7 ყველაზე უცნაური სექსუალური გადახრა

ამ სტატიაში საუბარი იქნება 7 მეტნაკლებად უცნაურ გადახრაზე:

  1. პოდოფილია (და არა პედოფილია!!!) – ეს არის სექსუალური ლტოლვა ფეხებისადმი (განსაკუთრებით ტერფებისადმი). საკმაოდ ცნობილი პოდოფილები არიან რიკი მარტინი და ენრიკე იგლესიასი. თუმცა კინო კრიტიკოსები თვლიან, რომ ყველაზე დიდი პოდოფილი კვენტინ ტარანტინოა, ვინაიდან მის ყველა ფილმში ძალიან მიმზიდველად ჩანს ქალის ფეხები.
  2. მექანოფილია – ეს არის ავტომობილებისა და საერთოდ ტრანსპორტისადმი ლტოლვა. რა თქმა უნდა, არ არის აღწერილი ისეთი შემთხვევბი, როცა მამაკაცი აღუგზნია ტრანსპორტის რაიმე სახეს, მაგრამ სექსოლოგებთან არც ისე იშვიათია საკუთარ მოტოციკლზე შეყვარებული მამაკაცები, რომლებიც ამ მოტოციკლების ტარების დროს განიცდიან ორგაზმს და აქვთ ეაკულაცია.
  3. ნარატოფილია – საკმაოდ იშვიათი გადახრაა. ნარატოფილები სექსუალურ სიამოვნებას აკრძალული სიტყვებისა და გამოთქმებით სარგებლობისაგან იღებენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მთვრალი ბილწსიტყვიანი კაცი ნარატოფილია.
  4. ლაქტოფილია – ლტოლვა დედის, ან ზოგადად ქალის სარძევე ჯირკვლისადმი. ზოგიერთ ისლამურ ქვეყანაში კანონი მკაცრად სჯის ლაქტოფილებს: თუკი მამაკაცი ცოლის ძუძუს წოვს, განქორწინებულად ითვლება. თუმცა უცნობია, ამას ვინ ამოწმებს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ კანონი არსებობს.
  5. დენდროფილია – ლტოლვა ხეებისადმი. სექსუალური აქტი ხესთან შესაძლებელია, როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვის.
  6. პიროფილია (და არა პირომანია!!!) – ადამიანი სექსუალურ სიამოვნებას იღებს ცეცხლის ყურებით.
  7. პიკროფილია – ინტერნეტ-პოსრნოგრაფიების მოყვარულები სწორეს პიკროფილების სახელით არიან ცნობილები.