მორალური განვითარების ეტაპები (კოლბერგის)

კოლბერგის (Lawrence Kohlberg) მორალური განვითარების სტადიები ეფუძნება ჟან პიაჟე  (Jean Piaget) თეორიას. იგი შედგება 6 ეტაპისგან და განიხილავს მორალის ფილოსოფიას ადამიანის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე. პირობითად კოლბერგის ეტაპები იყოფა სამ ნაწილად (პრე-კონვენციონალური, კონვენციონალური და პოსტკონვენციონალური), თითო ნაწილში გაერთიანებულია ორი ეტაპი.  ეტაპებს შორის რეგრესი თითქმის არ ხდება, ანუ ახალი ეტაპიდან განვლილ ეტაპს ადამიანი როგორც წესი არ უბრუნდება, თუმცა მომდევნო ეტაპებზე გადასასვლელადაც აუცილებელია წინა ეტაპის გავლა, ანუ არ შეიძლება რომელიმე ეტაპის გამოტოვების გარეშე ადამიანი მოხვდეს მომდევნოზე.

პრეკონცენციონალური :

1)      დასჯაზე ორიენტირებული მორჩილება – ამ ეტაპზე ადამიანი (ბავშვი) იქცევა „კარგად“ რადგან ეშინია დასჯის. ძირითად კითხვას წარმოადგენს: “როგორ ავიცილო დასჯა თავიდან? “

2)      თვით-ინტერესზე ორიენტირებული – ადამიანის  საქციელი დამოკიდებულია, რა მოუტანს მომენტალურ მოგებას, ან სიკეთეს. კითხვა: „რა არის ჩემთვის?“

კონვენციონალური დონე:

3)      ინტერპერსონალური თანხმობა და შესაბამისობა – (მნიშვნელოვანია სოციალური ნორმები)  ბავშვის/ მოზარდის ცნებაში შემოდის კარგი ბიჭი/გოგოს ფენომენი.

4)   აუტორიტეტის მოპოვების და სოციალური ადგილის მოპოვება შენარჩუნება.

პოსტკონვენციონალური:

5)   სოციალურ ვალდებულებებზე ორიენტირება;

6)   უნივერსალური ეთიკური პრინციპები.

პრეკონვენციონალური მორალის დონე ძირითადად გვხვდება ბავშვებში,  თუმცა ზრდასრული ადამიანიც შეიძლება იყოს ასეთ მორალის დონეზე. ეს ფსიქიკურ პრობლემებზე მიუთითებს. პრე კოვენვიონალური მორალის მქონე ადამიანები იქცევიან პირდაპირ ისე, რა უშუალო შედეგიც მოსდევს ქცევას.  ქცევის და მორალის ეს მანერა მკვეთრად ეგოცენტრუალია. ამ დონის მორალის დროს ადამიანები (ძირითადად ბავშვები) არ განიხილავენ საკუთარ ქცევას, როგორც სოციალური შედეგების მომტან ქმედებას, არამედ ისინი მნიშვნელობას ანიჭებენ იმ უშუალო შედეგს რაც მოჰყვება მათ საქციელს. პირველი  ეტაპის დროს, ადამიანი არ იქცევა ცუდად, ვინაიდან როცა ასე მოიქცა ის ცემეს, გაკიცხეს, ან დააზიანეს. ამიტომ ასე აღარ მოიქცევა, თორემ იგივე დაემართება.

მეორე ეტაპი – თვით ინტერესზე ორიენტირებული ქცევაა.  ასეთ შემთხვევაში ადამიანი ფიქრობს, თუ კარგად მოიქცევა ჯილდოს მიიღებს, ან თუ დაარტყამენ, თვითონაც უნდა დაარტყას. ეს მდგომარეობაც ეგოცენტრულია და მარტივ, პირდაპირ ლოგიკას ექვემდებარება.

კონვენციონალური დონის მორალი ყალიბდება ძირითადად 11-18 წლისთვის ან სზრდასრულობაში. ამ დროს ადამიანებს უყალიბდებათ სამართლიანობის და მორალის მძლავრი განცდა. ადამიანების მორალი ამ დონეზე ძირითადად ესადაგება საზოგადოებაში გავრცელებულ შეხედულებებს დამოკიდებულებას და წესებს.

პოსტკონვენციონალურ სტადიაზე ადამიანი აცნობიერებს, რომ ის საზოგადოებისგან დამოუკიდებელი ერთიანი პიროვნებაა, მას უყალიბდება ინდივიდუალიზმის მკვეთრი მახასიათებლები, მისი ხედვები შეიძლება იყოს განსხვავებული საზოგადოების უმრავლესობისგან. ადამიანებს ამ ეტაპზე აქვთ გამოკვეთილი აბსტრაქტული ცნებები სამართლიანობისა და მორალისა. აქვთ პრინციპები და ამ პრინციპებით საზღვრავენ და არჩევენ მტყუან-მართალს. ამ ეტაპზე ადამიანი აცნობიერებს ადამიანის უნივერსალურ უფლებებს: მაგ, თავისუფლების, სიცოცხლის, სამართლიანობის  უფლებებს და ა.შ. ამ სტადიაზე ადამიანის მახასიათებელია „პიროვნება სხვებამდე“ ანუ პიროვნება განიხილავს მოვლენას საკუთარი ხედვით და პრინციპებით და არა სხვების შეხედულებებით. ეს არ უნდა იქნეს გაიგივებული ან არეული სხვა (განსაკუთრებით პირველ)  ეტაპთან.

მეხუთე ეტაპზე  (სოციალურ ვალდებულებებზე და ღირებულებებზე ორიენტირება) ადამიანი სამყაროს განიხილავს ინდივიდუალური ჩამოყალიბებული ხედვით თავისუფლებით და ადამიანის უფლებების გათვალისწინებით.

მეექვსე ეტაპზე მნიშვნელოვანია უნივერსალური ეთიკური პრინციპები. ადამიანი ამ სტადიაზე მოქმედებს ისე, როგორც სწორია და არა ისე რისკენაც ხელშეწყობა აქვს, ან რისი უფლებაც აქვს.

კოლბერგის მიხედვით სტადიებს შორის შეიძლება არსებობდეს სუბ სტადიები, და ადამიანმა შეიძლება განიცადოს რეგრესიც სტადიებს შორის.

პიროვნების ხედვა                                                   სოციალური პერსპექტივის                                                                                                                                                                                დონე
6 ხედავს ადამიანების შეცდომებს, ქცევას და ამ ქცევის ასახვას ცხოვრებაზე. ორმხრივი პატივისცემა, როგორც უნივერსალური პრინციპი.
5 შესაძლებელია ვალდებულებები და შეთანხმებები გახდეს კეთილდღეობების მომტანი ადამიანისთვის. კეთლიდღეობა კი, მატებს ვალდებულებებს. კონვენციური პერსპექტვა, ხედი.
4 ადამიანი შეიცნობს აბსტრაქტული ნორმატივების სისტემებს. სოციალური სისტემების პერსპექტივა.
3 ადამიანი შეიცნობს კარგ და ცუდ განზრახვებს და ქცევებს. სოციალური ურთიერთობების პერსპექტივა
2 ხედავს, რომ სხვებს აქვთ მიზნები და უპირატესობები. შესაბამისობები და ნორმიდან გადახრები. ინსტრუმენტალური (სრულყოფილი) ეგოიზმი
1 არსებობს მხოლოდ საკუთარი ნორმები. ბრმა ეგოიზმი