ორსულობა და მენსტრუაცია?!

საშვილოსნოს შიგინითა ზედაპირი ამოფენილია ენდომეტრიუმით, რომელსაც მძლავრი სისხლმომარაგება აქვს. ენდომეტრიუმი ძალიან მგრძნობიარეა საკვერცხეში მიმდინარე ცვლლილბებზე. როცა საკვერცხეში მწიფდება ფოლიკული, სინთეზდება ჰორმონი ესტროგენი, რომლის მოქმედებითაც საშვილოსნოს ლორწოვანის ზედაპირული (ფუნქციური) შრე იზრდება და თანდათან ზომაში იმატებს.

როცა ხდება ოვულაცია (ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გადმოსვლა), ყალიბდება ყვითელი სხეული, რომელიც თავის მხრივ ასენთეზებს პროგესტერონს. ამ ჰორმონის ზემოქმედებით საშვილოსნოს ლორწოვანი მზადდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისათვის.

თუკი ორსულობა არ დადგება, მაშინ ორ კვირაში ყვითელი სხეული განიცდის ინვოლუციას, რის გამოც პროგესტერონის დონე ეცემა და შედეგად ენდომეტრიუმის ჩამოცლა ხდება. ენდომეტრიუმის ჩამოცლის გამო შიშვლდება ის სისხლძარღვები, რომლებიც კვებავენ საშვილოსნოს კედლებს და სრორედ ეს სისხლი და ჩამოფცქვნილი ენდომეტრიუმი ატარებს მენსტრუაციის სახელს.

ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ,  მენსტრუაცია ორსულობის დროს ქალს არ უნდა ჰქონდეს. ვინაიდან ყვითელი სხაულის ანალოგი ქალის ორსულობაში არის ყვითრის პარკი და პლაცენტა (ანუ ისინი ასინთეზებენ პროგესტერონს) და მენსტრუაციაც ვერ დადგება.

თუკი ქალს ორსულობის დროს საშოდან აქვს სისხლიანი გამონადენი, ეს არ არის მენსტრუაცია!!!

ამ სისხლიანი გამონადენის მიზეზი შეიძლება იყოს: ნაყოფის პათოლოგიური მდგმომარეობა, შიგნითა სასქესო ორგანოების ანთებით-ინფექციური დაავადებები, ჰორმონალური ცვლილებები, საშვილოსნოსგარე ორსულობა, პლაცენტის აცლა, რაც შესაძლოა სპონტანური აბორტის მიზეზი გახდეს.

ბევრი ქალი ირწმუნება, რომ მთელი ორსულობის განმავლობაში ჰქონდა „მენსტრუაცია“ და ნაყოფს არაფერიც არ მოუვიდა, ამას გინეკოლოგები სუსტი სისხლძარღვების ქონით ხსნიან.

სისხლიანი გამონადენი ორსულობის დროს არ არის მენსტრუაცია, ვინაიდან ენდომეტრიუმის ჩამოცლა არ ხდება. ეს არის პათოლოგიური სისხლდენა, რომელიც ექიმის კონსულტაციას საჭიროებს.