, მაკიაჟმა, თმის ვარცხნილობამ, ამ ფაქტორებზე ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის ინდივიდუალიზმი, ფსიქოლოგიური ფაქტორები, კულტურული ფაქტორები საზოგადოების გავლენა სადაც ის ცხოვრობს და ა.შ.  სექსუალურობა აგრეთვე დამოკიდებულია შემფასებლის ხედვაზე, იმაზე თუ რა განცდას იწვევს კონკრეტული ადამიანის ყურება და  მისი ნაკვთების ერთობლიობა კომპლექსში როგორ აღიქმება მაყურებლის ან შემფასებლის მიერ.

ადამიანის სექსუალურობა დამოკიდებულია აგრეთვე შემფასებლის სექსუალურ ორიენტაციაზე, მაგ. ჰომოსექსუალოებს მსგავსი სქესის ადამიანები ეჩვენებათ უფრო სექსუალურად, ბისექსუალებს ორივე, ასექსუალები მიიჩნევენ, რომ სექსუალური არც ერთი ადამიანი არ არის, და მოხიბლულები ამ მხრივ ვერცერთი სქესის წარმომადგენლებით ვერ რჩებიან, თუმცა მათ შეიძლება ჰქონდეთ ჰომორომანტიული, ბირომანტიული და ჰეტერორომანტიული ურთიერთობები. ინტერპერსონალური მოხიბვლა განსხვავდება სექსუალური მოხიბვლისგან, თუმცა აქვს მასთან საერთო შეხების წერტილები.

ინტერპერსონალური მიმზიდველობა მოიცავს: ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ მსგავსებას,  მენტალური წარმოდგენების სიახლოვე, კომპლემენტარულობა, რეციპროკული მოწონება, შევსება.

სექსუალურობა შეიძლება განხილულ იქნეს სხვა ასპექტშიც,  მაგ. ბიოლოგიურად სექსუალურობა(იგივე სექსუალობა), არის  რეპროდუქციული ქცევა და მასთან ასოცირებული მოვლენები.

ადამიანის სექსუალურ მიმზიდველობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის ფიზიკურ გარეგნობას:

  • ვიზუალური აღქმა (როგორ უყურებს სხვებს, სხვები როგორ უყურებენ, როგორ იქცევა, როგორ მოძრაობს, თუნდაც როგორ ცეკვავს)
  • სმენა –  როგრ საუბრობს, როგორია მისი ხმა, რა გავლენას ახდენს მისი საუბარი ადამიანზე
  • ყნოსვა –  როგორი სუნი აქვს ბუნებრივი ან ხელოვნური(სუნამო).

ადამიანი გამოიმუშავებს ფერომენებს, მისთვის სპეციფიური სუნის მქონე ნივთიერებას, რომელიც შეიძლება მიმზიდველი აღმოჩნდეს სხვა ადამიანისთვის და პირიქით.

თუმცა მეცნიერების შეხედულებით ფერომენებს ადამიანის შემთხვევაში შედარებით ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება.