სქვირთი – ქალის ეაკულაცია

ქალის ეაკულაცია საშოდან გარკვეული რაოდენობის სითხის გამოყოფაა ორგაზმის დროს. ქალის ეაკულაცია საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ზოგიერთ ქალში იგი გვხვდება ცხოვრებაში ერთხელ, ნაწილში კი იგი საერთოდ არ აღინიშნება. მასტერსისა და ჯონსონის მიერ ჩატარებული ცნობილი კვლევის დროს, რომელშიც 400 ქალი მონაწილეობდა, არ დაფიქსირებული ქალი ეაკულაციის არც ერთი შემთხვევა.

მიუხედავად ამისა, გინეკოლოგიურ პრაქტიკაში არსებობენ ქალები, რომლებიც მუდმოვად ეაკულირებენ ორგაზმის დროს.

ქალის ეაკულაციის დროს გამოყოფილი სითხე შეიძლება იყოს განსხავებული. კონსისტენცია ხშირად არის ლორწოს მსგავსი, ფერი მოთეთრო ან მოყვითალო, სუნი კი ისეთივე, როგორიც ვაგინალურ სეკრეტს აქვს. როცა გამოყოფილი ეაკულატი დიდი რაოდენობისაა, იგი უფრო წყალს მოგვაგონებს და არა აქვს გამოხატული სუნი.

1980 წლამდე ექიმები თვლიდნენ, რომ ქალის ეაკულაციის დროს გამოყოფილი სითხე იყო შარდი. მკურნალობის მიზნით ექიმები პაცინტებს მენჯის კუნთების გასამაგრებელ ვარჯიშებს უნიშნავდნენ.

რეალურადაც, ძალიან ბევრ ქალს აქვს ორგაზმისა და ფიზიკიური დატვირთვის დროს მცირედი შარდის გამოყოფა. რაც უფრო სქესობრივი აქტის ინტენსივობასთანაა კავშირში, ვიდრე ორგაზმთან.

საბოლოოდ დადგინდა, რომ ეს არ იყო შარდი, ვინაიდან არ შეიცავდა არც კრეატინინს, არც შარდოვანას, რაც ჩვეულებრივად შარდის შემადგენლობაში შედის. გარდა ამისა, ქალის ეაკულატი იყო გამჭვირვალე და საცვალზეც არ ტოვებდა ლაქებს. ასე რომ მალევე დადატურდა კვლევებით, რომ ეს არ იყო შარდი და ქალის ეაკულაციაზე შეხედულებებიც შეიცვალა. დადასტურდა, რომ ქალებიც ეაკულირებენ და ეაკულატი სკენეს ჯირკვვლების სეკრეტს შეიცავს სხვა კომპონენტებთა ერთად.

ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ქალის ეაკულაცია G წერტილის სტიმულაცის უკავშირდება. თუმცა ეს მოსაზრებაა მხოლოდ და კვლევებით დადასტურებული არ არის.

ქალის ეაკულატს სქვირტს უწოდებენ.