ეფექტური სექსუალური განათლება

აშშ-ში ყოველ წელს დაახლოებით 850 000 თინეიჯერი ორსულდება,  25 წლამდე ახალგაზრდებში 9,1 მილიონი ახალგაზრდა ინფიცირებულია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით.   18 წლამდე ახალგაზრდობის 70 % აშშ-ს პოპულაციაში უკვე აქვს სქესობრივი კავშირი. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სრულყოფილი სექსუალური განათლება ეხმარება თინეიჯერებს სქესობრივი ცხოვრების სწორად წარმართვაში და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. მხოლოდ თავშეკავების პროგრამები ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა.

აშშ-ს მთავრობამ ამ უკანასკნელ პროგრამაზე მუშაობაში ერთი მილიარდი დოლარი დახარჯა, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებს აქვთ სრული უნივერსალური უფლება მიიღონ სრულფასოვანი სექსუალური განათლება.

სრულფასოვანი სექსუალური განათლება უზრუნველყოფს ახალგაზრდებში პრეზერვატივების გამოყენების ზრდას, სექსუალური აქტების სიხშირის დაქვეითებას,  პარტნიორების რაოდენობის შემცირებას, სექსუალური ცხოვრების დაწყების ასაკის დაგვიანებას. ყოვლისმომცველი სქესობრივი განათლების შედეგად მცირდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და შიდსით ინფიცირების  შემთხვევებიც და არასასურველი ორსულობების რაოდენობა.

რაც შეეხება მხოლოდ აბსტინენციურ პროგრამებს, მის შედეგად სექსის დაწყების ასაკი გაიზარდა, თუმცა ამასთანავე არ შემცირდა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიხშირე და გაიზარდა არასასურველი ორსულობების რაოდენობა.

აბსტინენციური პროგრამების შეფასებისას, საბოლოოდ დადგინდა, რომ პირველი სექსის ინიცირების რაოდენობა ეფექტურად არ შეამცირა აბსტინენციურმა პროგრამებმაც.

  • ამ პროგრამების დროს ხშირად გამოიყენებოდა: ცრუ ინფორმირება კონტრაცეპტივების ეფექტურობის შესახებ;
  • ხდებოდა ცრუ ინფორმაციის მიცემა აბორტების რისკების შესახებ;
  • რელიგიური შეხედულებების გამოყენება ხდებოდა, როგორც მეცნიერული ფაქტებისა:
  • სტერეოტიპების შექმნა ბიჭების და გოგონების სექსუალობასთან დაკავშირებით
  • სამედიცინო და მეცნიერული ფაქტების არაზუსტობა.

The American Academy of Pediatrics, American College of Obstetricians & Gynecologists, American Medical Association, American Public Health Association, Institute of Medicine, and Society for Adolescent Medicine.

ჩამოთვლილმა ორგანიზაციებმა საბოლოოდ მხარი დაუჭირეს ყოვლისმომცველ სექსუალურ განათლებას,  რომელიც მოიცავს ინფორმაციას, როგორც კონდომების გამოყენების შესახებ, ასევე თავშეკავების და აბსტინენციის შესახებ. 90 % მდე გამოკითხულ ამერიკელს სურდა, რომ სექსუალური განათლება ყოფილიყო ყოვლისმომცველი, ხოლო სხვადასხვა კვლევებით დაახლოებით 14-15% სურს, მხოლოდ აბსტინენციური პროგრამები.

ეფექტური სექსუალური განათლების მახასიათებლები:

  • მოცემული კულტურისთვის შესაბამისობაში მოსული ოპტიმალური ასაკის შემოთავაზება და მისაღები ინფორმაციის მიწოდება სექსუალური ჯანმრთელობის კუთხით;
  • აუცილებელია კოოცპერაციული ურთიერთობის ჩამოყალიბება სამიზნე აუდიტორიასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან;
  • დაეხმაროს ახალგაზრდობას სწორი შეხედულებების და ფასეულობების ჩამოყალიბებაში;
  • დაეხმაროს ახალგაზრდობას ჩამოუყალიბდეთ უარის თქმის, კამათში ჩაბმისა და კომუნიკაციის უნარი;
  • უზრუნველყოს ახალგაზრდობას მიაწოდოს სწორი სამედიცინო ინფორმაცია აბსტინენციის და კონტრაცეფციის შესახებ, პრეზერვატივების ჩათვლით.
  • უნდა გამოხატოს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და შიდსის ინფიცირების, აგრეთვე არასასურველი ორსულობების პრევენციის პრიორიტეტები;
  • აუცილებელია ფოკუსირება, ახალგაზრდობას საკუთარი ქცევის შესახებ სწორი ინფორმაცია უნდა მიეცეს.
  • ფოკუსირება მოახდინოს რისკისშემცველი ქცევის შემცირებაზე და დაცვითი ქცევის მომატებაზე;
  • პატივი სცეს საზოგადოების ფასეულობებს და მისცეს საპასუხო რეაქცია საზოგადოების საჭიროებებს;
  • გამოიყენოს კომბინირებული სასწავლო მეთოდები, რომელიც იქნება ყოვლის მომცველი და მაქსიმალურად ინფორმატიული.