პეპელა პოზა

სექსის პოზა პეპელა- ძალზედ ცნობილი და გავრცელებულია ყველა წყვილს შორის. მას ზოგჯერ მისიონერულ პოზასაც ეძახიან.  ძირითადად გამოიყენება ჰეტეროსექსუალური კავშირების დროს, თუმცა მისი გამოყენება წყვილებს შეუძლიათ ჰომოსექსუალური კავშირების დროსაც.  მისიონერული პოზის კლასიკური ვარიანტის დროს ქალი წევს ფეხებგაშლილი და კაცი აწევს მის სხეულს.  ამ პოზას მისიონერული პოზა ჰქვია, რადგან ქრისტიანი მისიონერები ადამიანებს ასწავლიდნენ, რომ მხოლოდ ეს პოზა იყო მისაღები და მოსაწონი ქრისტიანობისთვის.

მისიონერული პოზა წარმოადგენს ვენტრო-ვენტრალური კოპულაციის კლასიკურ მაგალითს.  პეპელა პოზა მოსახერხებელია ქალისთვის ძლიერი სექსუალური სტიმულაციის მიღებისთვის. ასეთ პოზაში შეიძლება ორგაზმის მიღწევის სიჩქარე იყოს გაზრდილი სხვა სექსუალურ პოზებთან შედარებით.

მისიონერულ პოზას ანგელოზებრივ პოზიციასაც უწოდებენ.

მისიონერული პოზის სამ ძირითად ვარიანტს განიხილავენ:

1)      ძირითადი პოზა – ქალი წევს ფეხებგაშლილი, კაცი აწევს მას, კაცის სხეული მოთავსებულია ქალის სხეულზე. კაცის ფეხები მოთავსებულია ქალის ფეხებს შორის. ქალს ფეხები მოხრილი აქვს მუხლის სახსარში სხვადასხვა გრადუსით.

2)      ფეხები მაღლა –  იგივეა რაც პირველი, ოღონდ ქალს ფეხები მკვეთრად ზევით აქვს აწეული. ეს პოზა გავრცელებული იყო ძველ საბერძნეთში. ამ პოზის დროს მოკლდება მანძილი ქალის საშოს და საშვილოსნოს ყელს შორის. პენისი უფრო ღრმად აღწევს საშოში. ხდება საშოს წინა კედლის გამოკვეთილი სტიმულაცია. რაც საუკეთესო საშუალებაა G-წერტილის სტიმულაციისთვის.

3)      მისიონერული ზედა პოზიცია – გულისხმობს ქალის სხეულის ნაწილის ზევით მიმართვას და ისე სექსს. სექსის ამ პოზისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას ბალიში ქალის დუნდულოების ქვეშ ამოსადებად. ეს პოზა ქალისთვის ძლიერ სასიამოვნოა, რადგან საშოში სისავსის შეგრძნება უძლიერდება, აგრეთვე საკუთარ სხეულზე კონტროლის საშუალება იმატებს.