სექს-ტრავმები

სექსი უდავოდ სასიამოვნო პროცესია. მიუხედავად ამისა, სექსის დროს ძალიან ბევრი ტრავმა შეიძლება მიიღოს ადამიანმა.

ინგლისში ჩატარებული გამოკითხვებით დადგინდა, რომ ამ ქვეყნის მცხოვრები ადამიანები სექსუალური გართობებით ყოველწლიურად დაახლოებით 630 მილიონის დოლარის ზიანს აყენებენ საკუთარ თავს.

საუბარი დამტვრეულ ჭაღებსა და დანგრეულ ინტარიერზეა. ეს არაფერი, საქმე რომ ნივთებით შემოიფარგლებოდეს და ადამიანის ჯანმრთელობის ზიანზე არ იყოს საუბარი.

ამავე გამოკვლევით დადგინდა, რომ ინგლისელების 41% სექსის დროს იტყავებს მუხლებს, იდაყვებს და სხეულის ნაწილებს, 12% კი სქესობრივ აქტს ამოვარდნილობებით მთავრებს.

პირობითად სექსუალური ტრავმები ორ ნაწილად იყოფა: ფიზიკური და ფსიქოემოციური.

ინტიმური ზონების დაზიანება

ეს ხშირად იმ მიზეზით ხდება, რომ გოგონების ხელები ხშირად არის შემკობილი სხვადასხვა სამკაულებით, მაგ, ბრილიანტისთვლიანი სამკაულებით. გრძელი ფრჩხილები აგრეთვე საკმაოდ ტრავმულია.

დაზიანებები

სხეულის დაზიანებები ვითარდება მაშინ, როცა წყვილს სექსი ექსტრემალურ პირობებში აქვს და იმდენად გატაცდება ამ პროცესით, რომ გარემოს ყურადღებას არ აქცევს. მაგ, აბაზანაში სექსის დროს მოსალოდნელია სველ ზედაპირზე ფეხის მოცურება და მოტეხილობების მიღება.

ნაკბენები და ნაკაწრები

ნაკბენები საკმაოდ ხშირია სექსის დროს და აღწერილია შემთხვევა, როცა სექსის დროს მამაკაცმა ქალს სარძევე ჯირკვლის დვრილი მოაჭამა ქალს. ნაკაწრებიც ამ კატეგორიაში გადის. ამ შემთხვევაში დაზიანების ობიექტი მამაკაცის ზურგია.

გადატყავებული ზურგი, ფეხები და დუნდულები

სხეულის ამა თუ იმ ნაწილის გაღიზიანება აღნიშნება მაშინ, როცა წყვილს სექსი არასწორ ზედაპირზე აქვს, მაგ, ხალიჩაზე, ზღვის სანაპიროზე.

ამოვარდნილობები

ამოვარდნილობები ექსტრემალური სექსის ხშრი თანამდები დაზიანებაა. მაგ, ტერფებისა და მტევნების სახსარში ამოვარდნილობები.

მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ ფიზიკურ ტკივილზე ძლიერი სულიერი ტკივილია. თუკი ჩავუღრმავდებით, სექსთან ასოცირებული ფსიქოემოციური ტრავმებიც არ არის ნაკლები და ნაკლებად საშიში.

„არ გამომივიდა“

როცა რაღაც მიზეზით აქტი ვენ ხდება, ან ვერ ანიჭებს სიამოვნებას რომელიმე პარტნიორს, მაგ, მამაკაცს ვერ ექნება ერექცია, ან ეაკულაცია, ქალი ვერ განიცდის ორგაზმს და ა.შ. ეს ფსიქოლოგიური ტრავმაა. ადამიანი დეპრესიაში ვარდება, განიცდის და ფსიქოლოგიურად თვლის, რომ შემდეგშც აღარ გამოუვა.

მოულოდნელი სიტუაცია

სექსის დროს მოულოდნელი სიურპრიზები ხშრია, მაგ, პრეზერვატივის გახევა. უშუალოდ სექსის მომენტში, როცა პარტნიორები სიამოვნების პიკზე იმყოფებიან, ამაზე არც ერთი პარტნიორი არ ფიქრობს, მაგრამ როცა სექსი დასრულდება, მაშინ ისმევა შეკითხვა: რა ვქნათ? და სირთულეები და პრობლემებიც აქ იწყება.

დაუფიქრებელი საუბარი

სექსუალური კავშირის დროს აუცილებელია საუბარს მიექცეს ყურადღება. ვინაიდან ამ დროს ნათქვამი გულსატკენი და შურაცხმყოფელი სიტყვები სამუდამოდ რჩება ადამიანის ცხოვრებაში და ფიზიოლოგიაზეც ახდენს გავლენას.