ანორგაზმიის მკურნალობა

ანორგაზმიის მკურნალობამდე საჭიროა გავარკვიოთ, ნამდვილად აქვს ქალს ანორგამზია, თუ არა. თუ აქვს, რა სახის ანორგამზიაა, რამ გამოიწია და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ფიქრი მკურნალობაზე.

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ სექსუალური ცხოვრება დუეტია!!! და მამაკაცის როლი პარტნიორი ქალი ორგაზმში ძალიან დიდია. სექსუალური აქტის დროს მამაკაცის მხრიდან გამოვლენილი დაჟინება, ან ძალადობა, პარტნიორის გამოუცდელობა და მისი არაადექვატური საქციელი, მით უმეტეს პირველი სქესობრივი აქტის დროს, ძალიან აძნელებს ქალის მხრიდან ორგაზმის განცდის შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს, თუკი სამუდამო დაღს არ დაასვამს ქალის სექსულაურ ცხოვრებას.

თუკი ქალს ანორგაზმია აქვს, მაგრამ რეგულარული სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან ერთი სრული წელი არ არის გასული, ანორგაზმიის დიაგნოზი არ ისმევა.

დიაგნოზის დასმის შემდეგ იწყება კომპლექსური მკურნალობა. თუკი ანორგაზმიის მიზეზი სასქესო ორგანოების ანომლიებია, რა თქმა უნდა ხდება მისი ქირურგიული კორექცია, რაიმე დაავადებების გამო განვითარებულ ანორგაზმიის დროს კურნავენ ძირითად დაავადებას. თუმცა ყველა შემთხვევაში წყვილს ასწავლიან, რომ უნდა გაიცნონ საკუთარი და ერთმანეთის სხეულები. აუცილებელია ქალის მასტურბაცია, რათა მან გაარკვიოს, როგორი მოფერება სიამოვნებს, როგორ უნდა მოახდინოს მამაკაცმა მისი ეროგენული ზონების სტიმულცია ისე, რომ ქალს ესიამოვნოს. აუცილებელია წყვილი გახსნილი იყოს ერთმანეთთან, ხშრად უნდა ისაუბრონ გულახდილად, გაუზიაონ ერთმანეთს სექსუალური ფანტაზიები, უნდა მოახდინოს სექსუალური სურვილების რეალიზება.

ანორგაზმიის მძიმე ფსიქოგენური საფუძვლების დროს საჭირო ხდება ფსიქოთერაპიები, ჰიპნოზის გამოყენება, ანტიდეპრესანტები (დეპრესიაულ პაციენტებში). ყველა ქალს ენიშნება კეგელის ვარჯიშები, რომლებიც მართალია ვერ უზრუნველყოფს ორგაზმის განცდას, მაგრამ ზრდის მისი გაცდის შანსებს.