გაქცევა ან ბრძოლა (ძლიერი სტრესის რეაქცია)

ბრძოლა ან გაქცევა (იგივე მწვავე სტრესის რეაქცია, ჰიპერაგზნებული მდგომარეობა). არის ადამიანის რეაქცია, ძლიერი სტრესის დროს, რომელიც აღწერა  ვოლტერ ბრედფორდ კენონმა ( Walter Bradford Cannon). ეს თეორია გულისხმობს ახსნას ცხოველების რეაქცია,  როცა ისინი აღმოჩნდებიან საფრთხის წინაშე. ასეთ შემთხვევაში ცხოველებს ორი არჩევანი აქვთ: 1) შეებრძოლონ პოტენციურ საფრთხეს, 2) გაიქცნენ და ასე უშველონ თავს.  ძლიერი სტრესის რეაქცია გამოიხატება სიმპატიკური სისტემის გაძლიერებით და ორგანიზმში მიმდინარე სპეციფიური ფიზიოლოგიური რეაქციებით ეს ფიზიოლოგიური ცვლილებები ანალოგიურია ადამიანის შემთხვევაშიც.

ძლიერი სტრესის დროს გამომუშავდება სტრესული ჰორმონები: კატექოლამინები, ზრდის ჰორმონი, კორტიზოლი.  ამ ჰორმონებს შორის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ ადრენალინს და ნორადრენალინს (კატექოლამინები).  ამ ჰორმონების და ნეიროტრანსმიტერების მოქმედება ორგანიზმზე შემდეგია:

  • ჩქარდება გულისცემა
  • იმატებს სუნთქვის სიხშირე
  • კანი ფერმკრთალდება ან პირიქით წითლდება
  • ინჰიბირდება (იზღუდება) კუჭის და წვრილი ნაწლავის ფუნქციონირება
  • მოქმედებს ორგანოების სფინქტერებზე
  • ხდება სისხლძარღვების(ზოგიერთი) შეკუმშვა
  • გამოთავისუფლდება ცხიმი და გლუკოზა კუნთებისთვის.
  • კუნთების სისხლძარღვები ფართოვდება
  • ითრგუნება ნერწყვდენა (სალივაცია) და ცრემლდენა
  • გუგები ფართოვდება (მიდრიაზი)
  • შარდის ბუშტის მოდუნება ხდება
  • ითრგუნება ერექცია
  • ითრგუნება სმენითი სისტემა
  • ტუნელის მსგავსი ხედვა ყალიბდება(ანუ ადამიანი ან ცხოველი პერიფერიოლ ველს ვერ ხედავს, ხედავს მოხოლოდ ხედვის ველის ცენტრს.)
  • ძლიერდება სპინალური რეფლექსები (ნაწილობრივ შეზღუდვა იხსნება მოტორულ სისტემაზე)
  • ტრემორი -უნებლიე კუნთების რითმული შეკუმშვა. (მკურნალობა ბეტა-ბლოკერებით, პროპრანოლოლი.)

ასეთი რეაქციების კარგი მაგალითებია ცხოველების ქმედება: მაგ. ზებრა, თუ დაინახავს ლომს, მასში სწორედ ძლიერი სტრესის რეაქცია ვლინდება, ძლიერდება სიმპატიკური სისტემა და მთელი ენერგიის მობილიზება ხდება მის კუნთებში და ემზადება გასაქცევად, თუმცა მისი ჰომეოსტაზი შენარჩუნებულია.

რაც შეეხება ამ რეაქციის სახელს : „გაქცევა ან ბრძოლა“, ამ მდგომარეობის კარგი მაგალითია ვირთხის ქცევა, თუ ვირთხას გამოეკიდება რაიმე ცხოველი ან მტერი იგი გაიქცევა, თუმცა ბრძოლას იწყებს მაშინ, თუ კუთხეში აღმოჩნდება მიმწყვდეული. აირს ცხოველების ნაწილი, რომელიც ძლიერი სტრესის დროს „შეშდება“ იმ იმედით, რომ მტაცებელს იგი მკვდარი ეგონება და თავს დაანებებს.ზოგი ცხოველი კი ასეთ დროს ფერს იცვლის, ამ პროცესს კამუფლაჟი(შენიღბვა) ჰქვია. ეს რეაქციაც სიმპატიკური სისტემის გააქტივების შედეგია.

„ბრძოლის ან გაქცევის“ რეაქცია აღმოცენდება ადამიანებშიც, თუმცა გამოხატვის ფორმა შეიძლება მრავალი იყოს: ბრძოლის  რეაქცია შეიძლება ვლინდებოდეს აგრესიით, გაბრაზებით, კამათით, არგუმენტირებით. ხოლო „გაქცევა“ შეიძლება გამოიხატოს სოციალური აქტივობისთვის თავის დანებებით, წასვლით,  განარკომანებით, ალკოჰოლის მოხმარებით,  ტელევიზორის ყურებითაც კი.

ქალები და მამაკაცები სტრესულ სიტუაციებში განსხვავებულად იქცევიან:  კაცები კრიტიკულ სიტუაციებში ძირითადად იბრძვიან, ხოლო ქალები გაქცევას ამჯობინებენ, ეძებენ დახმარებას, მიმართავენ ჯგუფური თავდაცვის რეაქციას. აღსანიშნავია, რომ დედები ხშირად სტრესულ სიტუაციებში ბოლომდე იცავენ საკუთარ შვილებს.

სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი რეაქცია ადამიანის ორგანიზმზე, ვინაიდან ამ დროს მრავალი სისტემა წყვეტს ფუნქციონირებას ან მკვეთრად ითრგუნება.  ძლიერ სტრესს შეიძლება თან ეხლდეს: კონსტიპაცია(ყაბზობა, შეკრულობა), ანორექსია(მადის ძლიერი დაკარგვა), ერექციული დისფუნქცია(იმპოტენცია),   შარდის შეკავება, ეს სისტემები კონტროლდება პარასიმპატიკური სისტემით, სტრესის დროს, კი მის დათრგუნვას ახდენს სიმპატიკური სისტემა.

გახანგრძლივებულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის დათრგუნვა. სტრესის შემდეგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს პოსტ-ტრავმატული აშლილობა,  რომლის დროსაც ადამიანები ავლენენ ძლიერ სტრესულ რეაქციას, მაშინ როცა ახსენდებათ წარსული ტრავმის გახსენება.