თვითშეფასება

თვითშეფასება  არის ადამიანის მენტალური სურათი, რომელსაც ხედავს საკუთარი თავის შესახებ. თვითშეფასება   საკუთარი თავის ხედვაა  და მარტივად პასუხობს შემდეგ კითხვას: „როგორ გგონია, რას ფიქრობენ ადამიანები შენს შესახებ?“

არსებობს თვით-შეფასების სამი ტიპი:

1) როგორ ხედავს ადამიანი საკუთარ თავს;

2) როგორ ხედავენ სხვები მოცემულ პიროვნებას;

3) როგორ აღიქვამენ სხვები ამ პიროვნების ავტორიტეტს გარე ადამიანების ხედვით.

ეს სამი ტიპი არ არის აბსოლიტურად გამართლებული და სწორი, თუმცა ადამიანის თვითშეფასების შექმნაში ღებულობს მონაწილეობას.

ადამიანებს ხშირად უვითარდებათ დაბალი თვითშეფასება, რისი მიზეზიც არის ადამიანის მიმართ ხშირი კრიტიკა, დაცინვა, შეურაცყოფა და ა.შ.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვობაში განცდილი სტრესი და ფსიქოლოგიური ტრავმები. დაბალი თვითშეფასება არ არის მხოლოდ სხვების გავლენით გამოწვეული, ზოგჯერ მიზი თვით პიროვნებაშია, მიუხედავად იმისა, რომ სხვები შეიძლება აღნიშნავდეს პიროვნების : სილამაზეს, გონიერებას, ნიჭიერებას და ა.შ.  უარყოფითი თვითშეფასების მიზეზი შეიძლება იყოს პერფექტიონიზმიც, ანუ ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი გამუდმებით ისწრაფვის სრულყოფისკენ, არასდროს არ მოსწონს თავისი გაკეთებული საქმე, ნაფიქრი, ქცევა და ა.შ.

დაბალი თვითშეფასება ზოგჯერ არის ძალადობის შედეგი. სხვადასხვა სახის ძალადობის შედეგად ადამიანებს შეიძლება ჩამოუყალიბდეთ რწმენა, მათი სისუსტის, უუნარობის, უკონტროლობის პასიურობის, უნუგეშობის და პესიმიზმის შესახებ. ხშირად მსხვერპლს ახასიათებს დანაშაულის, სირცხვილის საკუთარი თავის დადანაშაულების გრძნობა და ხშირად არიან ასეთი ადამიანები დეპრესიულები.

რაც შეეხება გადამეტებულ თვითშეფასებას, ასეთი შემთხვევები უფრო გავრცელებულია გარდატეხის ასაკში,  ძირითადად მაშინ, როცა ფიზიკური, მენტალური ან მატერიალური  შესაძლებლობები აჭარბებს ადამიანის ქრონოლოგიურ ასაკს.  ასეთი გადამეტებული თვითშეფასება ხშირად უფრო გავრცელებულია კაცებში ვიდრე ქალებში. ზოგჯერ ასაკის მატებასთან ერთად თვითშეფასება ხდება დარეგულირებული დაის არ ცდება ნორმის კალაპოტს.