ლატერალური კოიტალური პოზიცია

ლატერალური კოიტალური პოზიცია სექსის პოზაა, რომელიც აღწერა მასტერსმა და ჯონსონმა, საკუთარ ნაშრომში: „ ადამიანის სექსუალური რეაქცია“.  ეს პოზა ჰეტეროსექსუალების 75 % – ს განსაკუთრებით მოსწონთ მას შემდეგ რაც სცადეს.

იმისთვის, რომ ეს პოზიცია იქნეს მიღწეული პარტნიორებმა სქესობრივი აქტი უნდა დაიწყონ „ქალი ზემოდან“ პოზიციით:

1)      კაცი  მარცხენა ფეხს ხრის მუხლის სახსარში და ოდნავ სწევს ზევით.

2)      ქალი მამაკაცზე თავსდება ისე, რომ მამაკაცის ფეხებს შორის მხოლოდ მარჯვენა ფეხი მოექცეს, მარცხენა აქვს მოხრილი მუხლის სახსარში და ეყრდნობა მას.

3)      კაცი კიდებს  მარცხენა ხელს ქალს მარჯვენა დუნდულოზე, ხოლო მარჯვენა ხელს ქალის მარცხენა ფეხის ფარძაყზე.

4)      ასეთ პოზაში იწყებს წყვილი მოძრაობას.

5)      კაცი და ქალი ასეთ პიზიციაში უნდა ქმნიდნენ საშუალოდ 30 გრადუსიან კუთხეს.

ამ  პოზის უპირატესობებია: კაცი და ქალი ერთმანეთის მიმართ სახით არიან, ქალს შეუძლია კაცს მოეფეროს მკერდზე, აკოცოს,  მოეფეროს სახეზე. კაცს თავის მხრივ შეუძლია მოეფეროს ქალს ფეხებზე, წელზე დუნდულოებზე. ორივეს მენჯის მიდამო თავისუფალია და ეს აადვილებს ისეთ მოძრაობას, როგორც სიამოვნებს წყვილს.  პენისი საკმაოდ სიმჭიდროვეშია რაც აძლიერებს სიამოვნებას.  ეს პოზა აგრეთვე იძლევა სექსუალური გამოხატვის თავისუფლებას, რაც თავის მხრივ ემოციურ სიახლოვეს და სიამოვნებას მატებს წყვილს.

ეს პოზა რეკომენდირებულია იმ მამაკაცებისთვის, რომელთაც ნაადრევი ეაკულაცია აქვთ. რადგან ამ პოზაში კაცი ზედმეტი დაძაბულობისგან თავისუფალია.  აგრეთვე ქალს შეუძლია შეჩერდეს იმ დროს როდესაც მამაკაცი ორგაზმს უახლოვდება, გარკვეული დროის შემდეგ ისევ განაგრძოს მოძრაობა.