გამონაყარი სასქესო ორგანოებზე

გენიტალიებზე პირველად ბაქტერიულ ინფექციას ყველაზე ხშირად იწვევს ოქროსფერი სტაფილოკოკი, Staphylococcus aureus. ძირითადად იძლევა ორი სახის დაზიანებას: 1) ფოლიკულიტი -ფოლიკულარული პუსტულა. 2) იმპეტიგო, ბულოზური იმპეტიგო (ბებერების მსგავსი). სტაფილოკოკური ფოლიკულიტი იწყება ზედაპირული ანთებით, თუმცა შეიძლება გაღრმავდეს და მიიღოს ფურუნკულის სახე. ძირითადად ახასიათებს მწვავე მიმდინარეობა, თუმცა ზოგჯერ ქრონიკული ხასიათისაა.  ჩირქმდენი აბსცესები მხოლოდ ბაქტერიული ანთებით იშვიათადააა წარმოდგენილი, ძირითადად არსებობს თანმხლები სხვა ჩირქოვანი დაავადებაც: ნაწლავის ანთებითი დაავადება, ვენერიული ლიმფოგრანულომა, ჩირქმდენი ჰიდრადენიტი. საზარდულის მიდამოში რეკურენტული ანთებითი ჩირქოვანი გამონაყარი დამახასიათებელია შეძენილი იმუნოდეფიციტის მიდამოში.

ბაქტერიული ჩირქოვანი ინფექციები, როგორც წესი საჭიროებენ სისტემურ მკურნალობას და ტოპიკური ადგილობრივი მოქმედების კრემები საკმარისი არ არის.

არჩევის პრეპარატს წარმოადგენს პენიცილინაზა-რეზისტენტული პენიცილინი (დიკლოქსაცილინი) ან პირველი თაობის  ცეფალოსპორინები.  მეტიცილინ რეზისტენტული სტაფილოკოკის წინააღმდეგ  გამოიყენება ტეტრაციკლინების წარმომადგენელი – დოქსიციკლინი. მკურნალობა გრძელდება მანამ, სანამ ყველა ანთების კერა არ განიკურნება. იმ პაციენტებს, რომლებიც ხასიათდებიან ხშირი რეკურენტული ინფექციებით ემატებათ რიმფამპინიც(იგივე რიმფამპიცინი).

სტაფუილოკოკური იმპეტიგო იწყება ძალიან ზედაპირულად, ბუშტუკების სახით. მისი მკურნალობაც ფოლიკულიტის მსგავსია , მაგრამ გრძელდება უფრო ნაკლებ ხანს და უფრო ადვილად ინკურნება.

ზედა სურათზე ნაჩვენებუა ბულოზური იმპეტიგო, ხოლო ქვედა სურათზე ფოლიკულიტი.