ანორგაზმია – ნორმა თუ სექსუალური დიფუნქცია?

ანორგაზმია ნორმად ითვლება სექსუალური ცხოვრების დასაწყისში. ამ პერიოდში ხდება ქალის სექსუალობის გაღვიძება, მისი შეწყობა პარტნიორის თავისებურებებთან, აგრეთვე ორგაზმის განცდის თავისებურებების ჩამოყალიბების პროცესის დასრულება. სექსუალური თანაცხოვრების პირველ წელს პარტნიორები სიამოვენბის მიღების სხვადასხვა ვარიანტებს სინჯავენ. ნელ ნელა ავლენენ ერთმანეთის სხეულში არსებულ ეროგენულ ზონებს, სწავლობენ ერთმანეთის სხეულებს, ერთმანეთის სურვილებს და ერთმანეთისთვის სიამოვნების მინიჭების გზებს.

როცა ეს ყველა ეტაპი გავლილია, მაგრამ რაღაც დონეზე არსებული შეფერხების გამო ქალი ვერ ახერხებს ორგაზმის განცდას პარტნიორთან თანაცხოვრების წლების მიუხედავად, ეს უკვე სექსუალური დისფუნქციაა და სექსოლოგის ჩარევას საჭიროებს კონსულტაციის სახით.

ანორგაზმიის მიზეზებიდან მეტნაკლებად ხშირი პარტნიორის ბრალია, ასე ვთქვათ. ხშირად მამაკაცები კონცენტრირებულნი არიან საკუთარ სექსუალურ გამოცდილებაზე და ვერც კი ხვდებიან, რომ ქალის მიმართ გამოვლენილი ყურადღება, დაინტერესება ქალის გრძნობებით და მისთვის სიამოვნების მინიჭების სურვილი უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა მხლოდ მამაკაცი როდია დამნაშავე ქალის ანორგაზმიაში. ქალი მამაკაცთან ურთიერთობას არ იწყებს „ცარიელი ფურცლიდან“, მას აქვს გარკვეული წარმოდგენა სექსუალურ ცხოვრებაზე. მნიშვნელოვანია ქალის დამოკიდებულება საკუთარი სხეულისადმი, საპირისპირო სქესისამდი, სექსუალური ურთიერთობებისადმი და თავად სექსისადმი. ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს ინტიმური კონტაქტების დროს.