IARINA – ЯРИНА – იარინა

იარინა – მონოფაზური დაბალდოზირებული ორალური კონტრაცეპტივია, რომელიც შეიცავს დროსპირენონს.

დროსპირენონი უნიკალური პროგესტერონია, რომელსაც ანტიმინერალოკორტიკოიდული და ანტიანდროგენული აქტივობა აქვს.

პრეპარატი იარინა  კონტრაცეფციის მაღალი დონით ხასიათდება, გარდა ამისა დამატებითი უპირატესობებიც აქვს: იგი ამცირებს პრემენსტრუალური სინდომის სიმძიმეს, აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას.

შემადგენლობა

იარინას ერთი აბი შეიცავს 3 მგ დროსპირენონს და 0,03 ეთინილესტრადიოლს.

დამხმარე ნითიერებებია: ლატქოზის მომოჰიდრიდი, სიმინდის სახამაბელი, მოდიფიცირებული სახამებელი, პოლივიდონ 25000, მაგნიუმის სტერატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსოდი, რკინის ოქსიდი.

გამოყენების ჩვენება

პრეპარატი ჰორმონალური კონტრაცეფციისთვის გამოიყენება. იარინა გამოიყენება აკნესა და საებორეის დროსაც, აგრეთვე ორგაზნიზმში ჰორმონდამოკიდებული სითხის შეკავების დროს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

იარინა კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივია. ის თრგუნავს ჰიპოფიზის მიერ გონადოტროპული ჰორმონების სინთეზს, ამუხრუჭებს ფოლიკულების მომწიფებას და ხელს უშლის ოვულაციის განვითარებას. იარინა ცერვიკალურ სეკრეტს ხდის მეტად ბლანტს, რაც სოერმატოზოიდების საშვილოსნოში მოხვედრას უშლის ხელს. დროსპირენონს გააჩნია ანტიმინერალოკორტიკოიდული ეფექტი და ხელს უშლის სხეულის წონის მატებას (და ნებისმიერ სიმპტომს, რომელიც სხეულში სითხის შეკავებას უკავშრდება). დროსპირენონი გამორიცხავს ესტროგენებით გამოწვეულ ნატრიუმის შეკავებას, უზრუნველყოფს იარინას კარგ ამტანობას ქალებში და ამსუბუქებს პრემენსტრუალურ სინდრომს. ეთინილესტრადიოლთან კომბინაციაში დროსპირენონი აუმჯობესებს ლიპიდურ პროფილს და ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს. დროსპირენონს აქვს ანტიანდროგენული აქტივობა და ხელს უწყობს აკნეს გაქრობასა და ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითებას. იგი ხელს არ უშლის ეთინილესტრადიოლის მიერ ინდუცირებულ ცილების დონის მატებას, რომლებიც თავის მხრივ ბოჭავენ ენდოგენურ ანდროგენებს.

იარინას გამოყენების დროს მენსტრუალური ციკლი ხდება რეგულარული, იშვიათია მტკივნეული მენსტრუაციები, მცირდება მენსტრუალური გამონაყოფების რაოდენობა, რის შედეგადაც მცირდება რკინადეფიციტური ანემიების განვითარების რისკი.

გამოყენების ინსტრუქცია

იარინა უნდა იქნას მიღებული დღე-ღამეში ერთი აბი 21 დღის განმავლობაში უწყვეტად.

ტაბლეტები უნდა მიიღონ ფიფრიტაზე მითითებული თანმიმდევრობით, ყოველდღე მეტნაკლებად ერთსა და იმავე დროს წყლის მცირე რაოდენობით.

ყოველი ახალი კოლოფის მიღება იწყება 7 დღიანი შესვენების შემდეგ, რომლის დროსაც აღინიშნება მენსტრუალური სისხლდენა. მენსტრუაცია წამლის მიღების შეწყვეტიდან, ანუ ფირფიტის დაცარიელებიდან მეორე-მესამე დღეს იწყება და მოსალოდნელია, რომ არ დასრულდეს პრეპარატის მიღების განახლების დრომდე. შემდეგი კოლოფი იარიანას დალევა იწყება მიღების შეწყვეტიდან ზუსტად მერვე დღეს (ანუ ზუსტად 7 დღე არ სვამს ქალი მას)!!!

თუკი ქალი არ ხმარობს არანაირ კონტრაცეპტივს და მას სურვილი აქვს იარინას იხმაროს, დალევა მენსტრუალუტი სისხლდენის პირველივე დღეს უნდა დაიწყოს. დასაშვებია კონტრაცეპტივის მიღების დაწყება მენსტრუაციული სისხლდენის 2-5 დღეს, თუკი ამავდროულად უნდა გამოიყენეოს ქალმა კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდები კოლოფიდან პირველი 7 აბის მიღების განმავლობაში.

მშობიარობის შემდგომ ქალი უნდა დაელოდოს პირველ ნორმალურ მანსტრუალურ ციკლს და შემდეგ უნდა დაწყოს იარინას მიღება ზემოთ ახსნილი სქესმის მიხედვით.

ცვლილებები დოზირების რეჟიმში

თუკი ქალს დაავიწყდა იარინას აბის მიღება, მან გამოტოვებული აბი რაც შეიძლება მალე, ხოლო შემდეგი აბი, ჩვეულებრივ დროს.

თუკი აბის მიღების დაგვიანება არ აღემატება 12 საათს, კონტრაცეფციის საიმედოობა არ იცვლება.

თუკი დაგვიანება აჭარბებს 12 საათს, კონტრაცეფციის ამ საშუალების საიმედოობა შესაძლოა დაქვეითდეს. ამიტომ ქალმა გამოტოვებული დოზა უნდა დალიოს სასწრაფოდ, თუნდაც ორი აბის დალევამ მოუწიოს ერთად. ამასთან აუცილებელია შვიდი სღის განმავლობაში კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება.

იარინას მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში ღებინების შემთხვევაში პრეპარატის აქტიური ნივთიერებების აბსორბცია ნაკლები იქნება. ამიტომ ქალმა დამატებით ერთი აბი უნდა დალიოს, მაგრამ თუკი მას დოზირების რეჟიმში არ უნდა რამის შეცვლა, ის დამატებითი აბი უნდა დალიოს იარინას ახალი კოლოფიდან.

გვერდითი ეფექტები

  • ღებინება, გულისრევა;
  • საშოს სეკრეციის დარღვევა;
  • სარძევე ჯირკვლების დაბერვა, მტკივნეულობა, სეკრეტის გამოყოფა, სხეულის წონის ცვლილება (გამონაკლის შემთხვევაში), ლიბიდოს ცვლილებები;
  • ხასიათის ცვლილებები, თავის ტკივილები, შაკიკი;
  • ალერგიული რეაქციები, სხვადასხვა რეაქციები კანზე.

უკუჩვენებები

  • ანამნეზში თრომბოზების არსებობა;
  • თრომბოზისწინერა მდგომარეობები;
  • შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით;
  • ღვიძლის მძიმე დაავადებები;
  • სიმსივნური წამონაქმნები;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • უცნობი გენეზის ვაგინალური სისხლდენა;
  • ორსულობა, ან ეჭვი ორსულობაზე;
  • ლაქტაცია;
  • ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტებისადმი.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება კოლოფზე მითითებული ვადის გადაცილების შემდეგ.