აპლიკაციური კონტრაცეფცია

უკანასკნელ პერიოდში ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა კონტრაცეფციის ახალი ფორმა – აპლიკაციური ფორმა. კანის აპლიკატორი შეიცავს იმავე ნივთიერებებს, რასაც კონტრაცეპტივების ტაბლეტირებული ფორმა.

ამ კანის აპლიკატორის კომპონენტები ნელ-ნელა გადადის სისხლში კანიდან. ტაბლეტირებული ფორმებისაგან განსხვავებით სისხლში კონტრაცეპტივის კონცენტრაცია მუდმივია, რაც საიმედო კონტრაცეფციის გარანტიაა. კონტრაცეფციული აპლიკატორი სხეულის ოთხ უბანზე შეიძლება დამაგრდეს: მხრის გარეთა ზედაპირი, ბეჭები, მუცელი და დუნდულები.

არ არის სასურველი აპლიკატორი დაეკრას გაწითლებულ, გაღიზიანებულ და დაზიანებულ კანზე.

ერთდროულად მხოლოდ ერთი აპლიკატორის ხმარება შეიძლება.

ყოველი მომდევნო აპლიკატორი შეიძლება დაეკრას ერთსა და იმავე ანატომიურ სტრუქტურას, მაგრამ არა ერთსა და იმავე ადგილას, მაგ, აპლიკატორი მარცხენა ბეჭზე იყო დაწებებული, შემდეგ დაკვრაზე მარცხენა მხარეს უნდა დაიკრას.

კონტრაცეფციული აპლიკატორი ეკრობა სუფთა კანს. ამ უბანში კანის მოვლის საშუალებები არ უნდა იხმაროს ქალმა, რათა არ მოხდეს აპლიკატორის მოულოდნელი ახსნა.

აპლიკატორის დაკვრის დროს დამცავი საფარის ერთი ნახევარი უნდა მოიხსნას, დაეკრას კანს, შემდეგ მოიხსნას მეორე ნახევარი და ის ნახევარიცდაეკრას. შემდეგ ხელით 10 წამის განმავლობაში კანს უნდა მივაჭიროთ ხელი.

ქალის ცხოვრების წესს ეს აპლიკატორი არანაირად არ ცვლის. ქალს შეუძლია დაკავდეს სპორტით, იაროს საუნაში და ბასეინზე, მიიღოს შხაპი და მზის აბაზანები. აპლიკატორი საიმედოდ ემაგრება კანს.

ერთი პლასტირის ტარება საშუალოდ 7 დღეზეა გათვლილი.

პირველი აპლიკატორი უნდა გამოიყენოს ქალმა, მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს, მეორე 8-ე დღეს, მესამე – 15-ე დღეს, 22-ე დღეს ეს უკანასკნელი იხსნება და 7 დღე ქალის ორგანიზმი ისვენებს.

კანის აპლიკატორის გამოცვლა შეიძლება მოხდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

თუკი აპლიკატორის გამოცვლა დააგვიანდა ქალს, მან მომდევნო 7 დღის განმავლობაში კონტრაცეფციის მექანიკური მეთოდები უნდა გამოიყენოს.