მხედრული პოზა (ქალი ზემოდან)

ქალი ზევიდან, არის სექსის პოზიცია, რომლის დროსაც კაცი წევს და ქალი არის მის  ზემოთ მოთავსებული და  წევს ან ზის ისე, როგორც სკამზე, სავარძელზე, ტახტზე და ა.შ. კაცი წევს ან წამომჯდარია, სახით პარტნიორისკენ.  ქალი ზემოდან პოზის სინონიმებია: კოვბოი, მხედრული პოზა, კოვგირლ პოზა, პნევმატური ჩაქუჩი.

პენეტრაციას შეიძლება ჰქონდეს კოიტუსის ფორმა(ვაგინაში შედის პენისი), ან წარმოდგენილი  იყოს ანალური სექსით.

მხედრული პოზის სახელწოდება მომდინარეობს იმ წარმოსახვიდან, რომლის თანახმადაც ამ პოზის დროს ქალი ზის მამაკაცზე, როგორც მხედარი ცხენზე. მხედრის როლში ამ შემთხვევაში  ქალია, ხოლო ბედაური-მამაკაცი. ეს პოზა არის პრეკურსორი ლატელარული კოიტალური პოზიციისა, რომელიც მასტერსმა და ჯონსონმა აღწერეს.

მხედრული  პოზა საკმაოდ პოპულარულია წყვილებს შორის, რადგან აქვს დიდი უპირატესობები:

  • პარტნიორები ერთმანეთის მიმართ სახით არიან და ერთმანეთს აკონტროლებენ
  • ქალი კარგად აკონტროლებს საკუთარ მდგომარეობას სექსის დროს.
  • კაცს ეძლევა საშუალება ქალს შეეხოს ძლიერ ეროგენულ ზონებში: მკერდი, კერტები, მუცელი, კლიტორი(ნაწილობრივ) დუნდულები.
  • ქალს შეუძლია საკუთარი ორგაზმი მართოს.