ქალის ორგაზმის მრავალფეროვნება

ორგაზმი მრავალფეროვანი, არასტანდარტული და მკაცრად ინდივიდუალურია.

შესაბამისად, კითხვაზე როგორი უნდა იყოს ქალის ორგაზმი, კონკრეტული პასუხი არ არსებობს, ვინაიდან ორგაზმის დროს შეგრძნებები მეტად მრვალფეროვანია.

მიღებულია ორგაზმის ორი შემადგენელი კომპონენტის გამოყოფა: ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური (ემოციური). ფიზიოლოგიურად მიიჩნევა ცვლილებები სასქესო ორგანოებში: საშოს შიგნითა ნაწილის გაფართოება, მისი დასველება (სეკრეტის გამოყოფა), საშოსა და შორისის კუნთების მიერ პენისის მეტად მოჭერა, საშოს რითმული შეკუმშვები (2-3 დან 20-30 შეკუმშვა). აღწერიალია აგრეთვე ცნობიერების წამიერი გათიშვები, რომელსაც სდევს ძლიერი სიამოვნების შეგრძნება კლიტორის მიდამოსა და მთელი მუცლის მიდამოში.

ორგაზმის ამ კომპონენტს განაპირობებს ორგანიზმის რამდენიმე სისტემის ურთიერთშეთანხმებული მოქმედება, მათ შრის ნერვული სისტემისაც, განსაკუთრებით ნერვული სისტემის იმ ნაწილისა, რომლეიც აკონტროლებს მენჯის ორგანზოების, ჯირკვლების, სისხლძარღვების ფუნქციონირებას – ანუ ვეგეტატიური ნევული სისტემის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჰორმონების კოორდინირებული გამოყოფა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირება და ა.შ.

ემოციური შეგრძნებები, რომელიც თან სდევს ქალის ორგაზმს, ვარირებს ძალიან ძლიერიდან სუსტად გამოხატულამდე, ზოგჯერ კი უსიამოვნო და მტკივნეულ განცდამდეც კი.

შეგრძნებები შესაძლოა განსხვავებული ჰქონდეს არა მხოლოდ ორ სხვადასხვა ქალს, არამედ ერთ ქალსაც კი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდსა თუ მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ფაზაში, აგრეთვე სხვადასხვა პარტნიორთან და ა.შ.

ხშირად ორგაზმის ემოციური კომპონენტის გამოხატულება დამოკიდებულია, ისეთ ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე როგორიცაა გუნება-განწყობა, პარტნიორთან დამოკიდებულება, სიამოვების განცდის მოლოდინი, სქესობრივ აქტთან დამოკიდებულება და გარემოება, რომელშიც ის ხდება.